Page 1 of 7

გოლიათების ხეობა

Posted: 09 აპრ 2011, 23:37
by Tamari-ch.
http://rutube.ru/tracks/2946705.html?v= ... 3c42c30916

გოლიათების ხეობა ყოფილა ბორჯომის ხეობაში-
და ნანახი გაქვთ?
კარავი ნამყოფია იქ?
ნამოსახლარების მთელი კომპლექსი ყოფილა



Image

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 13:39
by Makena
Tamari-ch.
ძალიან საინტერესოა, კონკრეტულად ეს არ ვიცოდი, თუმცა სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მეგალითური ძეგლი კიდევ ვიცი, და იმედია მოვახერხებთ ნახვას :)

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 14:08
by Tamari-ch.
Makena
სიუჟეტში არ ამბობენ რა ადგილია
თან საკმაოდ მიუდგომელია
როგორც გავიგე 2 დღე მიდიოდნენ
ღამე გაუთენებიათ
უნდა გავიკითხოთ სადაა ეს

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 16:44
by avtokh
ჩვენმა ტელევიზიებმა ან ბეჭდვითმა მედიამ რატო არაფერი თქვა ამის შესახებ? მით უმეტეს ჟურნალისტი ხლებიათ თან. რუსეთის პირველმა არხმა თუ მოახერხა ამ ხალხის ჩაწერა აქ არ უნდა გაჭირდეს მათი მოძიება და გზის გამოკითხვა. საკმაოდ საინტერესო ჩანს, მით უმეტეს დასახლების ნაშთებიც ჩანს.

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 16:58
by Tamari-ch.
avtokh wrote:ჩვენმა ტელევიზიებმა ან ბეჭდვითმა მედიამ რატო არაფერი თქვა ამის შესახებ? მით უმეტეს ჟურნალისტი ხლებიათ თან. რუსეთის პირველმა არხმა თუ მოახერხა ამ ხალხის ჩაწერა აქ არ უნდა გაჭირდეს მათი მოძიება და გზის გამოკითხვა. საკმაოდ საინტერესო ჩანს, მით უმეტეს დასახლების ნაშთებიც ჩანს.
მეც ეგ გამიკვირდა

აქაცაა გოლიათებზე ფილმი

http://www.youtube.com/watch?v=Uy94rC-A ... re=related
თუმცა სხვაგან, ატენის ხეობაშიო...

ბორჯომის ხეობაში გოლიათებზე გაკვრით ითქვა ჩვენთან და მორჩა, მიიძინა მაგ ამბავმა...

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 17:24
by Hereti
და სად არის ზუსტად თუ არავინ არ იცის როგორ მივალთთთთ?

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 21:18
by Tamari-ch.
Hereti
ჯერ არ ვიცით, მაგრამ გავიგებთ....

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 22:23
by avtokh
საინტერესოაა. გამოდის ორ რეგიონში გვაქვს გოლიათთა კვალი? :)

გოლიათების ხეობა

Posted: 10 აპრ 2011, 23:44
by Tamari-ch.
მე ვფიქრობ რომ ზღაპრული დევების პროტოტიპები იყვნენ სწორედ ეს გოლიათები... ეტყობა რაღაც ხალხი იყო - აწ უკვე გადაშენებულნი...
მეტად მაღლები და დიდები ...

გოლიათების ხეობა

Posted: 11 აპრ 2011, 00:46
by Naia
როგორც ვიცი, ბორჯომის დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე ძალიან საინტერესო ნასახლარია. კავკასიკას ეცოდინება მაგ ნანგრევების შესახებ.

გოლიათების ხეობა

Posted: 11 აპრ 2011, 02:38
by დათო
კი მაგრამ, ამ ხალხს გოლიათებს რატომ უწოდებთ? გოლიათი ხომ ერთი ფილისტინელი მეომარი იყო, რომლის კარიერა თავში მოხვედრილმა ქვამ დაასრულა. :)

გოლიათების ხეობა

Posted: 11 აპრ 2011, 08:54
by Tamari-ch.
დათო wrote:კი მაგრამ, ამ ხალხს გოლიათებს რატომ უწოდებთ? გოლიათი ხომ ერთი ფილისტინელი მეომარი იყო, რომლის კარიერა თავში მოხვედრილმა ქვამ დაასრულა. :)
გოლიათები იყვნენ და იმიტომ
:)
ძვლების მიხედვით 2,5 მეტრი და შეიძლება მეტიც იყვნენ სიმაღლით...

კავკასიკას უნდა ვკითხოთ მართლაც, იქნებ იცოდეს რა ხეობაზეა საუბარი...

გოლიათების ხეობა

Posted: 11 აპრ 2011, 10:25
by meleksa
ვახტანგ გორგასალიც გოლიათი იყო, 2 და 40 :D

გოლიათების ხეობა

Posted: 11 აპრ 2011, 10:35
by Naia
meleksa wrote:ვახტანგ გორგასალიც გოლიათი იყო, 2 და 40 :D
დავით აღმაშენებელიც (გუშინ მისი საფლავის ნახვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში :)

გოლიათების ხეობა

Posted: 11 აპრ 2011, 10:37
by Tamari-ch.
Naia wrote:
meleksa wrote:ვახტანგ გორგასალიც გოლიათი იყო, 2 და 40 :D
დავით აღმაშენებელიც (გუშინ მისი საფლავის ნახვის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში :)
დავით აღმაშენებლის დედა ვინ იყო?
იქნებ მისი წინაპრები იყვნენ ამ მოდგმის?
;) :roll:


გიორგის მეუღლეზე, ელენე დედოფალზე, თითქმის არაფერია ცნობილი. XII საუკუნის დასაწყისში იგი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. გიორგის ერთადერთი ვაჟი – დავითი, შემდგომში საქართველოს მეფე გახდა. გიორგი მოესწრო შვილიშვილებსაც – თამარს, დემეტრეს და კატას.
http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_II_ ... ელოს_მეფე)
:?: