Page 1 of 2

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 12:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
თითქმის, 1 თვეა, ბორჯომის რაიონში ტყეები იწვის.
სახელმწიფო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ჩაქრობას ცდილობს, მაგრამ ჯერ ვერაფერი გამოდის.
სტიქია ძლიერდება.
ამჟამად ხანძრების დაახლოებით 12 კერაა. სულ უფრო და უფრო დიდი ფართობი იწვის.
ამჟამად ცეცხლის ჩაქრობაში 700მდე ადამიანი მონაწილეობს.
გამოიყენება შვეულმფრენიც.
შედეგი ჯერ არის.
უფრო და უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩა1ოს.

რა შეიძლება :კარავმა: გააკეთოს?
იქნებ, შესაძლებელია, მოხალისედ მონაწილეობა თუნდაც, 1, 2 დღით?


თითოეული ხის დაწვა-მოჩეხვა ჩემი დიდი ტკივილია. ამ თემას ვხნის იმიტომაც, რომ ეჭვი არ მეპარება, თქვენთვისაც მძიმეა.

ეგებ, ამ დღეებში წასვლაზე ვიფიქროთ?
მიუხედავად იმისა, რომ ახლა თბილისიდან შორს ვარ, 2განიზაციულ საკითხებს ჩემს თავზე ავიღებ.


აქ ვიმსჯელოთ გეგმაზე და თუ საჭირო იქნება, სამომავლო გეგმების განყოფილებაში გადავიდეთ

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 12:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
სამწუხაროდ, 2010 წლის ხანძრების შედეგად ბორჯომის რაიონში 24 ჰექტარის ტყე დაიწვა.
კატასტროფული მაჩვენებელია.
ცუდი მაჩვენებელი იზრდება...

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 12:41
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO

ამ შემთხვევაში მოხალისეებმა რა უნდა გააკეთონ ვერ ვხვდები. თორემ დიდი სიამოვნებით, რადგან მეც ძალიან მტკივა გული, ასე რომ ნადგურდება ის ადგილები, ძალიან რომ მიყვარს. :(. მგონი გამოცდილების არმქონე პირებს არც მიუშვებენ სიახლოვეს და დისტანციაზე რა შეიძლება გაკეთდეს? წყლის აზიდვა სოფლებიდან? :roll:

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 12:45
by kiki
ეჰ, როგორ მტკივა გული:( ნეტავ მართლა შეგვეძლოს რამის გაკეთება...... :oops:

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 12:54
by arcivi9
მგონი ჯობია რომ გაზაფხულზე წავიდეთ იქ და ხეები დავრგოთ

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 12:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
kiki
ნახევარზე მეტი, ახლა, ვინც ცეცხლს აქრობს, მოხალისეა და არც ხელფას-ჰონორარას იღებს.
მოხალისეთა სია ჩამოიწეროს.
დანარჩენი ადვილი საქმეა

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 19:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
arcivi9 wrote:მგონი ჯობია რომ გაზაფხულზე წავიდეთ იქ და ხეები დავრგოთ
ხეების დარგვა კგ აზრია და კიდევ უფრო მაშტაბური პროცესია.
ამ ღონისძიებამდე კი ხანძრის ჩაქრობაა აუცილებელი.

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 21:09
by perwkli
რაშუაშია მაგრამ

ნამეტანი კომპეტენტურმა პირმა, სანამ წვიმა არ მოვა არ გვეშველება არაფერიო :(

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 22:15
by Archil
ეხლა ხანძარია ჩასაქრობი

წყალი ხომ არ წაგვეღო წაღვერში? ;)

ისა და....

რაღაც მოვიფიქროთ მართლა...

ერთი შაბათ კვირა საქართველოის ტყის გადარჩენას დავუთმოთ. რას იტყვით? გავიდეთ წაღვერში და რაღაც ვქნათ.

(არა მგონია მანამდე ხანძარი ჩაქრეს, ნეტაი და ჩაქრეს)

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 11 აგვ 2010, 23:06
by ლეონტი
მართლაც რთულია.
ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, მიმიღია მონაწილეობა ქრობაში.
სხვათაშორის ბევრი რო ერთად შეესევა შედეგი არის.
თუმცა ვახველებდი მერე 1 კვირა და ფეხსაცმელი დამეწვა მარა კი ჩავაქრეთ.

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 12 აგვ 2010, 03:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil wrote:ეხლა ხანძარია ჩასაქრობი

წყალი ხომ არ წაგვეღო წაღვერში? ;)

ისა და....

რაღაც მოვიფიქროთ მართლა...

ერთი შაბათ კვირა საქართველოის ტყის გადარჩენას დავუთმოთ. რას იტყვით? გავიდეთ წაღვერში და რაღაც ვქნათ.

(არა მგონია მანამდე ხანძარი ჩაქრეს, ნეტაი და ჩაქრეს)
შაბათ-კვიარას, კგ აზრია.

