Page 1 of 1
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 07 დეკ 2010, 13:37
by leo1
ზამთარი მოდის!!! დათოვლილი ბილიკები, ეკლესიები და ციხეები სულ სხვანაირი სასიამოვნო სანახავია და სასიარულოა - თუ გინდ ბევრჯერ ვიყოთ ნამყოფები. დათოვლილ მდგომარეობაში შეიძლება ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინოთ და აღვბეჭდოთ რასაც სხვა დროს ვერ ვნახავთ!!!
ეს თემა არ არის რომელიმე ერთ დროს ან ეკლესია-ციხე სიმაგრეს მიბმული.
ჩემი იდეა იყო დაგვედო ვის რა კაი-კაი ადგილები მოგაფიქრდებათ და უკვე დიდი თოვლი რომ მოვა - აგვერჩია და გაგვეხორციელებია. ერთი იდეა უკვე დავდე - ფიტარეთი თოვლში - სადაც ვიყავით 1 კვირის წინ და ვთქვით რომ ზამთარშიც არაჩვეულებრივი სასიარულო-სანახავი იქნებოდა.
მოკლედ - იქნებ დავყოთ იდეები 2 ჯგუფად:
ა) შედარებით მაღალი ალტიტუდის იდეები - იქ სადაც მთელი ზამთარი თოვლია (მაგ. კლდეკარი ან სნო) და ნებისმიერ დროს მოხერხდება გასლვა
ბ) დაბალი ალტიტუდის იდეები - იქ სადაც კაი თოვლის მოსვლას უნდა ვუმეთვალყუროთ.
შეიძლება 1 დღიანები, 2 დღიანები და ა. შ. თუ რომელიმე გასლვა ეკლესიის დღესასწაულს დაემთხვევა- ხომ მთლად უკეთესი.
აუცილებელია წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი. საინტერესო იქნება თუ კარავში თოვლში ღამის გათევა მოხერხდება - რაც ტექნიკურად ცოტა რთულია. მთლად კარგი იქნება ჯიპებით - უფრო ლამაზ ადგილებამდე მივალთ.
ალბათ კარგი იქნება რომ ზომიერად იყოს ფეხით და მანქანით სასიარულოს შეფარდება. გავითვალისწინოთ ისიც რომ ზამთარში მანქანა ყველა გზაზე ვერ მიდის: მაგალითად: თუ გუდარეხში ადრე სოფლიდან მივდიოდით ფეხით - ეხლა ალგეთიდან შეიძლება მოგვიწიოს (რასაც თავისთავად კარგი ზამთრის მუღამი აქვს)
აბა კარველებო!!! წამოვიდა იდეები!!!!!!
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 07 დეკ 2010, 17:36
by keto
leo1
26 დეკემბრის ქოზიფას ჯიპ-ტურისთვის შეინახე თავი და მანქანა

იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 07 დეკ 2010, 18:01
by Wanderer
leo1
ერთი იდეა: იგივე გზის გავლა რაც კვირას გავიარეთ. ანუ გომბორის გზით კახეთის ძეგლების მონახულება. რომლებსაც შევძლებთ.
მეორე იდეა: ბორჯომი. ეს ფაქტიურად იდეების კრებულია. უამრავი ვარიაცია შეიძლება.
საინტერესო იქნება თუ კარავში თოვლში ღამის გათევა მოხერხდება - რაც ტექნიკურად ცოტა რთულია.
არა მგონია ეგ რომ მოხერხდეს. უმჯობესია თუ წინასწარ გავითვალისწინებთ მიტოვებულ სახლებს თუ ქოხებს, რომლებიც გზაზე შეგვხვდება. შესაძლებელია სასტუმროში ღამის გათევაც.
მაგ დროს მოსახერხებელი იქნება მზისმაგვარი სქემით მოქმედება. ანუ როდესაც ცენტრში არის თავშესაფარი და სხვადასხვა მხარეს აკეთებ გასვლებს. ყოველ დღე ბრუნდები თავშესაფარში, ათევ ღამეს და მეორე დღეს მიდიხარ სხვა მხარეს.
P.S. მე მომხრე ვარ, რომ ასეთი გასვლების დროს საკმაოდ ბევრი იყოს ფეხით სასიარულო. თოვლში ფეხით სიარულს არაფერი სჯობია.

იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 09 დეკ 2010, 01:17
by leo1
მაშ ასე:::
უკვე გამოიკვეთა Wanderer -ის მეშვეობით რამდენიმე იდეა. მოდით- იდეები ცოტა დავაზუსტოთ და ახალი იდეები ასევე ნომრით ჩავყაროთ კიდობანში:
იდეა #1 (Wanderer)
კახეთის ძეგლების მონახულება - (არამუდმივი თოვლით)
ვინაიდან დღე მოკლეა შეიძლება მონახულების ცენტრად მივიჩნიოთ თელავი. კარგი კახელი კაცის ოჯახური სასტუმრო ვიცი სადაც საძილეებითაც გაგვაჩერებენ და კაი დროსაც გაგვატარებინებენ. ვინაიდან კახეთი ძირითადად დაბლობია უმჯობესია კარგ თოვლს დაველოდოთ ან გავყოთ იდეა ცოტა მაღალმთიან და დაბლობიან იდეებად.
მოსანახულებელი ადგილების მიახლოებითი სია: გრემი, იყალთო, კვეტერა, ნეკრესი, შუამთა დაა.შ. (თუ ამ სიას კიდევ გაამდიდრებთ ხომ მთლა უკეთესი). მარშრუტი შეიძლება წრიული - მაგალითად, წავლთ თიანეთიდან და ჩამოვალთ გომბორით.
იდეა #2 (Wanderer)
ბორჯომის ირგვლივ (მუდმივი თოვლით)
ამიდეის უპირატესობა ისაა რომ თოვლი სულ არის და დროიუს მიხედვით ნაკლებად ვიზღუდებით.
ღამის გასათენებელი მოსაძებნი იქნება
მოსანახულებელი ადგილები: დაბის ეკლესია, კიმოთისუბანი, თორის სოფელი, დაბაძველი, (დანარჩენი დაამატეთ)
მაშ ასე: გრძელი გამეორებები რომ არ გამოვიდეს - იდეები დაამატეთ ტითო-თითო სათაურების ძირითადი სიის გადაწერით. სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
იდეა1 - კახეთი
იდეა 2 - ბორჯომი
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 09 დეკ 2010, 01:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
leo1
წავიდეთ, წავიდეთ.
თოვლი რომ მოვა, მიმართულებები უფრო ადვილად გამოიკვეთება.
ძნ მინდა თოვლიანი ვაშლოვანის ნახვა.
თოვლიანი სვანეთი კი, ჩემი სისუსტეა...
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 09 დეკ 2010, 09:41
by Naia
რა მაგარი იდეაა! თან ზამთრის წყალგაუმტარი ფეხსაცმელი უკვე მაქვს!
ახლა მთავარია თოვლი მოვიდეს

იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 09 დეკ 2010, 10:12
by leo1
კიდევ 2 იდეა მოგვემატა:
იდეა#3:თოვლიანი ვაშლოვანი (GAMARJOBA SAKARTVELO) - არამუდმივი თოვლით
სავარაუდოდ შეიძლება გაკეთდეს 2 ან 3 დღიანი, აუცილებლად 4X4 მანქნებითა, თანაც ეხლანდელი შემოდგომის გასვლისგან განსხვავებით 2-3 ჯალამბარიანი მანქანა მაინც გვინდა რომ თოვლში არ ჩავრჩეთ - ისე - ჯობია წინასწარი კონსულტაცია ზამთარში მოძრაობაზე პარკის მეგზურთანაც გავიაროთ .
იდეა#4: თოვლიანი სვანეთი (GAMARJOBA SAKARTVELO) - მუდმივი თოვლით
სვანეთში იმდენია სანახავი რომ ბევრნაირი მოხილვა-მოგზაურობა არის შესაძლებელი. ერთ-ერთი უკვე დევს - ახალი წელი. ასევე შეიძლება - სათხილამურო ტური, ეკლესიების და კოშკების მოხილვა ან თუნდაც ლამაზი პეიზაჟები და ა.შ.
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 09 დეკ 2010, 10:13
by leo1
შემოსული იდეები:
მაშ ასე: გრძელი გამეორებები რომ არ გამოვიდეს - იდეები დაამატეთ ტითო-თითო სათაურების ძირითადი სიის გადაწერით. სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
იდეა1 - კახეთი
იდეა 2 - ბორჯომის ირგვლივ
იდეა 3 - დათოვლილი ვაშლოვანი
იდეა 4 - თოვლიანი სვანეთი
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 21 თებ 2011, 13:58
by Tami
leo1
აბა გამოაცოცხლე თემა, ახლაა კარგი დროა დათოვლილი ძეგლების სანახავად, თორემ მერე ხომ იცი, მალე დადნება.
თოვლიანი ფიტარეთის იდეა მომწონს ძალიან.
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 21 თებ 2011, 14:08
by meleksa
კახეთში კარგი თოვლია, ზუსტად ახლაა შესაფერისი დრო თოვლიანიმკახეთის სანახავდ თორე მალე დადნება თოვლი

იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 22 თებ 2011, 00:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიამოვნებით ვნახავდი ბევრ დათოვლილ ძეგლს
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 22 თებ 2011, 09:45
by Tami
გუშინ საინფორმაციოებმა დათოვლილი სვანეთი და ლამპრობა აჩვენეს და მომინდა

იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 23 თებ 2011, 01:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tami wrote:გუშინ საინფორმაციოებმა დათოვლილი სვანეთი და ლამპრობა აჩვენეს და მომინდა

შენი გულისა, კგ იყო.
ისეთი თაშმიჯაბი ჰქონდათ, ენას გაიწკლაპუნებდი.
100 ლამპარი ენთო, :რიჰო: მღეროდა და ეს ყველაფერი ჰაწვალის საბაგიროსთან ხდებოდა
იდეების შეკრება - დათოვლილი ძეგლების გასვლები
Posted: 23 თებ 2011, 10:01
by Tami
სვანეთში იყავი გოგა??
კარგია კარგი თაშმიჯაბი
