ტაშისკარის ბავშვთა სახლი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by Wanderer » 07 თებ 2011, 17:24

ჩემო ძვირფასო კარაველებო, ახლახანს ერთ–ერთ ჩემს მეგობარს შეხება ჰქონდა ტაშისკარის ბავშვთა სახლთან. ხოდა შეძრწუნებულია იქ არსებული მდგომარეობით. როგორც მოყვა ამ ბავშვთა სახლის ბავშვები არიან უკიდურეს გაჭირვებაში. არ აქვთ საწოლები, ვერ თბებიან, იკვებებიან ძალიან ცუდად. სულ 16 ბავშვია...

ჩემს მეგობარს ძალიან სურს რომ დაეხმაროს იმ ბავშვებს, მაგრამ თითქმის მარტოა... ხოდა ვიფიქრე რომ იქნებ კარველები დავხმარებოდით ამ ბავშვებს რამენაირად? :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 07 თებ 2011, 17:45

რათქმაუნდა ჩვენ ეს შეგვიძლია... .თანაც ვფიქრობ ძალიან კარგად გამოგვდის.ყველანი ერად, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ!

იქნებ უფრო კონკრეტულად ჩამოწერო რა ესაჭიროებათ და ამ საჭიროებათაგან რომელია პირველი რიგის, რა ასაკის ბავშვები არიან და ა.შ.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by lama » 07 თებ 2011, 18:13

Wanderer
ტაშისკარში მეც ვიყავი ამ რამოდენიმე წლის წინ და დაგეთანხმები
იქაურ ბავშვებს ძალიან უჭირთ !!!

მოვიფიქროთ რითი და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და
გავაკეთოთ კიდევ ერთი კეთილი საქმე !
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by ნინი_85 » 07 თებ 2011, 19:44

Wanderer

დიდი ხანია ბავშვთა სახლები არ მოგვინახულებია... ბავშვთა ფონდიში არი გარკვეული თანხა რომელიც ვფიქრომ საკმარისი იქნება ტაშისკარის ბავშვებისთვი გარკვეული დახმარების გასაწევად.
მეგობარს შეუძლია დაგვიკავშირდეს რათა ერთად გავუკეთოთ ორგანიზება კეთილ საქმეს :)
მეაც გავთუშდ მეაც!

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by t.d » 07 თებ 2011, 19:48

ტაშისკარში მეც 3 ჯერ ვარ ნამყოფი და ერთერთი იქ მისვლის მერე დავრწმუნდი რო ამღზრდელები არ უვარგა,
მაპატიეთ ასეთი პირდაპირბით მაგრამ დარწმუნებული ვარ რო 3 წლის წინ იყვნენ ძალიან ცუდი კოლეკტივი, აქ ვერ დავწერ რა მოხდა მაგრამ თვითონ შევესწარი ამ ფაკტს.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by t.d » 07 თებ 2011, 19:49

::
Last edited by t.d on 07 თებ 2011, 21:34, edited 2 times in total.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by ნინი_85 » 07 თებ 2011, 19:52

t.d

მშვენიერი იდეაა თემო!!! შარშან ვიყავით კარველები და ძალიან მოგვეწონენ ბავშვებიც და აღმზრდელებიც, ასე რომ მე მოვდივარ
:D
მეაც გავთუშდ მეაც!

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by t.d » 07 თებ 2011, 20:06

::
Last edited by t.d on 07 თებ 2011, 21:33, edited 2 times in total.

