გოლიათების ხეობა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
გოლიათების ხეობა

Post by აცაბაცა » 18 აპრ 2011, 17:19

ჯიგრებო თემიდან გადახვევაა მაგრამ იცით რა მაინტერესებს ჩვენი წინაპრები თუ ჰომო ჰაპილისი და ჰომო ერექტუსი იყვნენ..... მემკვიდრეები ვინ იქნებიან???

თუ ჰომო ტექნოლოგიუსი და ჰომო გეაფობუსი ბოლო წერტილია?

თუ არადა როდის????
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
გოლიათების ხეობა

Post by დათო » 18 აპრ 2011, 17:26

აცაბაცა

სავარაუდოდ მემკვიდრეებს ექნებათ უარესი მხედველობა და საერთოდ უფრო დაბალი ფიზიკური მონაცემები.


მაგრამ ნაადრევად ნუ ჩამოვუშვებთ ცხვირებს, რადგან სხვა ვარიანტიც არსებობს. კერძოდ, თუ გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა მომავალში სრულ კრახს განიცდის (რაც შესაძლებელია), მაშინ ადამიანთა ცხოვრება უცებ გახდება უფრო... ფიზიკურად აქტიური :) ჰოდა, ამ შემთხვევაში ევოლუციის ზემოთ ნახსენები ვარიანტიც აღარ განხორციელდება. გადარჩენილების შთამომავლობას მხედველობაც ექნებათ კარგი, კუნთებიც და ყველაფერი :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოლიათების ხეობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 აპრ 2011, 17:31

დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მხოლოდ ჰომეროსი რომ მოვიშველიოთ, 50მდე გოლიათ გმირს მაინც დავითვლით.
ჰომეროსს ზუსტ ისტორიულ წყაროდ ნუ განიხილავთ.
ეგრე თუ ვიმსჯელებთ, თვითონ ჰომეროსის ვინაობაც კი არ არის დადგენილი.
საქმე როდესაც 1000წლეულებს ეხება, ზუსტი ისტორიული წყაროები ისედაც არ არსებობს.
იმ დროინდელ ნაწარმოებებს ბევრი მკვლევარი წყაროდ იყენებს და არც ჰომეროსია გამონაკლისი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
გოლიათების ხეობა

Post by დათო » 18 აპრ 2011, 17:36

GAMARJOBA SAKARTVELO
ეგრე თუ ვიმსჯელებთ, თვითონ ჰომეროსის ვინაობაც კი არ არის დადგენილი.
საქმე როდესაც 1000წლეულებს ეხება, ზუსტი ისტორიული წყაროები ისედაც არ არსებობს.
აჰა.
იმ დროინდელ ნაწარმოებებს ბევრი მკვლევარი წყაროდ იყენებს და არც ჰომეროსია გამონაკლისი
ჰომეროსი გამოიყენება მხოლოდ ისეთი მონაცემების წყაროდ, რომელიც უნდა გადაამოწმო სხვა წყაროებით ან სხვა გზებით და თუ დადასტურდა, ხომ კარგი. მაგალითია - ტროას არქეოლოგიური გათხრები. თორემ თუ რაღაც ფაქტი ჰომეროსის პოემების გარდა არსად არაა მოხსენიებული და არც სხვაგვარად დასტურდება - მაშინ ეს ლიტერატურაა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოლიათების ხეობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 აპრ 2011, 17:43

დათო
რომ არა ჰომეროსი, ეგებ ტროა სა1ოდ ვერც აღმოეჩინათ.
თუმცა, თუ ჰომეროსს გავყვებით, გოლ10აების თემას მართლაც გადავუხვევთ.
ჩვენ ხომ აქ მისტიკურ გარემოცვაში ვართ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გოლიათების ხეობა

