Page 1 of 4
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 15:14
by Gvalva
ეხლა GTA-ს სათავგადასავლო ტურნირი რომ ვნახე დამებადა იდეა
მოვაწყოთ ტურნირი "კარავის სამჭიდი" თბილისის ზღვაზე: სირბილი, ველოსიპედი, ცურვა...
ამისთვის დაგვჭირდება მხოლოდ ერთი ტივტივას ჩამაგრება ზღვაში, რომ გასაცური მანძილი განვსაზღვროთ.
რამდენი იყოს გასარბენი, რამდენი გასა-ველოვებელი და რამდენი გასაცური შევთანხმდეთ ერთად და სპეციალისტებსაც ვკითხოთ.
კარავის კალენდრების ფულიდან შეგვიძლია პრიზები დავაწესოთ.
იდეა ავიტაცოთ, გზადაგზა დავხვეწოთ და თბილისის ზღვაში წყალი რომ გათბება ჩავატაროთ
მონაწილეობის მიღების მსურველებს დროც ექნებათ მომზადებისთვის
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 15:16
by tamuna_gudarexi
რა კარგი იდეაა!
სიამოვნებით გიგულშემატკივრებთ!
ასეთი აქტივობა ნამდვილად ასატაცებელია!
სამწუხაროდ, არც ველოსიპედის ტარება ვიცი, როგორც საჭიროა და არც ცურვა...

კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 15:17
by t.d
აიი ეს მომწონს:D
მართალია დავჩაჩანაკდი ძვლები აღარ მივარგა და ხორცი, მარა მივიღებ მონაწილეობას,სირბილშიც და ცურვაშიც, ოღონდ სირბილი სისწრაფეზე არა ზღვას დავარტყათ კრუგი.

კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 15:22
by Gvalva
t.d
ზღვას მთლიანად რომ შემოვუაროთ დიდი დრო და ენერგია დაჭირდება, მე მგონი რაღაც ასეთი პროპორციით იყოს ჯობია: 3კმ სირბილი, 8 კმ ველოსიპედი, 1 კმ ცურვა
მაგრამ კიდევ დავხვეწოთ ეს საკითხი, ძალიან დამტანჯველი რომ არ იყოს და ცოტა სამოყვარულო, მთლად სპორტულ ნორმატივებს ნუ ავიღებთ
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 15:24
by t.d
Gvalva
არც ისე დამტანჯველია მაშინ ასე ჯობია დახლოებით გამოდის 5-6 კმ.ტურბაზა რომ იყო მანდამდე,
არა და 4 წელია არ მირბენია ყოველდღე ვიძახი ხვალიდან ვიწყებ ვარჯიშს მარა რად გინდა.
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 15:29
by lama
Gvalva
ძალიან მაგარი იდეააა
დავფიქრდი მონაწილეობაზე
გაიხარეეეეეეეეეეეეეე
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 16:16
by ნინი_85
Gvalva
ლეელ, ძალიან მაგარია!!!
დარწმუნებული ვარ ბევრს ვიხალისებთ
მონაწილეობის მსურველებში ვეწერები

კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 16:18
by t.d
აუუ ხეზე ცოცვაც ჩავდოთ რა ამ ტურნირში.

კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 23:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
3ჭიდში შეჯიბრი მშვენიერი აზრია.
თბილისის ზღვის გარდა, კუს ტბაც შეიძლება.
ველოსიპედითა და სირბილით კუს ტბის შემოვლა და გადაცურვა 1 მხრიდან -მე2ზე. ეს ყველაფერი მანძილისა
და დამატებითი სანიშნების საკითხს ხსნის.
t.d wrote:დავარტყათ კრუგი.

სულ წახვედი ხელიდან, რა.
:კრუგი: რამ გათქმევინა და
:წრე: კიდევ დაგავიწყა?
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 23:36
by t.d
GAMARJOBA SAKARTVELO
წრის დარტყმა ცოტა სხვა რამეს არ ნიშნავს?
სირბილით წრეს როგორ დარტყავ?
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 23:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
t.d wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
წრის დარტყმა ცოტა სხვა რამეს არ ნიშნავს?
სირბილით წრეს როგორ დარტყავ?
გადამრევ რა.
ხუმრობ თუ მართლა მეკითხები?
:კრუგს: თუ დაარტყავ,
წრეს რატომღა ვერა?
განა, ქართული ენა ესთი უშინაარსოა?..
კარავის სამჭიდი!
Posted: 28 მაი 2010, 23:45
by t.d
GAMARJOBA SAKARTVELO
კაი კაი ბოდიში, გავედი ახლა გავემზადო, მე ქალაქიდან ერთი 5 დღე მიწევს გასვლა და ცოტა ბევრირ ამ მაქვს ჩასალაგებელი.

კარავის სამჭიდი!
Posted: 29 მაი 2010, 18:57
by zura N.
კარავის სამჭიდი!
Posted: 29 მაი 2010, 20:29
by LEVANIKO
Gvalva wrote:t.d
ზღვას მთლიანად რომ შემოვუაროთ დიდი დრო და ენერგია დაჭირდება, მე მგონი რაღაც ასეთი პროპორციით იყოს ჯობია: 3კმ სირბილი, 8 კმ ველოსიპედი, 1 კმ ცურვა
ცოტა დავაკლოთ რა ბევრია

2 კმ სირბილი 6კმ ველოსიბედი 500 მ ცურვა
კარავის სამჭიდი!
Posted: 29 მაი 2010, 20:54
by di_onise
კაი იდეაა ნამდვილად.
ცურვაში მე პას და მარტო სირბილი და ველოსიპედში ხომ შეიძლება მონაწილეობა?
