Page 1 of 1

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 07 ივნ 2010, 23:30
by ARCHILI


მხოლოდ


Image Image Image


შემქმნელისაგან



ზემო იმერული ტური კარავულად და კარვებით


I დღე პარასკევი დღის მეორე ნახევარი

1. გავდივართ თბილისიდან ჭიათურაში

2. ჩავდივართ ჭიათურაში, სადაც დაგვხვდება ჩემი მეგობარი მასპინძელ-მეგზური და გავემართებით საჩხერის მიმართულებით, სადაც ტყეში დავბანაკდებით.

II დღე შაბათი

1. მოვივლით მღვიმევს.

2. მოვილოცავთ და დავათვალიერებთ კაცხს.

3. გავემგზავრებით და ვნახავთ სვერის ციხეს.

4. საღამოსკენ ავალთ სოფელ გეზრუმში, სადაც დავბანაკდებით ჩემი მეგობრის ეზოში.

III დღე კვირა

1. ვითევზავებთ და ვიბანავებთ გეზრუმის ტბაში.

2. ვნახავთ ჩანჩქერებს.

3. მოვინახულებთ კანიონებს.

4. დღის მეორე ნახევარში ავეშვ-დავეშვებით სოფელი შროშისაკენ.

5. შროშიდან გამოვემგზავრებით თბილისში.

:)

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 07 ივნ 2010, 23:37
by rifi
ის შენი მეგობარი სახლში არ შეგვიშვებს რამე რომ იყოს? ;)
კარგი ტურია, მაგ გეზრუმის ტბასჰი კარგადაა თევზი? და წყალიც კარგი თუა საბანაოდ?

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 07 ივნ 2010, 23:40
by ARCHILI
rifi wrote:ის შენი მეგობარი სახლში არ შეგვიშვებს რამე რომ იყოს? ;)
კარგი ტურია, მაგ გეზრუმის ტბასჰი კარგადაა თევზი? და წყალიც კარგი თუა საბანაოდ?
სახლშიც კი შეგვიშვებენ, მაგრამ მე მოვითხოვე, რომ კარაველები კარვებში დავრჩებით-თქო..


ჰო...

აზრზე არ ვარ რა ხდება გეზრუმის ტბაში..

:D

ჩემთან ერთად ადამიანი რომ მოდის, ჯობია, ნაზიარები წამოვიდეს ხოლმე...

:lol: :lol: :lol:


მაგრამ... ამბობენ, რომ საინტეერსოა,...

:)

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 08 ივნ 2010, 09:49
by lama
ARCHILI
ძალიან საინტერესო ტურია :)

მეუღლე, რომ გამოგაყოლო :)

რავიცი
რავიცი :)

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 08 ივნ 2010, 11:44
by ARCHILI
lama wrote:ARCHILI
ძალიან საინტერესო ტურია :)

მეუღლე, რომ გამოგაყოლო :)

რავიცი
რავიცი :)
მეუღლიანად წამოდი...

:)

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 10 ივნ 2010, 18:50
by ARCHILI
თარიღი სავარაუდოდ 25-26-27 ივნისი იქნება...

:)

მალე სამომავლოებში გადავინაცვლებთ...

:)

ზემოიმერული ტური კარავულად და კარვებით - მალე

Posted: 10 ივნ 2010, 19:24
by ARCHILI
იდეა ჩაშვებულია წარმოებაში...

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4302

:)