Post by Makena » 18 აპრ 2011, 18:12

ფაქტი ერთია, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში მრავლადაა მეგალითური კულტურის ძეგლები.
რატომ აშენებდნენ ამხელა ლოდებით? როგორ აშენებდნენ? ვინ აშენებდა, ადამიანი? თუ ადამიანი იყენებდა გოლიათებს ასაშენებლად?
მე პირადად 10 მდე ციკლოპური ნაგებობა მინახავს, გასაოცარია თუ რამხელა ლოდებია გამოყენებული, გათლილი და აზიდული რამდენიმე მეტრზე, როგორც ჩანს ისინი იძულებული იყვნენ თავი დაეცვათ რომელიღაც ძლიერი ძალისგან თორემ 4 მეტრის სიგანის და5- 7 მეტრის სიმაღლის კედლებს ასე ტყუილად, გასართობად არავინ ააშენებდა! კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ყველა ციკლოპურ ნაგებობას, რაც მე მინახავს, პატარა ან ჩვეულებრივი სიმაღლის შესასვლელი აქვს, ანუ ეს შესასვლელები ადმიანებისთვის იყო გამკუთვნილი, მაგ: აბულს იმდენად მცირე შესასვლელი აქვს რომ მაშინვე თვალში მოგხვდება მისი სიმცირე ნაგებობასთან მიმართებაში.
ტიტანების ანუ გოლიათების შესახებ ბერძნული მითოლოგია ბევრ საინტერესოს გვიამბობს.
Last edited by Makena on 18 აპრ 2011, 18:48, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოლიათების ხეობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 აპრ 2011, 18:27

Makena wrote:ფაქტი ერთია, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში მრავლადაა მეგალითური კულტურის ძეგლები.
რატომ აშენებდნენ ამხელა ლოდებით? როგორ აშენებდნენ? ვინ აშენებდა, ადამიანი? თუ ადამიანი იყენებდა გოლიათებს ასაშენებლად?
მე პირადად 10 მდე ციკლოპური ნაგებობა მინახავს, გასაოცარია თუ რამხელა ლოდებია გამოყენებული, გათლილი და აზიდული რამდენიმე მეტრზე, როგორც ჩანს ისინი იძულებული იყვნენ თავი დაეცვათ რომელიღაც ძლიერი ძალისგან თორემ 4 მეტრის სიგანის და5- 7 მეტრის სიმაღლის კედლებს ასე ტყუილად, გასართობად არავინ ააშენებდა! კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ყველა ციკლოპურ ნაგებობას, რაც მე მინახავს, პატარა შესასვლელი აქვს, მაგ: აბულს იმდენად მცირე შესასვლელი აქვს რომ მაშინვე თვალში მოგხვდება მისი სიმცირე.
ტიტანების ანუ გოლიათების შესახებ ბერძნული მითოლოგია ბევრ საინტერესოს გვიამბობს.
უფრო სარწმუნოდ მეჩვენება მოსაზრება ძლიერი ძალისგან თავდასაცავი ნაგებობების აშენების თაობაზე.
საინტერესოა, ვინ იყო ეს ადამიანზე უფრო დიდი ძალა.
იქნებ მართლაც დევები?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოლიათების ხეობა

Post by Tamari-ch. » 18 აპრ 2011, 20:43

დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მხოლოდ ჰომეროსი რომ მოვიშველიოთ, 50მდე გოლიათ გმირს მაინც დავითვლით.
ჰომეროსს ზუსტ ისტორიულ წყაროდ ნუ განიხილავთ.
ჰომეროსი არ გვაძლევს მათ ფიზიკურ მონაცემებს
მხოლოდ მათ ფიზიკურ ძალაზე აკეთებს აქცენტს..
თუ დავაკვირდებით ანტიკურ ქანდაკებებს - სულაც არ არის გამოსახული ჰერაკლე გოლიათად.. მას ჩვულებრივი სიმაღლე აქვს - უბრალოდ ზედმეტად კუნთიანია ანუ ღონიერი...

ჩონჩხები კი მართლა ძალიან ცოტაა 2,5- 3 მეტრიანი ადამიანებისა..


მაკენა,
გოხნარში სულ ციკლოპური ნაგებობებია - შუაში დიიიდი ლოდით
არადა ისეთი ვიწრო ჩასასვლელებია გვირაბებში
ჯნოსი და კახა ძლივს ჩაეტიენ..
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
გოლიათების ხეობა

Post by დათო » 18 აპრ 2011, 22:37

Makena
Tamari-ch.
GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესოა, ვინ იყო ეს ადამიანზე უფრო დიდი ძალა.
სხვა ადამიანები.
იქნებ მართლაც დევები?
დევობის ერთადერთი რეალური კანდიდატები არიან ნეანდერტალელები. ეს ჩვენი მონათესავე სახეობა მართლაც თანაცხოვრობდა ჩვენს წინაპრებთან ერთ გეოგრაფიულ არეალში მრავალი ათეული ათასი წელი. მაგრამ ეს იყო ციკლოპურ ნაგებობებამდე დიიიიიიდი ხნით ადრე. იმ დროს, როცა ადამიანები არაფერს სერიოზულს ჯერ არ აშენებდნენ.

