ნეპალი 2011 აპრილში
Posted: 01 დეკ 2010, 12:00
მოკლედ ეს მიახლოებითი მონახაზია"თრეწველთაიმი" ტურ სააგენტოსი, მაგრამ შეიძლება ცვლილებები შევიტანოთ გეგმაში და ტიბეტშიც გადავიდეთ.
დაახლოებითი ღირებულება 1700 USD
დღე 1 – დახვედრა კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. საღამოს კატმანდუს დურბარის მოედნის (ცოცხალი ქალღმერთი კუმარი დევის რეზიდენცია) დათვალიერება. ...
დღე 2 – ბოუდანატის (ნეპალის მთავარი ბუდისტური ტაძარი და ტიბეტური დიასპორის ცენტრი; აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ტიბეტელ ბერებს) და პაშუპატინატის (ნეპალის ყვეალზე მნიშვნელოვანი ინდუისტური ტაძარი; ადგილი სადაც ხდება კრემაციები და სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ ნამდვილ იოგებსა და ფაკირებს) დათვალიერება.
დღე 3 - 2000 წლოვანი სვაიამბჰუს, ე.წ. მაიმუნების, ბუდისტური ტაძრის და კატმანდუსთან ახლო მდებარე ანტიკური ქალაქი პატანის (ხელნაკეთობების ცენტრი) დათვალიერება. ავტობუსით მგზავრობა და დარჩენა კატმანდუდან 32 კმ-ით დაშორებულ საკურორტო სოფელ ნაგარკოტში.
დღე 4 - სოფელი ნაგარკოტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს; ადრე დილით შეგიძლიათ დატკბეთ ამომავალი მზით განათებული ჰიმალაის მთების, მათ შორის ევერესტის, ხედით. დღის მეორე ნახევარში ანტიკური ქალაქი-მუზეუმი ბჰაკტაპური (ადგილი, რომლის არქიტექტურა და გარემო ძველ დროში მოგზაურობის განცდას გაგიჩენთ; აღნიშნული თვისებების გამო ბერტოლუჩიმ ფილმი ‘პატარა ბუდა’ სწორედ აქ გადაიღო).
დღე 5 - 4-5 სთ მგზავრობა ავტობუსით ნეპალის სამხრეთით მდებარე ჩიტუანის ეროვნულ პარკში. საღამოს ადგილობრივი გიდის ინსტრუქცია ჩიტუანის ჯუნგლების ცხოველებთან დაკავშირებით.
დღე 6 - სპილოთი გასეირნება ჯუნგლებში, სადაც ბენგალურ ვეფხვთან და განგის დელფინთან ერთად მარტორქებსაც შეხვდებით. საღამოს ადგილობრივი თარუს ტომი წარმოგიდგენთ საცეკვავო ნომერს.
დღე 7 - დაბრუნება კატმანდუში. თავისუფალი დღე.
დღე 8 - ტრანსფერი კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტში.
ტურის ღირებულებაში შედის:
1. მგზავრობა (თბილისი-კატმანდუ და უკან).
2. ტრანსფერი.
3. ტრანსპორტი (კონდიციონერიანი მინივენი ან ავტობუსი მთელი ტურის განმავლობაში)
4. სამვარსკვლავიანი სასტუმრო საუზმით.
5. გიდი.
6. ღირშესანიშნაობების დასათვალიერებელი და ნაკრძალში შესასვლელი ხარჯები.
7. ორდღიანი სპილო-ტური ჯუნგლებში.
8. სამოგზაურო დაზღვევა. დამატებითი საფასურის 200 დოლარის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია თვითმფრინავით ევერესტის თავზე გადაფრენის ორგანიზება.
მოკლედ აქ ვისაც შეგიძლიათ შემოგვთავაზეთ იდეები, მე ვფიქრობ რომ ერთი კვირით წასვლა არ ღირს, რადგან მოგზაურობის უდიდესი თანხა მიაქვს მგზავრობას (თვითმფრინავს), ამიტომ ჯობია გეგმა კარგად დავხვეწოთ და ორი კვირით წავიდეთ, თან მაქსიმალურად ბევრი რამ ვნახოთ.
ველი გამოხმაურებას.