Page 5 of 7

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 17:36
by დათო
Makena
ნეანდერტალელი და დევი ორა სრულიად განსხვავებული არსებაა.
დევი არაა არსება, დევი არის ფოლკროლის პერსონაჟი. ნეანდერტალელი კიდევ რეალური არსებაა. რომელიც, შესაძლოა, გახდა გარკვეული ფოლკლორული სიუჟეტების პროტოტიპი. თუმცა ეს უკვე ზუსტად არავინ იცის.
მითოლოგია ზღაპარი არ არის, ზევსი და აპოლონი ისეთივე რეალური პერსონაჟები არიან როგორიც იაზონი, ჰერაკლე, მედეა, აიეტი
აჰა, საინტერესოა. ასეთ რამეს რომ ამბობ, მათი ნამდვილი ბიოგრაფიის თაობაზე ვერსიაც გექნება. ჰოდა, მაინტერესებს, ვინ იყვნენ ზევსი და აპოლონი? წარმოშობით :)
4 მეტრიან კედლებს სხვა ადმიანებისგან თავის დასაცავად არავინ ააგებდა, თუ გინახავს რომელიმე ციკოლოპური ნაგებობა? რამდენიმე ტონიანი ქვების გათლა და ერთმანეთზე დალაგება ტიტანურ შრომასთან იყო დაკავშირებული და ამის საჭიროება რომ არ ყოფილიყო ამდენს ნამდვილად არ იშრომებდნენ. 2 მეტრის სიგანის კედელიც საკმარისი იქნებოდა ადამიანისაგან თავის დასაცავად, როგორც ამას მოგვიანებით აკეთებდნენ.
იგივე წარმატებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამხელა კედლები მათ სჭირდებოდათ ტაქტიკური ბირთვული იარაღისგან თავდასაცავად. რომელსაც ატლანტიდის განვითარებული, მაგრამ შავბნელი ცივილიზაციის წარმომადგენლები ესროდნენ. ან უცხოპლანეტელები.

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 17:45
by Tamari-ch.
მითოლოგია ზღაპარი არ არის, ზევსი და აპოლონი ისეთივე რეალური პერსონაჟები არიან როგორიც იაზონი, ჰერაკლე, მედეა, აიეტი და სხვა კიდევ მრავალი, ოსირისი შენის აზრით გამოგონილი პერსონაჟია ანუ ზღაპარის ნაწილია? თუ ასეა მაშინ მოსეც და ნოეც ზღაპრის პერსონაჟები ყოფილან..
საერთოდ, ძველად ამბავი გადმოიცემოდა მითებით,
ანუ ისტორია იწერებოდა მითებით

ჰეროდოტე იყო პირველი მე-4 საუკუნეში ვინც ისტორიულად აღწერა მოვლენები
მანამდე ისტორიული ამბები გადმოიცემოდა მითებით...

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 17:50
by დათო
Tamari-ch.
ჰეროდოტე იყო პირველი მე-4 საუკუნეში ვინც ისტორიულად აღწერა მოვლენები
მანამდე ისტორიული ამბები გადმოიცემოდა მითებით...
ო, გაიხარე! და რატომ უწოდებენ ჰეროდოტეს ისტორიის მამას? რითი გამოირჩეოდა წინამორბედებისგან?

სწორედ იმით, რომ მითებს ავტომატურად არ იღებდა ჭეშმარიტებად. იგი კრიტიკულად აანალიზებდა ცნობებს, ერთმანეთს ადარებდა სხვადასხვა წყაროებს. ცნობების სისტემატიზირებას ახდენდა. და ამ შრომის საფუძველზე აკეთებდა დასკვნებს.

მოკლედ, კაცი სერიოზულად უდგებოდა საკითხს. ჩემი აზრით, მისი საქციელი სამაგალითოა ;)

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 18:53
by Makena
დათო
მითოლოგია ზღაპრები კი არა უძველესი ისტორიის გადმოცემის მეთოდია, შენ თუ თვლი რომ შუამდინარეთის, ბერძნული, ეგვიპტური, ჰინდუს მითები მოგონილი ზღაპრებია, ნება შენია, მე სხვაგვარად ვთვლი.

დევი სწორედ რომ არსებაა, ფოლკლორული პერსონაჟები ციდან არ ცვიოდნენ, მათ არსებობას გარკვეული საფუძველი გააჩნდა. შენთვის შეიძლება იეტიც მითია, შენ დაგიჯერო თუ ტიბეტელ ლამებს ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

მე აქ ვასრულებ კამათს, თემას ნუ გადავუხვევთ, ამ საკითხებზე სასაუბროდ სხვა თემა შეიძლება გაიხსნას.

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 18:56
by Makena
Tamari-ch.
მე ზეგ ვხვდები ერთ ადამიანს, შეიძლება მან მომაწოდოს გარკვეული ინფორმაცია ბორჯომის ხეობის აღმოჩენასთან დაკავშირებით.

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 22:09
by Tamari-ch.
Makena wrote:Tamari-ch.
მე ზეგ ვხვდები ერთ ადამიანს, შეიძლება მან მომაწოდოს გარკვეული ინფორმაცია ბორჯომის ხეობის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
გაიხარე - იქნებ გავიგოთ რამე...