ადამიანებზე დიდი ძალა ეგ ნეანდერტალელი "დევები" საერთო ჯამში არ იყვნენ. ფიზიკურად კიდევ შეიძლება შედარება. მათ ჰქონდათ ჩვენზე სქელი ძვალი, უკეთ უძლებდნენ ყინვას, დიდი ფიზიკური ძალა გააჩნდათ. თუმცა სამაგიეროდ ადამიანები მათზე ბევრად სწრაფები ვართ.
აი გონებრივად კი ისინი სავარაუდოდ ჩვენზე ბევრად სუსტები იყვენენ. ამის გამო ჰქონდათ უარესი ორგანიზაცია, ნაკლებად შეეძლოთ რთული და გრძელვადიანი გათვლების გაკეთება. შედეგი ის იყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა მათ ბოლოს და ბოლოს გადაუარეს. და არა პირიქით.

საბოლოოდ ისინი გაქრენენ 30 000 წლის წინ. მიყრუებულ მთიან ადგილებში შეიძლება უფრო დიდხანსაც არსებობდნენ. ადგილი ჰქონდა სახეობების აღრევას. მეცნიერების შეფასებით თანამედროვე ევროპელების გენების 1-4% ნეანდერტალელთაგან მოდის.

ეგაა რეალური და საინტერესო ამბები. დანარჩენი ზრაპარია.

ნაგებობები ადამიანების აშენებულია. ადამიანი ძალიან ჭკვიანი არსებაა და მოიფიქრა როგორ აეგო ეს მეგალითები. ადამიანი ასევე ძალიან სახიფათო არსებაა, ამიტომ სხვა ადამიანებისგან თავდასაცავად აქაურები აშენებდნენ ამ ნაგებობებს.

Makena
ტიტანების ანუ გოლიათების შესახებ ბერძნული მითოლოგია ბევრ საინტერესოს გვიამბობს.
რას? სად? ტიტანები საერთოდ ღვთაებებთან თანაბარი არსებებია, ღვთაებათა ოპონენტები, რომლებიც მათთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ტიტანების თუ გჯერა, მაშინ ზევსის და აპოლონის არსებობაც უნდა დაიჯერო.

"გოლიათები" სად არიან ბერძნულ მითოლოგიაში? ციკლოპებს გულისხმობ? ერთი თვალი რომ ჰქონდათ შუბლში? :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოლიათების ხეობა

Post by Tamari-ch. » 18 აპრ 2011, 23:05

"გოლიათები" სად არიან ბერძნულ მითოლოგიაში? ციკლოპებს გულისხმობ? ერთი თვალი რომ ჰქონდათ შუბლში?
Велика́ны — человекоподобные существа огромных размеров. Также великанами называют людей, имеющих большой рост.
В античной мифологии: гекатонхейры, гиганты, циклопы.
В германо-скандинавской мифологии: турсы.
Голиаф в Библии.
Огры в сказке «Кот в сапогах».
Торг Ангех.
Куйва у саамов.

http://ec-dejavu.ru/g/Giant.html

საინტერესო ბმულია გოლიათებზე

Гиганты (греч. Γίγαντες; ед. ч. Γίγας) — в древнегреческой мифологии [1] великаны.
У Гесиода гиганты являются божествами, сыновьями Геи (Земли), которая была оплодотворена каплями крови, упавшими из отрезанных половых органов Урана (Неба) [2].
По Гомеру, дикие, исполинские и родственные богам существа (порождены Геей [3]); их царь Евримедонт был убит богами, со всем народом, за нечестие.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0% ... 1%82%D1%8B
В преданиях, литературе и искусстве

С очень раннего времени гигантов стали смешивать с титанами, а позднее с другими исполинскими чудовищами (Тифоном, Алоадами и Сторукими).
Кости гигантов хранились в Мегалополе [11]. Из ихора тел гигантов возникли зловонные струи источника в Левтернии (Южная Италия) [12]. Последние гиганты были погребены под островом Миконос [13]. Остатки гигантов находили на Капри [14].
Комедию «Гигантомахия» написал древний комик Гегемон [15]. Искусство изображало гигантов то в виде героев-великанов, то в виде змеиноногих существ, мечущих скалы.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
გოლიათების ხეობა

Post by დათო » 18 აპრ 2011, 23:14

В античной мифологии: гекатонхейры, гиганты, циклопы
Гекатонхе́йры - сыновья верховного бога Урана (неба) и Геи (земли).Сразу после рождения заключены в недрах земли отцом, опасавшимся за своё владычество. Уран ввергнул их в оковы и поселил в недрах земли, а Зевс освободил их для войны с титанами.

