Page 1 of 1

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 15 იან 2011, 21:22
by mtvare
გამარჯობათ.. შეგიძლიათ ვინმემ მირჩიოთ როგორ ვიმგოზაურო ან ინდოეთში, ან ტიბეტში ან ნეპალში.. გაზაფხულისკენ მიდნა ამ ადგილებიდან ერთ-ერთში სადაც ყველზე ემტად შესაზლებელია რომ მინიმალური ხარჯებით და დიდი თავგადასავლით მოვინახულო.. მინდა რომ ავტო სტოპით ვიარო მაგრამ ეს შესაზლებელია თუ არა ან თვითონ იმ ქვეყნებიდან რომელიმეში ან იკამდე მისაღწევად. ან რა გზები არსებობს რომ შემომაშველოთ იდეები და მირჩიოთ რამე კარგი

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 15 იან 2011, 21:59
by ARCHILI
რჩევა 1.

იდეა შესანიშნავად ჟღერს და ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც დაფიქრდი.



:)

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 16 იან 2011, 00:15
by nagli33
mtvare
შუძლებელი არაფერია. იდეა მაგარია.
PS თუ სწორედ მახსოვს, ერთი შვედი ალპინისტი, ევროპიდან ტიბეტში ველოსიპედით ჩავიდა, ევერესტზე ჟანგბადის ბალონის გარეშე ავიდა მარტო, იქ დაკარგული ალპინისტების სამაშველო ოპერაციაშიც მიიღო მ აწილეობა როგორც მოხალისემ, და სახლში ისევ ველოსიპედით გაბრუნდა

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 16 იან 2011, 02:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქართველოდან აზიაში წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გასავლელი ქვეყნების ვიზები გაქვს.
ანდაც, ჩახვიდე რომელიმე ქვეყანაში და ადგილზე იმოძრაო.
ინდოეთში ეს საქმე ადვილიცაა და რთულიც.
დიდი ქვეყანაა და არც ქუჩის ჰიგიენითაა გამორჩეული.
თან, გზებზე ყაჩაღობაა.
ადვილია, რადგან მანქანაც ბევრია, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იაფია და მძღოლებიც კეთილგნწყობილნი არიან.
ყველაზე მოხერხებულია აზიის იმ ქვეყნებში მოგზაურობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს 30-45 დღის ფარგლებში ვიზა არ სჭირდებათ.
მალაიაზია, შრი-ლანკა, მალდივის კუნძულები, მონღოლეთი, ირანი (2011ის 26 აპნისიდან), სინგაპური (4 დღე უვიზოდ), შუა აზიის ქვეყნები.
თუ ვინმეს დასჭირდება, გეზის შედგენაში დავეხმარები.

ჩინეთი-ფილიპინების ვიზები საქართველოში კეთდება, ტაილანდი-ინდოეთის - სომხეთში და ა.შ

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 17 იან 2011, 16:42
by optimisti
mtvare wrote:გამარჯობათ.. შეგიძლიათ ვინმემ მირჩიოთ როგორ ვიმგოზაურო ან ინდოეთში, ან ტიბეტში ან ნეპალში.. გაზაფხულისკენ მიდნა ამ ადგილებიდან ერთ-ერთში სადაც ყველზე ემტად შესაზლებელია რომ მინიმალური ხარჯებით და დიდი თავგადასავლით მოვინახულო.. მინდა რომ ავტო სტოპით ვიარო მაგრამ ეს შესაზლებელია თუ არა ან თვითონ იმ ქვეყნებიდან რომელიმეში ან იკამდე მისაღწევად. ან რა გზები არსებობს რომ შემომაშველოთ იდეები და მირჩიოთ რამე კარგი
გასულ ზაფხულს ჩემი ნაცნობი პოლონელი წყვილი, რომლებიც საქართველომდე ავტოსტოპით ჩამოვიდნენ (ამ საქმეში დიდი გამოცდილების მქონენი არიან), ავტოსტოპითვე გაემგზავრა ინდოეთში სომხეთ-ირანის გზით მაგრამ პაკისტანის გადაკვეთა ხმელეთით მაინც ვერ გარისკეს დიდი საფრთხის გამო და შირაზიდანდელიში თვითმფრინავით ჩავიდნენ. ალბათ ესარის აქედან ინდოეთამდე ყველაზე მოკლე და იაფი გზა.

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 17 იან 2011, 18:04
by დათო
mtvare

ირანის გზით ინდოეთამდე არაა მიზანშეწონილი ავტოსტოპით სიარული, რადგან ირან-პაკისტანის საზღვრისპირა რაიონები (რომლებსაც ბელუჯისტანი ჰქვია) დაძაბული ვითარებით გამოირჩევიან.

optimisti
პოლონელი წყვილი, რომლებიც საქართველომდე ავტოსტოპით ჩამოვიდნენ (ამ საქმეში დიდი გამოცდილების მქონენი არიან), ავტოსტოპითვე გაემგზავრა ინდოეთში სომხეთ-ირანის გზით მაგრამ პაკისტანის გადაკვეთა ხმელეთით მაინც ვერ გარისკეს დიდი საფრთხის გამო და შირაზიდანდელიში თვითმფრინავით ჩავიდნენ.
ძალიან სწორედ მოქცეულან.

აზიისკენ ,,ავტო სტოპით''..

Posted: 17 იან 2011, 22:07
by mtvare
მადლობთ.. ანუ ირანამდე შესაზლებელია და მერე თუ რამე მეც გადავფრინდები .. იქიდან მემგონი იმდენად ძვირი აგარ იქნება..