Page 1 of 3

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 00:49
by MIRANDA
ე.ი. იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამიჩნდა და მდგომარეობს შემდეგში:

18 ნოემბერს ჩამოდის ჩემი მირანდინ-io და მინდა მალევე მოვაწყო ჯიპ-ტური, ოღონდ ყველა ჯიპის საჭესთან გოგო უნდა იჯდეს (!!!!!) :D

მე ესენი გამახსენდა: ნაია, ქეთო, ზიკა, სასკვა, მაიკო (ილიას მანქანით :oops: ), ფიონა (მაკენას მანქანით :wink: )... რა თქმა უნდა შესაძლებელია მანქანიანი და მდედრობითი სქესის პლიუსებიც.

მგზავრებსა და შტურმანებს რაც შეეხებათ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს... უფრო მეტიც, სასურველია (ჩემს შემთხვევაში მაინც) გამოცდილი მძღოლი-შტურმანი მყავდეს გვერდით :D

რაც შეეხება ადგილს, სადაც ჯიპტური მოეწყობა.. ეს თემა ჯერ-ჯერობით ღიაა და ნებისმიერი თქვენგანის მოსაზრება მაინტერესებს...

გაითვალისწინეთ, რომ მე ვარ დამწყები მძღოლი.
თუმცა ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტურში უნდა იყოს ექსტრემის ელემენტები (მცირედი მაინც)... არ უნდა იყოს მარტივი გასვლა... ბოლო-ბოლო ჯიპტურია :D

სავარაუდო თარიღი - 11 ან 12 დეკემბერი

სავარაუდო ტურების ჩამონათვალი (ამ დრომდე რაც შემომთავაზეს):
1. გუდამაყარი (არ ვარ ნამყოფი)
2. დავით გარეჯა (ძალიან მიყვარს იქაურობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მარტივი იქნება)
3. გუდარეხი (არ ვარ ნამყოფი. ეს ვერსია მომწონს ძალიან)

ველი, თქვენს შემოთავაზებებს და იდეებს :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 01:08
by Naia
MIRANDA
ნავში კი არადა მანქანაში ვარ! :)

მირანდა, დავით გარეჯის ლავრა საკმაოდ ადვილია. თუ სწორად მახსოვს, რუსთავიდან იოანე ნათლისმცემელზე ასვლა იგულისხმება მაგ მარშრუტში. მშრალ ამინდში მარტივია, ნაწვიმარზე კი ცოტა ციგაობა მოგვიწევს :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 02:05
by MIRANDA
Naia wrote:MIRANDA
ნავში კი არადა მანქანაში ვარ! :)
რა კარგია!!! 8)
Naia wrote:მირანდა, დავით გარეჯის ლავრა საკმაოდ ადვილია. თუ სწორად მახსოვს, რუსთავიდან იოანე ნათლისმცემელზე ასვლა იგულისხმება მაგ მარშრუტში. მშრალ ამინდში მარტივია, ნაწვიმარზე კი ცოტა ციგაობა მოგვიწევს :)

კი იოანე ნათლისმცემელზე ასვლა იგულისხმება. სამჯერ ვარ დავით გარეჯში ნამყოფი და იოანე ნათლისმცემელი არც ერთხელ მინახავს (სამივეჯერ დროის სიმცირის გამო), შესაბამისად მე ეგ ვერსიაც მომწონს.. :D

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 10:40
by lama
MIRANDA
ძალიან კარგი იდეაა...

მე ვიქნები შენი შტურმანი :)

აი როგორი მძღოლი ვარ :)

Image

სულ მე ვატარე :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 11:33
by keto
MIRANDA
თქვენთან ვარ :) ოღონდ გარეჯა არ გვინდა. არც დავით გარეჯას გზა და არც ნათლისმცემლისა საჯიპტურე არაა :)
ამ სამიდან განსაკუთრებით მესამეს ვემხრობი, თუმცა არც პირველზე ვიტყვი უარს, არ ვარ ნამყოფი არცერთგან.

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 12:19
by Toma
lama wrote:MIRANDA
ძალიან კარგი იდეაა...

მე ვიქნები შენი შტურმანი :)
ლამა... მირანდას შტურმანი ყავს უკვე, მისი მასწავლებელი. :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 12:41
by Marula
მზად ვარ ტურისთვის,
სწორედ რომ მისწრებაა ზოგიერთი დამწყები მძღოლის ტურისთვის დავით გარეჯი თუმცა გუდარეხში ნამყოფი არ ვარ და ამდენად ვემხრობი გუდარეხსსსსსსსს :)
ჩემი ტურფა :D მზად არის ტურისთვის - 'ჰიუნდაი სანტა ფე'. გამოცდილი მძღოლი კი ვარ მაგრამ კარგ შტურმანზე :oops: არც მე ვიტყოდი უარს...

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 14:55
by tamuna_gudarexi
მაგარი აზრიაა! :) თან გუდარეხი...
კიდევ სიამოვნებით წამოვალ....
საჭესთან არა, მაგრამ ისე... :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 18:29
by Makena
MIRANDA
აი ეს მესმის, ჯერ მანქანა არ ჩამოსულა და უკვე ჯიპტუირებს გეგმავ :)
გუდარეხი კარგია, თანაც არც ისე მარტივი, თუ ნაწვიმარი იქნა გუდარეხი თითქმის გაუვალია:wink:
ასევე შეიძლება ქვათახევში წასვლა, შედარებით ადვილია.

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 22:10
by MIRANDA
Makena
:oops: იმედია შემოგვიერთდებით შენ და თეო :D
ქვათახევს დავამატებ სიას :D

სავარაუდო ტურების ჩამონათვალი:
1. გუდამაყარი
2. დავით გარეჯა
3. გუდარეხი
4. ქვათახევი
5. :arrow:

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 23:24
by bambina
როგორც ჩემს თავს ამ ბოლო დროს ვამჩნევ, ყველგან მარტო წასვლის სურვილს გამოვთქვამ, მაგრამ რეალურად ვერსად წამოსვლას ვერ ვახერხებ,


მააააააააააგრამ გუდარეხიიიის იდეაააა ფრიად მომხიბლავად მეჩვენება მაგ ჩამონათვალიდან, არ ვარ ნამყოფიი და არც დავით-გარეჯში ( :oops: )



თანაც დეკემბერი არ უნდა მქონდეს რთული თვე (ამინ : D )

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 23:43
by t.d
ამ სიამოვნებს არ გამოვაკლდები.:D

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 11 ნოე 2010, 23:55
by Archil
საინტერესო იდეაა

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 12 ნოე 2010, 01:24
by Naia
დღეს ვიყავი გუდარეხში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს სულ მზიან-დარიანი ამინდები იდგა, 1-2 ადგილას დიდი ტალახი დაგვხდა. თავად ტალახი იმდენად საშიში არ იყო რამდენადაც შეშისმჭრელების 3-ხიდიანი მანქანების მიერ გაკეთებული კალიები. ამის გამო, ბოლომდე ვერ ავედით, მანქანები დავტოვეთ და ფეხით გავაგრძელეთ სიარული. დამწყებისთვის ეს მარშრუტი ჭკვიანურია, ტალახში სიარულის გამოცდილებას შეიძენს :)

მესაჭე გოგონების ჯიპტური

Posted: 12 ნოე 2010, 01:54
by დათო
მაგარი იდეაა. :)