Page 1 of 1

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 17:11
by nagli33
1. რეგიონი: საქართველო. შიდა ქართლი. კასპის რაიონი

2. მარშუტის დასახელება: გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე: რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება ?????

6. მონაწილეთა რაოდენობა ??????

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: სოფ. გუდალეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისი-გუდალეთი 75 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: გუდალეთიდან ვარჯაანის ნასოფლარამდე 6 კმ და ვარჯაანიდან ქსილისის მთაზე სავარაუდოდ 7 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: სოფ. ვარჯაანში მთავარანგელოზის ეკლესია

12. საბანაკე ადგილები: ვარჯაანში. კარავი თუ არ გაქვთ რა პრობლემაა, მთელი სოფელი ცარიელია, რომელი სახლიც მოგეწონებათ იქ იცხოვრეთ :)

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: უხვად

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარება

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: 4ვე დროს

16. რისკები, საფრთხეები: გარეულ ცხოველებთან შემთხვევითი შემოფეთება :)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
:
კავთისხევის გარშემო 15მდე ეკლესიაა,

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: იდეალური ადგილია ჯიპტურისთვის, მხოლოდ პროფესიონალებისთვის

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი ყველგან იჭერს


20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: 10

23. სასარგებლო ბმულები: სამწუხაროდ გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა, ესეთი გასვლა ჯერ არ ყოფილა კარავზე. ყოველშემთხვევაში მე ვერ ვნახე ვერსად

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 17:18
by nagli33
გასვლის სავარაუდო და ბოლო შანსია 27 ან 28 ნოემბერი, მერე მოთოვს და შეუძლებელია ამ მარშუტის გავლა

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 17:24
by nagli33
Image

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 17:36
by nagli33
ქსილის მთიდან იშლება ულამაზესი ხედები. უღრუბლო ამინდში ჩანს კავკასიონი მთლიანად, ნატახტარი, მცხეთა, სამხრეთით კი მანგლისი
მთა დაახლოებით 2000 მეტრამდეა

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 20:57
by nagli33
Image

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 22:49
by teo-
დიდი შანსია წამოვიდე

ლაშქრობა მომენატრაა

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 23:41
by Naia
nagli33
საინტერესო მარშრუტია. გუდალეთში გქონდა კარვული გასვლა (უფრო სწორად, ჯიპტური), მაგრამ ვარჯაანსა და ქსილის მთაზე არ ავსულვართ. ახლომახლო კიდევ არის საინტერესო ადგილები და იქნებ ეს თემა რამეში გამოგადგეთ, http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 773#328773

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 24 ნოე 2010, 23:48
by teo-
nagli33 wrote:ქსილის მთიდან იშლება ულამაზესი ხედები. უღრუბლო ამინდში ჩანს კავკასიონი მთლიანად, ნატახტარი, მცხეთა, სამხრეთით კი მანგლისი
მთა დაახლოებით 2000 მეტრამდეა
ცოტა თოვლს ხო არ დაველოდოთ? უფრო წაუექსტრემალურებს

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 15:16
by nagli33
Naia wrote:nagli33
საინტერესო მარშრუტია. გუდალეთში გქონდა კარვული გასვლა (უფრო სწორად, ჯიპტური), მაგრამ ვარჯაანსა და ქსილის მთაზე არ ავსულვართ. ახლომახლო კიდევ არის საინტერესო ადგილები და იქნებ ეს თემა რამეში გამოგადგეთ, http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 773#328773
ეს თემა ვიცი დავათვალიერე უკვე :) მართლაც ბევრია საინტერესო ადგილები და ძეგლები. :) მაგრამ ეხლა მინდა რომ გავაგრძელო ეს მარშუტი და უფრო ზემოთ ავიდე.
ვარჯაანში არის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ტყეშია ჩაფლული.

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 15:19
by nagli33
ნასოფლარი ვარჯაანი და მთავარანგელოზის ეკლესია – მდებარეობს სოფლის სამხრეთით 4კმ-ზე.
ნასოფლარზე დადასტურდა ოთხი ქრონოლოგიური ფენა. თიხის ჭურჭლის ნამტვრევები ანტიკური და ადრინდელი ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. განვითარების ფეოდალური ხანისაა მთავარანგელოზის ეკლესია და სამაროვანი გვიან ფეოდალური ხანისაა-უინვენტარო ქვაყუთი რომელშიც ადამიანის ჩონჩხი ესვენა. მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო და დიდი ზომის ნაგები ქვით,გამოყენებულია ქვიშაქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა.
ეკლესიაში ყოფილა მოჩუქურთმებული ხის კანკელი. სამხეთის კედელში ორი სარკმელია.ეკლესია შელესილი და მოხატული ყოფილა.
აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელის ზემოთ ჩასმულია ცისფერი ტუფის ფილა. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთით ჰქონია მინაშენი,რასაც შესასვლელი სამხრეთით აქვს. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ქვის ოთკუთხედი გალავანი

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 15:25
by nagli33
teo- wrote:
nagli33 wrote:ქსილის მთიდან იშლება ულამაზესი ხედები. უღრუბლო ამინდში ჩანს კავკასიონი მთლიანად, ნატახტარი, მცხეთა, სამხრეთით კი მანგლისი
მთა დაახლოებით 2000 მეტრამდეა
ცოტა თოვლს ხო არ დაველოდოთ? უფრო წაუექსტრემალურებს
თოვლში ძნელია სიარული, მაშინ სპეციალური აღჭურვილობა იქნება საჭირო.

ამიტო ჯობია ეხლა მოვასწროთ, 1 დეკემბრიდან მთელს საქართველოში ნალექია გამოცხადებული

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 19:16
by nagli33
ქსილისის მთა. ხედი გუდალეთიდან

Image

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 19:17
by nagli33
ისევ ქსილისი. ხედი სოფელ ვარჯაანიდან

Image

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 19:19
by nagli33
კავკასიონი,

Image

გუდალეთი-ვარჯაანი-ქსილისის მთა

Posted: 25 ნოე 2010, 19:23
by nagli33
მთავარანგელოზის ეკლესია
Image

Image

შესასვლელი ეკლესიაში
Image
Image