Page 1 of 1

შუხუთის აბანო

Posted: 21 ნოე 2010, 01:18
by Tamari-ch.
ამან დამაინტერესა

შუხუთის ციხე-ქალაქი — V-VI საუკუნეების ციხე-ქალაქი გურიის ტერიტორიაზე, სოფელ შუხუთში.
ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: ადრე ბრინჯაოს ხანის სამუშაო იარაღები, ჩვენი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის პერიოდის ნივთები, მე-5-6 საუკუნეების სასახლის ნაშთები, 5-6 საუკუნეების მთავარანგელოზის ტაძრის ნანგრევები, რომაული აბანოს, ე.წ. „თერმას“ ტიპის ნანგრევები და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტი, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემა, სხვადასხვა ძვირფასი ნივთები და ოქროს ჯვარი. სავარაუდოდ, ქალაქის არსებობას ხელს უწყობდა თიხამიწით და კირქვით მდიდარი მიწა.
ციხის გალავნის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი, ხოლო არქეოლოგიური მასალა დაცულია თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.


ადრინდელი პერიოდიდან შემორჩენილია მონუმენტური ფერწერის მხოლოდ მცირეოდენი ძეგლი, თანაც არა კედლის მხატვრობა, არამედ მოზაიკური სახის. პირველყოვლისა შევეხებით გურიის სოფელ შუხუთში აღმოჩენილი აბანოს მოზაიკურ იატაკს. აბანო რომაული ტიპისაა ერთ რიგში განლაგებული სათავსოებით. მოზაიკური იატაკი ამშვენება აპოდიტერიუმს (გასახდელს), რომლის მცირე ზომები მიგვინიშნებს, რომ აბანო კერძო პირს ეკუთვნოდა. მოზაიკისათვის გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და კერამიკა. იატაკი მთლიანად დაფარულია გეომეტრიული ორნამენტით ჩარჩოს გარეშე. დეკორი წარმოადგენს კვადრატებისა და რვარომბა ვარსკვლავების გეომეტრიულ ნახატს.

კარავი ნამყოფია შუხუთში?

შუხუთის აბანო

Posted: 22 ნოე 2010, 01:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
კგ თემაა თამარიჩ.
რა ხანია, გულში მაქვს ამოჭრილი შუხუთში სააღდგომო წასვლა.
აღდგომა დღეს აქ დიდი ლელობურთი თამაშდება.
რაც შეეხება უძველეს აბანოს, ძნ ცუდად შემონახულია