Page 1 of 2

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 09:24
by აცაბაცა
http://www.wikimapia.org/#lat=41.531198 ... 12&l=0&m=b


ხალხნო!! დღეს რაღაცას ვიქექებოდი ვიკი–ში და ეს საოცრება ვნახე!!! ინფორმაციები გვექნება დარწმუნებული ვარ!!!
მითხარით რამე უნდა წევიდე მანდანე მე!!!

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 10:11
by აცაბაცა
აი რა მოვძებნე კიდევ ვიკი–ში!!

ხიხანის ციხე, ხირხათის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, სხალთის ხეობის სათავეში, ხიხანის მთის ერთ-ერთ კალთაზე (ახლანდელი ხულოს რაიონის ტერიტორია). XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).

ციხეს გააჩნია ერთადერთი საცალფეხო მისასგომი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, თედო სახოკია ასე აგვიწერს ხიხანის ანუ ხირხათის ციხეს: ხირხათის ციხე წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივე კუთხივ მახლობელ კლიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკირის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმლების აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით ხუთი მაღალი კოშკი დგას, ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს, 1894წ. აქ ასულა გრაფინია უვაროვა. ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა, ციხეს ჰკონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმლები, ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია.

ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდ ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.

XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი. «სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკურად მარეობით ფაშობა წაართვა, ბოლოს ისე გათამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა და სიკვდილი მიუსაჯა. 1815 წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მის სიკვდილის დასასჯელად. წეს რომ სელიმმა გაიგო 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალიც შეიტანა და კარები შეიკეტა, მამუდ-ფაშამ 12000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ჯირში დაბანკდა. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სლიმ-ბეგი, მაგრამ ციხეს ვსრასგზით ვერ მიუდგა. ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: "შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო". მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მუჰამედის მიერ მოსყიდული იქნა და ციხის კარების გასარები მისცა... სელიმი ციხიდანგამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკეთდენ სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო.. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი , მისცეს ართი ოქრო და იმანც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც "სერი-ყანა" ჰქვიან. მერე ეს ცომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. ამ აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ 2 სთ.-ც არ გასულიყო რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: " თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცვალი მომგვარეო ". მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: '" ფირმანი რა უყავიო". სიკვდილის შემდეგ მოვიდაო _ რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო". და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო"»

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 10:26
by Naia
აცაბაცა
რა საინტერესოა... ხულოსთან ახლოს ყოფილა. მეც სიამოვნებით ვნახავდი

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 10:29
by Tami
Naia
რუკაზე რომ ვაჭერ ხიხანის ციხეზე, მიწერს რომ თურქეთია

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 10:44
by Naia
ნეტში დავძებნე და მოლაშქრე.გე ყოფილა მაგ მიმართულებით. ძალიან საინტერესო რეპორტაჟია, გირჩევთ დაათვალიეროთ.

http://molashqre.ge/index.php?showtopic=828&st=15

პს. ბეშუმის (მწვანე) ტბისკენ მიმავალ გზაზე კი გოგას მონიშნულ მარკირებას მიყვებიან :)

Tami
ხულოშია, მაგრამ საზღვართან ძალიან ახლოსაა

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 11:09
by აცაბაცა
ხოდა მეც ვძებნე და მაგ ვიკის უნდა ვუჩივლო..... ეხლა დავრეკე სასაზღვროში და ზუსტ პასუხს მეტყვიან, მაგრამ თუ მოლაშქრე იყო ე.ი. საქართველოა!

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 13:35
by burdiani
აცაბაცა


საქართველოა ულაპარაკოდ. ხალხია არის ნამყოფი :)
მე არ ვარ მთიან აჭარაში ნამყოფი და მეც დიდი სურვილი მაქვს მანდ მოხვედრის :)

ხიხანის ციხე

Posted: 18 მარ 2011, 14:17
by Nika
საქართველოშია. ვიკის რა უნდა უჩივლო შედი შენ თვითონ და დაარედაქტირე ან საზღვარი გადაიტანე ან კიდე ციხე გადმოიტანე (გააჩნია რომელია შეცდომით)
http://www.mygeorgia.ge/default.aspx?ma ... f3fd8d94a4

ხიხანის ციხე

Posted: 19 მარ 2011, 00:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
აცაბაცა
ბიჯოს, საქართველოა, საქართველო.
ციხე ძნ ცუდ მდგომარეობაშია.
თიბათვის ბოლომდე თოვლდიდობის გამო, მანდ ასვლას აზრი არა ქვს.
სა20არი ხედები იშლება ხიხიანის მთებიდან

ხიხანის ციხე

Posted: 19 მარ 2011, 13:36
by Holden
ზემო, მთიანი აჭარა ზოგადად ძალიან აუთვისებელია ქართველი ტურისტების მიერ, არადა ძალიან დიდ განძს ინახავს ეს კუთხე.

კარგი იქნებოდა, კარველებიც თუ გავაქტიურდებოდით ამ მხრივ.

ხიხანის ციხე

Posted: 19 მარ 2011, 14:21
by Naia
სხვათაშორის, იქ ისევ თოვლი იქნება. გუშინ დამირეკა ღორჯომელმა მეგობარმა და 2 მეტრამდეა თოვლიო

ხიხანის ციხე

Posted: 19 მარ 2011, 23:59
by ანააანო
მთიანი აჭარა როგორ მაინტერესებს :(

ხიხანის ციხე

Posted: 26 მარ 2011, 20:11
by leo1
მომიზიდა, მოვდივარ

ხიხანის ციხე

Posted: 11 აპრ 2011, 23:25
by Ledi
აცაბაცა wrote: ...სელიმი ციხიდანგამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკეთდენ სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო...

დიდი შეღავათი კია ღმერთმანი, 3 დღე რომ არ დაგაძინებენ.
შენთვის სიკეთე გვინდა, იმიტომ არ გაძინებთ თავის მოკვეთისას ტანჯვა რომ არ იგრძნოო.
მაგას არ ჯობდა პირდაპირ თავი მოეკვეთათ?!
რა ვიცი, რა ვიცი.............

ხიხანის ციხე

Posted: 13 აპრ 2011, 22:41
by leo1
კარგი ჰაზრია!!!