Page 1 of 1

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 30 მაი 2011, 23:53
by Tamari-ch.
აქ არის ნამყოფი კარავი?


თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი (კასპის ძეგლია)
????


კასპი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-0გვ.130-136.
კასპის მატერიალურ-კულტურულ ძეგლთა (გვიანიფეოდალური ხანის დარბაზული, თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი ეკლესიები, კვირაცხოვლის სახ. ეკლესია, V-VI საუკუნეებით დათარიღებული კლდემაღალის ციხე, მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული ტიპისა ეკლესია, კოშკი, ღვთისმშობლისა და წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიები, გალავანი, ცილინდრული კოშკი)აღწერილობა. ტექსტს ერთვის გეგმები და განაკვეთები.

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 00:07
by Tamari-ch.
თეთრახევის მამების ეკლესია – ეკლესია ქ. კასპის ჩრდილო-დასავლეთით 6-7 კილომეტრზე, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ადრე აქ მამათა მონასტრის მთელი კომპლექსი ყოფილა. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (11,2 X 6,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კამარა და აფსიდის კონქი - აგურით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი, რომელიც პილასტრის ფართო სიბრტყის გაგრძელებას წარმოადგენდა). ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, რომელიც შიგნიდან სწორკუთხაა და გარედან ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. უფრო მაღლა, აღმოსავლეთით, კედელში წაგრძელებული სამალავებია მოწყობილი. აფსიდის მხრების წინ ბემაა. ჩრდილოეთ მხარის ბემას შემორჩენილი აქვს მარტივი, თაროსებრი კაპიტელი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობა. დასავლეთ კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, სრულიად გლუვია. სამხრეთ კედელში სარკმლის კვალი ჩანს. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. უკეთაა შემორჩენილი დასავლეთ ფასადი. ფასადის შუა ადგილზე შეიმჩნევა კარის კვალი. ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობითაა ნაგები (გამოყენებულია მცირე ზომის ქვები). კარიბჭე ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება ეკლესიას, ხოლო აღმოსავლეთ კარით - სწორკუთხა მინაშენს. მეორე სართული, სამრეკლო მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. მათი განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩატური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი.

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 17:55
by Tamari-ch.
აკაკიმ დღეს ეს ფოტო მაჩვენა

არ იცით ეს რაა? კასპთან არისო

Image

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 19:10
by Kakha
სურათზე რა ჩანს ვიცი. ესაა აკლადამები და საკმაოდ დასაბუთებულად ითვლება რომ არის წინარექრისტიანული ხანის. ალბათ ანტიკური პერიოდის. ნოდარ ბახტაძეს აქვს გამოქვეყნებული. ცხადია ერთობ დაზიანებულია და ზოგი აკდამა შუაზეა გადაგლეჯილი, ანუ წინა ნაწილები აღარ აქვს. ყველა გაძარცულია, საუკუნეების განმავლობაში აღარ ყოფილა ჩაკეტილი და...

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 19:20
by Kakha
ამ აკლდამების შესახებ კარავზე შეგიძლია ნახო

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=801&

და აქაც http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2172

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 20:54
by Tamari-ch.
Kakha
თეთრახევზე ვეძებე ამ საძიებლით და ვერაფერი ვიპოვე
http://dato.nplg.gov.ge/publishers/monu ... ?do=search


მარტო ძეგლთა აღწერილობაშია ეს ინფორმაცია და მორჩა.
:?

როგორც ვხედავ კარავი არაა ნამყოფი იქ

კასპელ არჩილს ველაპარაკე და იმედია მალე წავალთ იქ...

წასვლა სრულიად არაა პრობლემა
სარეისოები დადის მთელი დღე დიდუბიდან კასპამდე -

ბილეთის ფასი - 2 ლარი.
;)

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 21:32
by stranger
შეიძლება წამოვიდე ამ კვირა დღეს.ისე კი საინტერესოა ფეხით რამდენი კილომეტრი იქნება გასავლელი? ადგილიც საინტერესოა:)

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 21:38
by Tamari-ch.
stranger wrote:შეიძლება წამოვიდე ამ კვირა დღეს.ისე კი საინტერესოა ფეხით რამდენი კილომეტრი იქნება გასავლელი? ადგილიც საინტერესოა:)
როგორც კობამ ამიხსნა 5 - 6 კმ უნდა იყოს კასპიდან
ამ კვირას შეიძლება მოხერხდეს...

რაღაც დეტალებია დასაზუსტებელი...

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 31 მაი 2011, 21:49
by stranger
Tamari-ch.
კარგია :) წამოვალ ამ კვირას და შეიძლება პლიუსებიც წამოვიყვანო

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 01 ივნ 2011, 11:49
by Tamari-ch.
stranger
შენი + -ები ბიჭები არიან?

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 01 ივნ 2011, 13:44
by stranger
Tamari-ch.

არ ვიცი +-ები ნამდვილად წამოვლენ თუ არა.ერთი ბიჭია კი.

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 01 ივნ 2011, 14:00
by Tamari-ch.
stranger
დააზუსტე რა.

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 01 ივნ 2011, 15:46
by stranger
Tamari-ch.

გამორიცხე +ები.

თეთრახევის მამების სამონასტრო კომპლექსი

Posted: 01 ივნ 2011, 23:39
by Tamari-ch.
კობას ამ კვირას არ სცალია -

მეგზური მაგი უნდა ყოფილიყო

გადავდოთ

- იქნებ შემდეგ კვირას მოხერხდეს