Page 1 of 1

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 17 თებ 2011, 14:54
by ZVIOSULI
შიძლება მანდ ასვლა, კოცონი, და წამოგორება და აშ, თუ აკრძალულია?

ვინ იცით?

არის რამე კაი ადგილები წყაროებით და ეგეთებით?

გზები მარშუტები

მოკლე დადეთ ინფო!

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 17 თებ 2011, 15:18
by ლეონტი
საგურამოს ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტყის შენარჩუნება და მის ბინადართა დაცვა, მათ შორის ისეთი იშვიათი სახეობების, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.
ფოცხვერს პირისპირ შევხვედრივარ, ფრიად უსიამოვნო შეხვედრაა, გამოგიტყდებით, მაშინ როცა ყოყმანობს დაგესხას თუ გაიქცეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ცეცხლის დანთება აკრძალულია, რადგან ხანძარსაშიში უწყლო ადგილებია.
თუ დაგადგენ იარაღიანები უსიამოვნება გექნება, ისევ ჩუმათ სიარული და ფოცხვერის შეხვედრა ჯობია.

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 18 თებ 2011, 14:40
by ლეონტი
და აქვე, მინდა შენ დასმულ კითხვას პასუხი გავცე, რომელსაც არავინ არ პასუხობს:
"თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?! "
- ფულიანები.

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 18 თებ 2011, 14:54
by qvevri
ZVIOSULI
ლეონტი
საგურამოს ნაკრძალში ექსპრეზიდენტ და ამავდროულად დედაარღნიან შევარდნაძის დროს ნებადართული იყო ნადირობაც (მათშორის არასანადირო სეზონის დროს) და დენით თევზაობაც. გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ნებისმიერს შეეძლო იქ შესვლა და ნადირ-ფრინველების ხოცვა-ჟლეტა და თევზის ჟუჟვა.

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 18 თებ 2011, 15:07
by qvevri
ლეონტი wrote:საგურამოს ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტყის შენარჩუნება და მის ბინადართა დაცვა, მათ შორის ისეთი იშვიათი სახეობების, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.
ფოცხვერს პირისპირ შევხვედრივარ, ფრიად უსიამოვნო შეხვედრაა, გამოგიტყდებით, მაშინ როცა ყოყმანობს დაგესხას თუ გაიქცეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ცეცხლის დანთება აკრძალულია, რადგან ხანძარსაშიში უწყლო ადგილებია.
თუ დაგადგენ იარაღიანები უსიამოვნება გექნება, ისევ ჩუმათ სიარული და ფოცხვერის შეხვედრა ჯობია.
ეგ ისტორია მეც მახსოვს რომ მიყვებოდი, მაგრამ მაშინ, შენ როგორც მითხარი, ვეფხვი შეგხვდა და თანაც მშიერი და აქ ფოცხვერს რატომ ახსენებ? ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება...
არადა, როგორც კი დაინახა ეგრევე ყელში ეტაკა თურმე და საბრალო ვეფხვს თავისი და-ძმები რომ არ წამოშველებოდნენ და გამხეცკბილებული ლეონტისათვის არ გამოეღლიტათ ხელებიდან ალბათ მოახრჩობდა კიდეც...
ამ ყველაფერზე სამასი წლის შემდეგ პოემაც კი შეიქმნა სათAურით: "ნაკრძალვეფხვბრძოლტყაოსანი". მე ამას წინათ წავიკითხე და ძალიან მომეწონა.

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 18 თებ 2011, 15:23
by ლეონტი
მოიცა მეგობარო, ეს შენთან სტუმრად რომ ვიყავი და განსხვავებულებით რო გამატიალე (ცნობილი დიმედროლიანი) ღვინით. მტერს რომ შეიბრალებს კაცი და არ დაალევინებს, ისეთით და მერე რომ მოგიყევი იმას ამბობ?

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 18 თებ 2011, 15:26
by qvevri
ლეონტი wrote:მოიცა მეგობარო, ეს შენთან სტუმრად რომ ვიყავი და განსხვავებულებით რო გამატიალე (ცნობილი დიმედროლიანი) ღვინით. მტერს რომ შეიბრალებს კაცი და არ დაალევინებს, ისეთით და მერე რომ მოგიყევი იმას ამბობ?
კი, სწორედ იმას ვამბობ :!:

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 20 თებ 2011, 11:41
by kvashta
საგურამოს ნაკძალზე რომელზე ამბობთ ცყალსაცავები რო არის მანდ?მანდაც არის წყაროები და კიდე ერთი ორი ადგილი ვიცი სადაც არის წყარო.ადრე ტყეში ნასახლარებსაც წავაწყდი

საგურამოს ნაკრძალი

Posted: 21 თებ 2011, 13:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნამყოფები ვართ.
2008ში ზედაზენზე სწორედ საგურამოს დაცული ტერიტორიიდან ავედით.
:კარავზე: თემაც არის.
აქ არის შეჯვარებული ხეებიც, ლამაზია.
რამდენიმე ფოტო დადებული მაქვს :ჩემი შემოდგომის შემოდგომაში:
ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ნაკრძალია