:)

გოლიათების ხეობა

Posted: 19 აპრ 2011, 22:32
by დათო
Makena

კი, მითოლოგიაში შეიძლება იყოს რეალური ამბების ელემენტებიც, მაგრამ 100%-ით არ შეიძლება მითოლოგიური სიუჟეტების რეალობად მიღება. გავიზიაროთ ჰეროდოტეს მაგალითი.

"დევებს" რაც შეეხება, სადაა მათი ძვლები ან სხვა კვალი? ან რომც გენახა, როგორ მიხვდებოდი, რომ ეგ სწორედ "დევების" არის? რა იცი დევებზე ისეთი კონკრეტული, რაც გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი არ არიან ნეანდერტალელთა ფოლკლორში გადამუშავებული სურათი? კონკერტიკაა საინტერესო ყოველთვის. თორემ ზევსზე და აპოლონზე აგერ გკითხე და არაფერი გიპასუხია. :)
თემას ნუ გადავუხვევთ, ამ საკითხებზე სასაუბროდ სხვა თემა შეიძლება გაიხსნას.
ოკ.


პ.ს. საიდან მოიტანე, რომ მე იეტის არსებობას ვუარყოფ? რა არის, დამაბრალე ტყუილად იეტის უარყოფა და ტიბეტელ ლამებთანაც კი დამაპირისპირე თვითნებურად. :D

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 13:08
by Tamari-ch.
კი, მითოლოგიაში შეიძლება იყოს რეალური ამბების ელემენტებიც, მაგრამ 100%-ით არ შეიძლება მითოლოგიური სიუჟეტების რეალობად მიღება. გავიზიაროთ ჰეროდოტეს მაგალითი.
ჰეროდოტე იყო უბრალოდ ახალი სტილი -
მან გადმოსცა ისტორიული ამბები მანამდე განსხვავებული მანერით და სტილით..
მანამდე კი იყო ჰომეროსი, რომელმაც ისტორიული ამბები ნახევრადმითებით გადმოსცა შთამომავლობას..
ანუ რისი თქმა მინდა,
მითებიც ისტორიაა - უბრალოდ მასში დამატებულია მხატვრული სტილი -
მაგალითად ღმერთების სურვილები, სფინქსები და ციკლოპები...
პატარა ბავშვს რომ მოუყვები ნამდვილ ამბავს ნახევრად ზღაპრული სტილით -
დაახლოებით ასეთი სტილია...

"დევებს" რაც შეეხება, სადაა მათი ძვლები ან სხვა კვალი?
მაგ კითხვაზეც არის პასუხი ამ ფილმში
http://www.youtube.com/watch?v=Uy94rC-A ... dded#at=68

ანუ ასეთ ძვლებს მაინცადამაინც არ აჩვენებენ...
ისევე როგორც დღემდე (ტექნიკის განვითარების ეპოქაშიც კი) თოვლის კაცის საიდუმლოება არაა გახსნილი

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 13:21
by აცაბაცა
დათო

ხომ იცი, რომ არსებობს ცონა რომელსაც ყველას აზიარებენ და ცოდნა, რომელსაც უნდა ეზიარო.... ნებით არავინ გაგანდობს... სტრიქონებს შორის უნდა ამოიკითხო და ა. შ.

ფერშტეენ????
:lol:

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 14:53
by დათო
მაგ კითხვაზეც არის პასუხი ამ ფილმში
http://www.youtube.com/watch?v=Uy94rC-A ... dded#at=68
ოხ, მაგას რა ვუთხარი - ჩემი ახლო მეგობრის (geostringer) დადებული ყოფილა :D

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 14:54
by Tamari-ch.
დათო
რომელია შენი მოგობარი?
დვალი?

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 15:02
by დათო
Tamari-ch.

არა, წიკლაური. ეს მისი ნიკია იუთუბზე.

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 20:36
by QEBURIUS
ეგენი გოლიათები კი არა ნიანერტალები იყვნენ, მერე მფრინავი თეფში გამოიგონეს და ასტალავისტა ზემლია :twisted:

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 20:42
by Tamari-ch.
QEBURIUS
საერთოდ გოლიათობა სრულიად რეალური მოვლენაა

და დაკავშირებულია ჰიპოფიზის ფუქციასთან.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0% ... 0%B7%D0%BC

როცა ხდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის ჭარბად გამომუშავება

Image
Anna Swan и её родители

Image

საკითხავია სხვა რამ:
არსებობს კი რაიმე ენდემიური მიზეზი, რომელიც გამოიწვევდა ამ ორგანოს მიერ ჰორმონის ჭარბ გამომუშავებას.??..
აი ესაა საინტერესო..

გოლიათების ხეობა

Posted: 21 აპრ 2011, 20:52
by caucasica
ბორჯომში მეგალითები, როგორც მახსოვს, უფრო სწორდე მეგალითური ნასახლარები თორის მიდამოებში უნდა იყოს,(თუ სწორედ მახსოვს ასევე თეთრობის აღკვეთილის მიდამოებში)

1 თუ ორი წლის წინ რ2-ზე იყო სიუჯეთი, ბორჯომ ხარაგაულის ერ. პარკში, ხარაგაულის მხარეს, Mთასამეცხვაროსტან (არის ასეთი ადგილი საზაფხულო მწყემსეფის სოფელი ტბა) ახლოს ვითომ იპოვეს გოლიათების ძვლები და აშშ. ჩემი ინფორმაციით ეს უფრო სიცრუედა დაგმული სცენა იყო.