Page 1 of 6

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:05
by Jnosy
აქ მინდა განვიხილოთ ვინ არის მსურველი რაჭაში 8 დღიანი გასვლის რომლის სავარაუდო თარიღია: 21-28 აგვისტო. შვებულება უწევს მხოლოდ 5 სამუშაო დღე.
ნავარაუდევია გასვლა 21-ში გამთენიისას და ჩამოვალთ 28-ში (კვირა დღე) საღამოსკენ.

მოსანახულებელია:
* ბუბას მთა - რომელიც მდებარეობს ზედ შოვის პანსიონატის "თავზე" 1 დღეში ავალთ და ჩამოვალთ
* მამისონის უღელტეხილი - სატვირთო მანქანები დადიან მანდ ტურებზე და 1 დღეში ავალთ და ჩამოვალთ.
* უძირო ტბები - სადაც დაგვჭირდება ადგილობრივი გიდი. 2 დღეში ავალთ და ჩამოვალთ

მეტზე დრო აღარ გვყოფნის

სავარაუდო ღირებულება
მგზავრობა როგორც მე წარმომიდგენია უნდა ღირდეს 20-23 ლარი (თბილისი შოვი) მიკროავტობუსით. თუმცა ეს ციფრი დასადგენია და შეიძლება გაიაფდეს/გაძვირდეს
ანუ, მგზავრობა 23+23=46ლარი

გიდის მომსახურება 2 დღით (რომელიც უძირო ტბებამდე აგვიყვანს) 5 ლარი კაცზე ალბათ, მეტი არამგონია თუ 10 კაცი მაინც ვიქნებით
ანუ 46+5=51ლარი

მამისონზე წასვლის შემთხვევაში დაგვჭირდება სატვირტო მანქანა და დაჯდება სავარაუდოდ 8-10 ლარი იმ შემთხვევაში თუ მარტო ჩვენ წაგვიყვანს, თუმცა ეჭვი მაქვს რომ იქ მყოფ დამსვენებლებს დავაინტერესებთ და ერთად ბევრად იაფად გამოვალთ, რადგან სატვირთოში მამისონზე რომ წავედით 2007-ში ვიჯექით 25-27 ადამიანი და მთლიანად იქ შეკრებილი ერთმანეთისთვის უცხო დამსვენებლები. ასევე ბორჯომ-ხარაგაულში სატვირთომ რომ აგვიყვანა სათიბებამდე, ვიჯექით 2 მინიბუსი ხალხი.

ანუ 51+8/10=59/61

Grand total 59/61 + კვება (სავარაუდოდ 5/7ლარი კაცზე) = 100/110/115ლარი

ეს ძალიან უხეშად დათვლილი ციფრებია, კვირის განმავლობაში პირველ გვერდზე კორექტივებს შევიტან, რათა გაგიიოლდეთ სურათის კარგად დანახვა.

ამ ტოპიკის გახსნის მიზანია დავინახო არის თუ არა ინტერესი და ღირს თუ არა გავაგრძელო დაგეგმვა.

Image

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:41
by stranger
სავალი გზები როგორი იქნება?და ფეხით დაახლოებით რამდენი კილომეტრი იქნება გასავლელი? და ტვირთის დატოვება თუ შეიძლება სადმე ,დაბანაკების ადგილზე ან იქ სადაც გავჩერდებით,თუ ჩვენი სატარებელი იქნება მუდმივად 5 დღის განმავლობაში?

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:47
by tamuna_gudarexi
Jnosy
ვაჰ, რა კარგი რამეა!...
და რა ცუდი ჩემთვის, რომ მე ვერ წამოვალ... :roll:

მოსანახულებლებში რაც დაწერე, ჯნოს, ეგ 4 დღის ამბავია, დანარჩენი 2 დღე ვთქვათ მგზავრობა და კიდევ 2 დღე გაქვთ სათადარიგო. რას აპირებთ მაგ დროს?

სორის ეკლესია, ბარაკონი და ნიკორწმინდა არ გამოგრჩებათ გზაში, დარწმუნებული ვარ.

ეჰ, ერთხელ დიდი მოგზაურობა მინდა გამომივიდეს- შქმერისა და მრავალძლის ჩართვით...

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:49
by Jnosy
stranger wrote:სავალი გზები როგორი იქნება?და ფეხით დაახლოებით რამდენი კილომეტრი იქნება გასავლელი? და ტვირთის დატოვება თუ შეიძლება სადმე ,დაბანაკების ადგილზე ან იქ სადაც გავჩერდებით,თუ ჩვენი სატარებელი იქნება მუდმივად 5 დღის განმავლობაში?

