Page 1 of 3

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 01:12
by vasso
სურვილი ხომ არ აქვს ვინმეს რო ვნახოთ ეს საინტერესო ადგილი
ვინც ნამყოფია თუ შეიძლება დაპოსტეთ რეკომენდაციები ანუ რამდენი დღე დაჭირდება , რამდენად რთული სავალია და ა.შ.

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 11:28
by rifi
ეს სადღაც ფარავნის ტბის მიდამოებშია?

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 11:50
by lama
rifi wrote:ეს სადღაც ფარავნის ტბის მიდამოებშია?
კი იქვეა, მაგრამ ქოროღლის ციხე რა შუაშია???

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 12:03
by vasso
rifi ფარავნის ტბასა და საღამოს ტბას შუა არის სოფელი განდზანი და მაქედან ადის ბილიკი .თავად ქოროღლის ციხე მეგალითური ნაგებოაა და ნაშენია მთა მცირე აბულზე(2799.8

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 12:15
by rifi
lama wrote:
rifi wrote:ეს სადღაც ფარავნის ტბის მიდამოებშია?
კი იქვეა, მაგრამ ქოროღლის ციხე რა შუაშია???
ფარავნის ტბას დასავლეთით საზღვრავს სამსარის ქედი, რომლებზე არის მწვერვალები დიდი აბული და მცირე აბული.
ისე მაგ მიდამოებში არის კიდევ რაგაცეები სანახავი, ზველი ქარვასლის ნანგრევებია კიდევ, ტიკმატაშის უღელტეხილზეა ვერ გავიგე რა დანიშნულების ქვები :):)

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 12:40
by vasso
rifi ეგ ძველი ქარვასლის ნანგრევები და ქოროღლის ციხე ერთი და იგივე ადგილი ხომ არ არის ?

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 12:41
by Naia
შარშან თუ შარშანწინ წავედით კარაველები მაქეთ. გზა არცერთმა არ იცოდა. ჯიპებით ვიყავით და ისე მოხდა, რომ ზოგიერთები ოფროუდმა და შეჯიბრმა გაიტაცა და ერთმანეთი დავკარგეთ. მერე კი ისე ჩამობნელდა რომ ციხის ნახვა ვეღარ მოვახერხეთ :(

თუ წახვედით გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დიდ მანძილზე ტელეფონი არ იჭერს და გაგანია ზაფხულშიც კი საკმაოდ ცივა.

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 12:48
by rifi
მე გაგანია ნოემბერში ვარ ნამყოფი, მაგარი მხარეა :)

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 14:33
by rifi
vasso wrote:rifi ეგ ძველი ქარვასლის ნანგრევები და ქოროღლის ციხე ერთი და იგივე ადგილი ხომ არ არის ?
წარმოდგენა არ მაქვს, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშია (:) ) მცირე სტატია ფარავანზე, ანუ მხარეზე რომელიც მოიცავდა ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, მანდ სადღაც ყორღანული სამარხები და კიდევ შაორის ციხეც უნდა იყოს მგონია, ზუსტად არ მახსოვს, განძანშიც არის თუ არ ვცდები ორი ტაძარი, ერთი გზასთან საკმაოდ ახლოა, საღამოს ტბაც ძალიან ლამაზია, ასე რომ შეიძლება მანდ ორდღიანის დაგეგმვა მანქანებით, გზები კეთდება, ასე რომ მთლად ჯიპტური არ გამოვა, სამაგიეროდ მანქანებსაც არ დავამტვრევთ :D

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 15:28
by vasso
თუ მანქანებით წავალთ 2 დღე საკმარისი უნდა იყოს, თუმცა არ ვიცი ციხეზე ასვლა რამდენ დროს წაიღებს.მანქანის უსაფრთხოდ დატოვებაც შესაძლებელია,
მგონი ივლისის პირველივე შაბათ კვირას შეიძლება იერიშის მიტანა

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 15:42
by LiBrA
რამდენიმე ქოროღლის ციხეა?

დავიბენი ცოტა :roll: მე ვარ ნამყოფი, ოღონდ კოჯრიდან ვართ ასულები. იმ ციხესაც ქოროღლს ეძახიან და რავიცი აბააა...

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 16:31
by vasso
LiBrA კოჯრის ქოროღლი არა

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 17:41
by lama
vasso wrote:LiBrA კოჯრის ქოროღლი არა
ვერ გავიგე!!!!

კოჯრის ციხე იგივე ქოროღლია და.... :?

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 22 ივნ 2010, 18:17
by vasso
http://www.panoramio.com/photo/29877496 თუ გაიხსნა აი ეს არის კოროღლის ციხე მცირე აბულზე

მცირე აბულზე ქოროღლის ციხე

Posted: 26 ივნ 2010, 09:21
by Makena
vasso
აბულის მთაზე დგას აბულის დედა ციხე, ქოროღლის ციხე სხვა არის.
აბულზე გამყოლის გარეშე წასვლას აზრი არა აქვს, ვერ მიაგნებთ, განძანიდან შორია და ძნელად მისაგნები, სხვა უფრო მოკლე გზაც არსებობს.