Page 1 of 2
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 11:02
by rifi
რას იტყვით, 5-6 ივნისს ალგთის ეროვნული პარკი და კლდეკარის ციხე რომ გვენახა ?
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 11:17
by ნინი_85
აუუუ, ეგ ჩემი დიდი ხნის ოცნებაა თუ მოვახერხე აუცილებლად წამოვალ და 1-2 პლიუსსაც გამოვიყოლებ:)
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 11:23
by Naia
giorgi.l.
აუუ, როგორ მინდააა
2 დღიანი იქნება თუ 1? ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ დასუფთავების აქციაა მაგ დროს და თუ იმას დაემთხვა ალბათ ვერ წამოვალ
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 11:43
by Mta Mkvarebia
giorgi.l.
Naia
მეც მაგას ვფიქრობდი ზუსტად

, საერთოდ ვცდილობთ დასუფთავების აქციას გამორჩეულად კარგი გასვლები არ დავამთხვიოთ, მერე ხალხი აქციის ნაცვლად ლაშქრობაზე წავა

, უბრალოდ ცდუნებაა დიდი...
თუ 6-ში გეგმავ რა პრობლემაა, მაგრამ თუ 2-დღიანი გინდა
მაგის მომდევნო შაბათ-კვირას რომ წავიდეთ? ისე ორდღიანი უკეთესი იქნებოდა

.
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 11:51
by tamuna_gudarexi
giorgi.l.
კარგიააა!
მაგ მიდამოებში კარვიდან გასვლა თუ ყოფილა, ნეტავ?
დაახლოებით მარშრუტი რომ ვიცოდეთ და დეტალები.
Mta Mkvarebia
ლიკ, მომდევნო შაბათ-კვირას უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება იქნება და... ვგონებ, ნაკლები ხალხი გამოაკლდეს მაგ ამბავს

ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 13:52
by ნინი_85
tamuna_gudarexi wrote:giorgi.l.
კარგიააა!
მაგ მიდამოებში კარვიდან გასვლა თუ ყოფილა, ნეტავ?
2007 ში იყვნენ ლობო, პინკი და ქლაიმბერი თანაც ზამთარში
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=91 ... c&start=45
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 14:58
by betqila
giorgi.l.
კარგი იდეაა, მე პირადად არ ვყოფილვარ მაგ მიდამოებში. კარგი იქნება თუ მოვახერხებთ და წავალთ, მგონი ორ დღიანი უკეთესი იქნება გულიანად მოვახერხებთ ყველაფრის ნახვას. მარშუტის დაგეგმვას თუ აქედანვე შევუდგებით ხომ გადასარევი

ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 15:02
by tamuna_gudarexi
ახლა დავრწმუნდი, რაოდენ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თემაში ლაშქრობის სათანადო წესით აღწერას... ვერაფერი გავიგე ამ თემიდან
ჩემთან ფოტოებიც აღარ ჩანს (ეტყობა, ვადაგასულია), მარშრუტზე ხომ საუბარიც ზედმეტია...

ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 15:05
by Gvalva
იდეა
კლდეკარიდან რკონში გადასვლა...
მიყვარს ეს გადასვლები და რა ვქნა

ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 15:07
by rifi
ორდღიანი ჯობია, და 12-13 სჰი კი მსოფლიო ჩემპიონატი ხურდება

მე პირადად არ ვარ ნამყოფი მანდ, ერთი ეგაა, რომ რუკა ვიშოვნე, პარკის ადმინისტრაციის ხალხთანაც გავივლი კონსულტაციებს და დაცულ ტერიტორიების თანამშრომლებთანაც.
სავარაუდოდ მანგლისამდე სამარშუტოთი ჩავალთ, მერე ალგეთის ხეობით ავალთ კლდეკარზე.
ალგეთი
Posted: 28 მაი 2010, 15:19
by Naia
giorgi.l. wrote:ორდღიანი ჯობია, და 12-13 სჰი კი მსოფლიო ჩემპიონატი ხურდება

მე პირადად არ ვარ ნამყოფი მანდ, ერთი ეგაა, რომ რუკა ვიშოვნე, პარკის ადმინისტრაციის ხალხთანაც გავივლი კონსულტაციებს და დაცულ ტერიტორიების თანამშრომლებთანაც.
სავარაუდოდ მანგლისამდე სამარშუტოთი ჩავალთ, მერე ალგეთის ხეობით ავალთ კლდეკარზე.
კარგია ორდღიანი, მაგრამ ამჯერად დასუფთავების აქციის გამო მე გამოგაკლდებით

ალგეთი
Posted: 31 მაი 2010, 23:04
by rifi
მოკლედ, საქმე შემდეგშია, სამარშუტო მანგლისისკენ გადის სადგურიდან დაახ. 10-11 საათზე, ავტობუსი დელისიდან 11 საათზე, მანგილისიდან ბოლო სამარშუტო გამოდის 2 სთ-ზე, ავტობუსი_ 4-5 სთ-ზე, გზას სჭირდება დაახ. 1,5 სააათი, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც არანაირად არ გვაწყობს, დროში ვერ ჩავეტევით.
მეორე საკითხი, მანძილი მანგლისიდან კლდეკარამდე დაახ. 20 კილომეტია (უმეტესობა გრუნტის გზა) და რამდენად შესაძელებლი იქნება ერთ დღეში ამ მანძილის გავლა და მეორე დღეს უკან დაბრუნება.
შესაძლებელია ვიქირაოთ სამარშუტო მანგლისამდე, შემდეგ სოფ. არხოტამდე ავიდეთ ტაქსით (სადღაც 10 ლარი უნდა მანგილისიდან) და არხოტიდან იწყება ,,ნამდვილი ბუნებაო" ასე მითხრეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში
თუ მანქანის საშუალება იქნა, შეიძლება დილით ადრე გავიდეთ თბილისიდან, მანგლისში დავტოვოთ მანქანები (ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში) და მერე ფეხით საბოდიალოდ ბევრი დრო გვექნება. ან შეიძლება არხოტშიც ავიდეთ პირდაპირ.
P.s. ვეცდები კარგი რუკა ვიშოვნო და დავდო მარშრუტის ჩვენებით
ალგეთი
Posted: 31 მაი 2010, 23:06
by rifi
ხო, დამავიწყდა, მანქანების ვარიანტს თუ გადავწყვეტთ, ბენზინი ჩემი, საჭმელი თქვენი

:D
ალგეთი
Posted: 01 ივნ 2010, 00:51
by meleksa
giorgi.l.
გამარჯობა, მშვენიერი იდეაა
1 დიიდი თხოვნა მაქვს, 7ში გამოცდა მაქვს და თანაც დასუფთავების აქციას რო
არ დაემთხვას 12-13 არ ჯობია?(ვითომ აქციის ბედ იღბალზე ვდარდობ)
რაც შეეხება ფეხბურთს, 11 ში გახსნაა და 12-13 ში 2-2 თამაში რო გამოვტოვოთ მგონი არაუშავს

:):)
გადავდოთ 1 კვირით რააააა

ალგეთი
Posted: 01 ივნ 2010, 10:07
by tamuna_gudarexi
meleksa
უკვე ვიცი, მაგაზე რასაც გიპასუხებს გიო
მე კი, ჩემი მხრივ, ძალიან მინდა წამოსვლა, იქნება ეს სამარშრუტოთი თუ მანქანით..