"გზები როგორი იქნება?" ამ კითხვას ვერ მივხვდი...
თუ გულისხმობ იმას, რომ შოვიდან ფეხით გასვლისას, იოლი მისახვედრია, რომ ასფალტზე არ ვივლით და ვივლით მთაში.

ეს კარგი კითხვაა, დამავიწყდა მეთქვა.
ბარგის შოვში დატოვება არ არის პრობლემა, მხოლოდ საჭირო ტვირთს წავიღებთ ხოლმე შოვიდან გასვლისას. აი, უძირო ტბებზე კარვების და საძილეების წაღებაც გვიწევს, რადგან იქ დარჩენა გვიწევს 1 ღამით.

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:52
by ლეონტი
მესაზღვრეები ავიდნენ ზევით?
და უშვებენ ხალხს მამისონზე?
გვააქვს ამაზე ბოლო ინფორმაცია?
მეტეოზე რუსი მესაზღვრეები არ გაბატონდნენ?

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:53
by Jnosy
tamuna_gudarexi
ეს 2 დღე სავარაუდოდ იქვე მომივლით მჟავე წყლებზე, საგულდაგულოდ დავათვალიერებთ სანატორიუმებს და მდინარეებს, მოვაგროვებთ მსურველებს მამისონზე წასასვლელად, (რომ უფრო იაფი დაგვიჯდეს) და რათქმაუნდა იგულისხმება დასვენებაც და ცუდი ამინდიც.

არამგონია ნიკორწმინდაში ან გზაში სადმე გავჩერდეთ.

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 13:54
by Jnosy
ლეონტი wrote:მესაზღვრეები ავიდნენ ზევით?
და უშვებენ ხალხს მამისონზე?
გვააქვს ამაზე ბოლო ინფორმაცია?
მეტეოზე რუსი მესაზღვრეები არ გაბატონდნენ?
რაჭაში რომ ვრეკავ, მარწმუნებენ რომ ეგ ჭორია. ხალხი ჩვეულებრივად დადის სათიბშიც და ჩვენი მესაზღვრეები იგივე ადგილას დგანანო.

მეტეოსადგურზე ადრე არც ჩვენები არ იდგნენ, და არც რუსები. თანაც, მეტეოსადგური მამისონიდან მარჯვნივ არის (უშუალოდ საზღვარზე) რომც იდგნენ, არც ჩვენ შევუშლით ხელს და არც ისინი შეგვიშლიან (ჩემი მოკლე ჭკუით)

ამას კიდე გადავაზუსტებ ხვალ საღამოს

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 14:24
by Monadire
უჰ შენ გაიხარე გიგაჯან..
მოვდივარ.. სავარაუდოდ +ებიც მეყოლება.
ქვეშენიჭირიმე :wink:

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 14:27
by ARCHILI
Jnosy

21-28 რაჭაში ხარ თუ ტობაზე?


:roll:

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 14:30
by Jnosy
ARCHILI
თუ რაჭა გამომივიდა და 1 მიკროავტობუსი მაინც შევიკარით - რაჭაში და მოვუღებ ამ 2 წლიან წვალებას ბოლოს.

თუ ხალხმა სურვილი არ გამოთქვა, ტობაზე

ის კი ვიცი, რომ ამ შუალედში სადღაც ძააალიან მაგარ ადგილზე უნდა წავიდე...

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 14:33
by ARCHILI
საინტერესოა.

:)

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 14:39
by konstantine
+1 არ გადათქმის პერსპექტივით....

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 14:52
by Tamusia
მეც ვაპირებ

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 15:52
by Jnosy
მოდი სავარაუდო სია შევკრათ:
ამ სიაში მოხვდეს ყველა მსურველი, ვისაც 80% მაინც აქვს წამოსვლის შანსი

1. მე
2. მელანო (თან დაბ. დღე აქვს 24-ში)
3. მორჩაძე და მისი 2 +
6.

ააბა გააგრძელეთ
სავარაუდო მსურველების სია თუ 15-მდე ავიდა, უკვე სერიოზულად მოვკიდებ ხელს და გადავალ უშუალოდ დაგეგმვაზე

გმადლობთ

რაჭა 2010 21-28 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2010, 16:22
by SHORENA
წამსვლელთა სია:

1. მე (ჯნოსი)
2. მელანო (თან დაბ. დღე აქვს 24-ში)
3. მორჩაძე და მისი 2 +
6. შორენა (80%-ით :) )