აჰა, ხომ ვამბობ. ამათზე თუ საუბრობთ, ზევსზე რატომ არ საუბრობთ? სხვათა შორის, ზევსზე უფროსები იყვნენ ეს ბატონები ასაკით.


Гиганты - У Гесиода гиганты являются божествами, сыновьями Геи (Земли), которая была оплодотворена каплями крови, упавшими из отрезанных половых органов Урана (Неба).
ჰმ...
По Гомеру, дикие, исполинские и родственные богам существа (порождены Геей )
აჰა, ესენიც ოლიმპიელი ღვთაებების ნათესავები ყოფილან. იგივე კითხვა მაქვს, რაც ზევით. რატომ არ განიხილავთ ზევსის და მისი ბანდის არსებობას? რა დისკრიმინაციულად არჩევთ სანათესაოს ერთ ნაწილს?


ციკლოპები კი ვასენე უკვე, ცალთვალები :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოლიათების ხეობა

Post by Tamari-ch. » 18 აპრ 2011, 23:32

დათო
ВЕЛИКАНЫ в мифологии, группа антропоморфных существ гигантского размера, относящихся к мифическому времени творения (в эпических традициях — к героическому времени). В строгом мифологическом смысле в категорию Великаны не входят сказочные или эпические великаны типа киклопов в «Одиссее», уаигов в осетинском нартском эпосе, дэвов в эпосе грузин и т.

ახლა მივაქციე ყურადღება ერთ დეტალს...
აი ამას
относящихся к мифическому времени творения (в эпических традициях — к героическому времени)

ანუ გოლიათებს მითოლოგიაში მიაკუთვნებენო к мифическому времени творения ანუ სამყაროს მითოლოგიური შექმნის პერიოდსო -
ამით აიხსნება ის რომ გოლიათები ზევსის დაბადებამდე იყვნენ
ანუ ისინი გამოდიან დედამიწის უძველესი მკვიდრნი!

ეს სრულ შესაბამისობაში ბიბლიურ მონაცემებთან ანუ იმასთან, რომ
გოლიათები წარღვნამდე იყვნენო
აქაც უძველესი მკვიდრნი გამოდიან..
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
გოლიათების ხეობა

Post by nagli33 » 19 აპრ 2011, 11:15

qartvel GOLIATEBS erti-ori metri simagleshi moakelit da me amerikel BETMENS prtebs davachri :D :D :D :D
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გოლიათების ხეობა

Post by Makena » 19 აპრ 2011, 17:22

დათო
ნეანდერტალელი და დევი ორა სრულიად განსხვავებული არსებაა.

4 მეტრიან კედლებს სხვა ადმიანებისგან თავის დასაცავად არავინ ააგებდა, თუ გინახავს რომელიმე ციკოლოპური ნაგებობა? რამდენიმე ტონიანი ქვების გათლა და ერთმანეთზე დალაგება ტიტანურ შრომასთან იყო დაკავშირებული და ამის საჭიროება რომ არ ყოფილიყო ამდენს ნამდვილად არ იშრომებდნენ. 2 მეტრის სიგანის კედელიც საკმარისი იქნებოდა ადამიანისაგან თავის დასაცავად, როგორც ამას მოგვიანებით აკეთებდნენ. არც ციკლოპური ნაგებობების და არც პირამიდების აშენების ტექნოლოგია დღესაც არ არის საბოლოოდ დაზუსტებული, ვარაუდებია მხოლოდ... რომელთა უმეტესი ნაწილი ბოდვაა.

მითოლოგია ზღაპარი არ არის, ზევსი და აპოლონი ისეთივე რეალური პერსონაჟები არიან როგორიც იაზონი, ჰერაკლე, მედეა, აიეტი და სხვა კიდევ მრავალი, ოსირისი შენის აზრით გამოგონილი პერსონაჟია ანუ ზღაპარის ნაწილია? თუ ასეა მაშინ მოსეც და ნოეც ზღაპრის პერსონაჟები ყოფილან...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
გოლიათების ხეობა

Post by Makena » 19 აპრ 2011, 17:28

GAMARJOBA SAKARTVELO
სვანეთში ყოფილა თურმე თქმულებები დევების შესახებ, შენ ხშირად გიწევს სვანეთში ყოფნა, იქ ყოფნის დროს ვინმეს რაიმე საინტერესო ხომ არ მოუყოლია?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]