Page 1 of 3
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:15
by nagli33
რაღაც ძალიან მომინდა ამ მწვერვალის დალაშქვრა და ჭაუხიდან გადმოხედვა.
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 4200მ. არის შედარებით ადვილი ასასვლელი, უთოკოდ და წრიაპების გარეშეც შეიძლება ასვლა, ამ ყველაფერს დაჭირდება 3 დღე.
1დღე ასვლა სოფ. როშკაში, დაბანაკება აბუდელაურის ტბასთან, (ლურჯ ტბასთან ჯობია, მწვანეს თევზის სუნი ასდის)
2. დღე ასვლა ვაჟაზე, და დაბრუნება ბანაკში
3. დღე (სარეზერვო) აბუდელაური, როშკა თბილისი
ეს არის ზოგადი გეგმა, მიიღება შენიშვნები, წინადადებები, რჩევები,
მაშ ასე კიდევ ერთი დაუვიწყარი გასეირნება... გველის

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:18
by nagli33
ვაჟა-ფშაველას მწვერვალი — მწვერვალი კიდეგანის ქედზე (ხევსურეთის კავკასიონი), მდინარე არხოტისწყლის სათავეში. სიმაღლე 4200 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალზე პირველად ავიდნენ 1943 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და უწოდეს ვაჟა-ფშაველას სახელი.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95% ... A%E1%83%98
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:19
by nagli33
ეს ფოტოები მოვიპარე დროებით, შემინდეთ!

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:21
by გვალდა
სიამოვნებით წამოვალ თუ დროის მხრივ არ მექნება შეზღუდვა.
იმედია მომავალი კვირის აბუდელაურებს არ დაემთხვევა

მოგვიანებით ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში?
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:22
by meleksa
არჩილ მემგონი იმდენჯერ ახვალ აბუდელაურებზე რო გაუშინაურდები ბერტყვებს
ისე არაა ცუდი აზრი, ასე 40 კაციანი გასვლა მოუხდებოდა ამ მწვერვალს

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:29
by nagli33
გვალდა wrote:სიამოვნებით წამოვალ თუ დროის მხრივ არ მექნება შეზღუდვა.
იმედია მომავალი კვირის აბუდელაურებს არ დაემთხვევა

მოგვიანებით ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში?
აბუდელაურზე მეც ვიქნები კვირას

ხო და იქ მოვივალაგ მოვალაგოთ გეგმები
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:32
by nagli33
meleksa wrote:არჩილ მემგონი იმდენჯერ ახვალ აბუდელაურებზე რო გაუშინაურდები ბერტყვებს
ისე არაა ცუდი აზრი, ასე 40 კაციანი გასვლა მოუხდებოდა ამ მწვერვალს

ბიჯოო ნუ მეკაიფებიიიი

იცი რა მაინტერესებს ამ ბერტყვებით შენა და არჩილი ხალხს რო აშინებთ, სულ რამდენჯერ გყავს ნანახი ჰაა????
ისე შარშან ალპინიადაზე 120 კაცი იყო, და მეც მეხვეწნენ წამოდიო 121-ედ
წამო მელექს მაგარია
კაი ჰოო იფიქრე მაინც წამოსვლაზე
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 22:51
by meleksa
nagli33
ეხლა ისეთ მარშუტზე ვფიქრობ რომ ვერც დაგესიზმრება

ცუდია რო 3 დღე არ გცალია

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 23:13
by iano
მე ეჭვი მაქვს რომ ამ ლაშქრობაზე წამოვალ

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 23:26
by Tamari-ch.
nagli33 wrote:ეს ფოტოები მოვიპარე დროებით, შემინდეთ!

ნისლია - არაფერი არ ჩანს...

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 23:38
by nagli33
Tamari-ch.
იქ რომ ავალთ მერე გამოვაჩენ

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 23:46
by mariamooo
სავარაუდო თარიღი? დაახლოებით როდის იქნება ეს ამბავი?
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 23:50
by nagli33
არ ვიცი ზუსტად.. რაღაც დეტალებსაც ვაზუსტებ, სავარაუდო თარიღი როცა დასახელდება, მერე ამინდზე ვიქნებით დამოკიდებული
თუ კაი ამინდი იქნება წავალთ თუ არა და გადაიდება მომდევნო კაი ამინდამდე
მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 02 ივლ 2011, 23:53
by Na-tia
აუ, ეს მეც მაინტერესებს რა, შარშანაც მინდოდა:) აგვისტოს შუა რიცხვებამდე თუ მოხერხდება, კარგია

მწვერვალი ვაჟა-ფშაველა............
Posted: 03 ივლ 2011, 09:52
by meleksa
აგვიტოში თუ იქნება მეც ვიფიქრებ კიდევ ერთხელ წამოაბუდელაურებას