შენც, სხვებსაც, ვისაც სურვილი გაქვთ, სიაში ჩაეწერეთ და ვიმოქმედოთ.
სა2განიზაციო საკითხებზე შეძლებისდაგვარად ვიზრუნებ
ლეონტი wrote:მართლაც რთულია.
ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, მიმიღია მონაწილეობა ქრობაში.
სხვათაშორის ბევრი რო ერთად შეესევა შედეგი არის.
თუმცა ვახველებდი მერე 1 კვირა და ფეხსაცმელი დამეწვა მარა კი ჩავაქრეთ.
მადლიან საქმეში მიგიღია მონაწილეობა.
შენი გამ20დილება გაგვიზიარე, რა

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 12 აგვ 2010, 03:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხანძრები სულ უფრო და უფრო დიდ ფართობეს შთანთქავენ.
გუშინ სამცხე-ჯავხეთში ახალი კერები გაჩნდა.
გაეცანით რ2ის მიერ გავრცელებულ ამბავს:

სამცხე-ჯავახეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
11.08.10 15:01
ახალი ხანძარი სამცხე-ჯავახეთში. ადიგენის რაიონში დერცელისა და მოხის ტყე იწვის. ხანძარი დღეს დილით გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. ბორჯომიდან ადიგენში 70-მაშველი და რამდენიმე სახანძროა გადაყვანილი.

ბორჯომის ხეობაში კი წუხელ ქარი გაძლიერდა და ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა. ტყეში კვლავ მუშაობენ მეხანძრეები, მაშველები და ჯარისკაცები. 700-ზე მეტი ადამიანია ჩართული საქმეში. ვერტმფრენებიც მუშაობენ, თუმცა, თუ ქარი გაძლიერდა, მათ პრობლემები შეექმნებათ. დასახლებულ ადგილებს საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება.

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 12 აგვ 2010, 21:50
by Mrs. Robinson
ვაი!!!!!!!! :( :( :( :(

ყოჩაღ გოგა!!!!
ასეთ დროს ჩემი აზრით საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს ქვეყანაში. რა ვიცი, თითქოს არავის აღარაფერი სტკივა.....
ლეონტი wrote:სხვათაშორის ბევრი რო ერთად შეესევა შედეგი არის.
დარწმუნებული ვარ!!!!!!!!!
ცოტა გული მწყდება, რომ რასაც გადაღებულ მასალაში ვხედავ, ერთად ენერგიული შესევა არსად დამინახავს...........
მაგ დღეებში ბორჯომისკენ ვიყავი, კიმოთიდან მოვდიოდით და სადგერისკენ ალმოდებული ტყე კარგად ჩანდა, თან არცთუ დიდ ფართობზე. ვიცი რომ რთულია, თან ქარი მაშინაც იყო, მაგრამ ასე თუ გაგრძელდებოდა, არ მეგონა..............
ერთი კინკილა ვერტმფრენი, ნახევარ საათში ერთხელ რომ გადაიფრენდა-ხოლმე, ეგ რას უშველის........

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 13 აგვ 2010, 11:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mrs. Robinson wrote:ცოტა გული მწყდება, რომ რასაც გადაღებულ მასალაში ვხედავ, ერთად ენერგიული შესევა არსად დამინახავს...........
მაგ დღეებში ბორჯომისკენ ვიყავი, კიმოთიდან მოვდიოდით და სადგერისკენ ალმოდებული ტყე კარგად ჩანდა, თან არცთუ დიდ ფართობზე. ვიცი რომ რთულია, თან ქარი მაშინაც იყო, მაგრამ ასე თუ გაგრძელდებოდა, არ მეგონა..............
ერთი კინკილა ვერტმფრენი, ნახევარ საათში ერთხელ რომ გადაიფრენდა-ხოლმე, ეგ რას უშველის........
შენ აბსოლუტურად მართალი ხარ.
საჭიროა სახალხო მობილიზება.
მართალია, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მოხალისეს ცეცხლჩამქრობი ან სახანძრო ჩექმა მისცეს, მაგამ ეს პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს.

ხეების დარგვაზე არანაკლები მადლია ტყის გადარჩენა.
ქართველებს უწინ თავდაცვის იარაღები რომ აკლდათ, მომხვდურებს ბარებით და თოხებით ეგებებობდნენ.
ხანძრების ჩასაქრობად ბარები და თოხები არანაკლები საშუალებაა

ხანძრები ბორჯომის რაიონში, რა შეუძლია :კარავს: გააკეთოს?

Posted: 13 აგვ 2010, 14:56
by meore monadire
წავიდეთ აბა გოგა დაწერე რითი შეიძლება ჩასვლა, შანსი არ არის საქმე არ გამოგიჩნდეს იქ რო მ მიხვალ და მიეშველები აუცილებლდა რამით