User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by karavi87 » 07 თებ 2011, 20:18

იქნებ გახსნათ თემა აქტივობის სხვა საეხობაში და დავსახოთ კონკრეტული გეგმა, ჩემს მეგობრებს აქვთ გახსნილი ფონდი სადაც ადამიანები სურვილისამებრ რიცხავენ თანხას, ეს ფონდი ყოველი თვის ბოლოს შეგროვილი თანხით აწყობს სხვადასხვა აქციას გაჭირვებულთა დასახმარებლად. შემიძლია ვუთხრა და ისინიც დიდი სიამოვნებით მიიღებენ ამ დახმარების აქციაში მონაწილეობას.
მოგზაურობა

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by t.d » 07 თებ 2011, 20:42

::
Last edited by t.d on 07 თებ 2011, 21:33, edited 1 time in total.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 07 თებ 2011, 21:23

t.d


ამ კონკრეტულ თემაში როგორც მივხვდი ტაშისკარის ბავშვთა სახლზეა საუბარი. ის ფაქტი რომ აღმზრდელები არ უვარგათ, არ ნიშნავს იმას რომ იქ არ უნდა წავიდეთ და ბავშვებს არ დავეხმაროთ, მხარში არ დავუდგეთ.

დუშეთის ბავშვთა სახლს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ეს ბავშვთა სახლი... სხვანაირი სიყვარული მაქვს იქაურობის,მაგრამ ამის შესახებ ძალიან გთხოვ თემა გახსენი ცალკე და ყოველ ამ თემაში შემომსვლელს ნუ დაპატიჟებ იქით. უბრალოდ ნუ ავურევთ ერთმანეთში სხვადასხვა საქმეს.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by t.d » 07 თებ 2011, 21:32

anano
მე არ მითქვამს რო არ უნდა წავიდეთ დაშისკარში ის ავღნიშნე რაც იქ ხდება,
წავშლი ჩემს პოსტებს თუ არა მოსაწონი მაგრამ ვფიქრობ ჩემს პოსტებში არ იყო ცუდი არაფერი, ბოდიშით.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by Wanderer » 07 თებ 2011, 22:01

მეგობრებო, ეს ყველაფერი ჯერ ჩანასახის დონეზეა. ამიტომ მოდით ამ თემაში ჯერჯერობით "ჩამოვყაროთ" იდეები თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მაგ ბავშვთა სახლს ისე, რომ ეს არ იყოს რაღაც ერთჯერადი კუკუ დახმარება, რითაც ბავშვები დიდ ვერაფერ შვებას ვერ იგრძნობენ...

მაგალითად: ზემოთ დავწერე საწოლები არ აქვთ მეთქი. ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ ვიღაცას თუ აქვს რამე(თუნდაც დანჯღრეული) საწოლი და რაღაცნაირად მივაწვდით იმ ბავშვებს - საქმე გაკეთდება. შეიძლება გასაშლელმა საწოლებმაც იმუშაოს. კიდევ თუ რამე იდეა წამოვა - დაწერეთ.

karavi87
საინტერესოა! შენი მეგობრები და მათი ფონდიც დავიხმაროთ.

anano
ბავშვები სხვადასხვა ასაკისანი არიან მანდ. თუ რა უჭირთ პირველ პოსტში დავწერე. პრინციპში უჭირთ ყველაფერი გარდა წიგნებისა. წიგნები აქვთ. :)

t.d
ჩემი აზრით, არ ქენი კარგი რომ პოსტები წაშალე... :( სიმართლე ხანდახან არაა სასიამოვნო, მაგრამ ამისთვის იგი არ უნდა უკუვაგდოთ. კარგს იზამ თუ PM-ში მაინც მომწერ რა ხდება მანდ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by anano » 07 თებ 2011, 22:59

t.d

საბოდიშო არაფერია და არც პოსტები უნდა წაგეშალა...

Wanderer
სხვადასხვა ასაკის 1-16 წელი შეიძლება იყოს. ეგებ ტანსაცმელი, სათამაშოებიც წავუღოთ, ამიტომ უნდა გავიგოთ ზუსტი ასაკი.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტაშისკარის ბავშვთა სახლი

Post by Wanderer » 07 თებ 2011, 23:15

anano
გავარკვიე უფრო ზუსტად. სკოლის ასაკისები არიან. სადღაც 7-დან 16 წლამდე.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]