Page 1 of 2

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 11:22
by CheLo
სალამი მეგობრებო : ) როგორც იქნა ამისრულდა ოცნება და ერთ საინტერესო და ემოციებით დატვირთულ გასვლას შემოგთავაზებთ : )) ვიცი მე ბევრი თქვენთაგანი არ ყოფილა ბირთვისში და მინდა დაგანახოთ რა იდუმალ სილამაზეს ინახავს ეს ადგილი : ) თუ შევგროვდებით 18 კაცამდე ვიქირავებთ ზვიადის სამარშუტო ტაქს (უკვე მოველაპარაკე) და შევიკრიბებით სამგორის მეტროსთან და სადღაც შაბათ დღეს შუადღის 3 საათზე გავალთ, მივალთ და დავბანაკდებით ბირთვისის ხეობაში.. შევწვავთ მწვადებს დავანთებთ ცეცხლს და ვიმხიარულებთ.. იქ იმდენი ლამაზი ადგილია სულ რომ არ ახვიდე სიტყვაზე ციხეზე მაინც კმაყოფილი დარჩებით. ხოდა პირველ დღეს სურვილისამებრ თქვენ გადაწყვიტეთ :) აი მეორე დღეს კი ჯერ დედა ციხეზე ავალთ შემდეგ კი შეუპოვარზე და 6-საათისთვის ზვიადი დაგხვდება ფარცხისში და წამოგვიყვანს თბილისში.. ეს 2 დღიანი გასვლა არ დაჯდება ბევრი ხოდა ნურავინ იტყვით უარს ვისაც ხათოსი არ იყოს "მწუანე" ფერები გიყვართ : ))) როცა გადაწყდება ყველაფერი შემდეგ უფრო კონკრეტულად დავდებ გეგმებს : )) მინდა რომ თქვენი აზრი გამოთქვათ ამ თემაში გასვლა კი განხორციელდება 18-19 ივნისს.

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 11:39
by CheLo
ესეც სურათები ცოტაოდენი წარმოდგენა რომ შეგექმნათ...

1. დოლიძელი ბირთვისის ხეობაში ჩასვლისას.
Image

2. დედა ციხის ბოლო კლდოვანი აღმართი.
Image

3. იანო ციხის ზემოდან ხედს შეჰყურებს.
Image

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 11:45
by Jimmy
რა მაგარი ადგილია : )

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 11:52
by CheLo
კლდემ არ შეგაშინოთ ყველა ამოხვალთ მე ვიზრუნებ ამაზე ; ))

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 12:15
by ARCHILI
WenTTo

კარავზე ვინმე დარჩა, ვინც ბირთვისებში რამდენჯერმე მაინც არაა ნამყოფი?

:)

ისე, კი, გეთანხმები, ბირთვისები შესანიშნავია, ოღონდ ზედმეტად "გაპაპსავდა" და ნაგვით აივსო ყველაფერი.

ბირთვისებში საკმაოდ ექსტრიმტურიც შეგიძლიათ განახორციელოთ, დედაციხე და შეუპოვარა რბილია მაინც :)

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 12:19
by Tamari-ch.
კარავზე ვინმე დარჩა, ვინც ბირთვისებში რამდენჯერმე მაინც არაა ნამყოფი?


მე არცერთხელ არ ვყოფილვარ...
;)

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 12:42
by avtokh
მეც არ ვარ ნამყოფი :( :)

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 12:44
by CheLo
აგერ უკვე არც ავთო არაა ნამყოპი, არც ბუნტური, არც თამარი არც ჯიმი და კიდე ძაან ბევრნი ვის სახელებსაც ახლა ვერ ვიხსენებ : )) მარშუტკაში რომ ჩამოვაგდე ეს თემა ბევრს უნდოდა წამოსვლა ; )) არჩილ ძველ კარაველებს კი ყველას გექნებათ ნანახი : )

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 13:21
by keto
ზურა, მე მომიტევე, არამკითხე მოამბეობა, მაგრამ:

1. სამგორის მეტროსთან შეხვედრა არ მგონია ყველასთვის კომფორტული იყოს, ვინც ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობს, სამგორში გასვლა... რავიცი. ცენტრისკენ ხომ არ გადმოიტანდი შეკრების ადგილს? თუნდაც ვარდების მოედანზე, რედისონთან. მითუმეტეს ზვიადიც, რამდენადაც ვიცი, დიღმისკენ ცხოვრობს. სამგორში გამოსვლამდე მანაც მთელი ქალაქი უნდა გაიაროს, ხალხის უმეტესობამაც და რაღა ცალ-ცალკე, ბარემ შეხვდით აქეთ და ჰა, იქით, სამგორისკენ მცხოვრები კარაველები გზადაგზა აკრიფეთ რა :)

2. შუადღის 3-ზე გასვლით მთელ შაბათ დღეს არ კარგავთ? არ სჯობს ნახევარი შაბათის თბილისში გატარებას, დილით გახვიდეთ და მთელი დღე მწვანე გარემოში გაატაროთ?

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 13:40
by CheLo
1. გეთანხმები : ))) და იყოს თუნდაც რედისონი.

2. რავიცი ხალხი მუშაობს და შაბათ დღეს ყველას არ ცალია.. ხოდა ვიფიქრე 3-ზე მოახერხებდნენ თან 2 დღიანის გაკეთება მინდა და თან ხორციც ხო უნდა შევიძინოთ?? რედისონტან სად ვიყიდოთ ხორცი მწვადებისთვის?? ან კიდე 5-5 ლარი ხო უნდა ავაგროვოთ??? მაგ საკითხს კიდევ უფრო დავხვეწ : )

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 13:44
by CheLo
უბრალოდ ორთაჭალაში უნდა გამოვიდეთ მაინც.. ბირთვისის გზა შავნაბადიდან მიდის და სამგორის მეტროდან 2 ნაბიჯია.. ბაზარიც იქვეა და რატო უნდა გახდეს რომელიმე მონაწილესთვის რთული ცოტა მიკვირს : )) მეტროთი იმგზავრეეეტ : )))

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 13:57
by ARCHILI
WenTTo

1,5 დღე სავსებით საკმარისია

:)

შეგიძლიათ შაბათს საღამოს გასვლა და კვირა საღამოს დაბრუნება :)

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 14:06
by CheLo
ხოო არჩილ ვნახოთ რომ დავდებ თემას ვის როგორ მოუხერხდება.. : )) რა ვქნა არ იდება ჯერჯერობით 2-3-4 დგიანები და მე ბუნებაში ძილი მინდა : ))) თან უმეტესობა ორშაბათს სამსახურში მიდის და 7-8 საათისთვის თუ ჩავალთ დასვენებას მოასწრებენ : )))

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 14:39
by ARCHILI
WenTTo


მაგ მიზნით მე აქტიურად ვიყენებდი პარასკევისა და კვირის ღამეებს...

:)

მაგ პარასკევს საღამოს გავდიოდით, კვირას ღამე მოვემგზავრებოდით და ორშაბათს დილით ჩამოვდიოდით,,, ასე, გზაში ზედმეტ დროს არ ვკარგავდით და ორი სრული დღე გვქონდა მოქმედებისათვის - სრული შაბათი და სრული კვირა...

ორშაბათს კი ცოტა გვიჭირდა მუშაობა უძილობის გამო, მაგრამ წინა დღეების სიამოვნება ამად ნამდვილად ღირდა..

:)

ბირთვისები !!!!!!!!!

Posted: 05 ივნ 2011, 15:40
by temosvani
მაგარია ბირთვისი....:)