Page 1 of 4

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 20 მაი 2010, 16:14
by namcecuna
ეს არის ორშაბათი და სამშაბათი დღე, მაინტერესებს რამდენად სცალიათ კარაველებს, რომ დავგეგმო ტრადიციული გასვლა ფარავნის , ფოკის ღია ტრაპეზზე ნინოობის შესახვედრად :)

თუ თემა აქტუალური გახდება, გეგმებში გადავიტან :)

დანარჩენი საღამოს , ახლა გავრბივარ :)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 20 მაი 2010, 21:05
by lama
namcecuna
შესანიშნავი იდეაა

:)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 20 მაი 2010, 22:51
by meleksa
დავინტერესდი :)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 20 მაი 2010, 23:01
by kiki
გვანც სულით, გულით, მთელი არსებით მინდა, მაგრამ....

ძალიან მენატრება იქ გატარებული ყოველი წუთი ნამცეცუნაააააააააააა:*******

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 20 მაი 2010, 23:12
by namcecuna
ეს თემა რომ გავხსენი ძალიან მოუცლელად ვიყავი მაგრამ სულმა წამძლია და მაინც გამოვაქვეყნე :)


ჯერ გეგმა არ მაქვს, რადგან არ ვიცი რამდენად ეცლება ხალხს კვირის დასაწყისში, როგორც ვიცი 1 ივნისი სამუშაო დღეა. :(

რადგან გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია ჩვენ სულ 31 მაისს დილით გავდივართ და უკან 1 ივნისს ვბრუნდებით

ვინც ჯერ კიდევ არ იცის , ვეტყვი, რომ ჯავახეთში, ფარავნის ტბის ახლოს, იმ ადგილას სადან წმ. ნინო შემოვიდა საქართველოში, არის მსოფლიოში ერთAდერთი ღია საკურთხეველი. მამათა მონასტრის ტერიტორიაზე.

31 მაისს ღამით მონატრის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში ტრადიციულად აღავლენენ ღამისთევით წირვა-ლოცვას. დილით ალბატ 10 საათზე უკვე ღია ტრაპეზზე ჩატარდება წირვა, რომელსაც რამდენიმე მეუფე ატარებს.

მე 8 წელია დავდივარ ამ საოცარ კუთხეში ნინოობის შესახვედრად და ფარავნის და ჯავახეთის მთების მონატრებული მადლის შესაგრძნობად. შარშან და შარშანწინ რამდენიმე კარაველიც შემომიერთდა, მათაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩამოიტანეს ჯავახეთიდან.

მიახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნეთ ძალიან დაუხვეწავ გეგმებს დავწერ და გადახედეთ :)

გეგმა I --- და ჩემთვის ყველაზე სასურველი
წავიდეთ 31 მაისს დილის 9 ან 10 საათზე , გზად ვნახოთ რამდენიმე ძეგლი-გააჩნია რომელ გზას გადავწყვეტთ,დავესწრებით ღამისთევის ლოცვას, ვისაც სურვილი ექნება გამოიძინებს მიკროავტობუსში, არა მგონია იქ კარვების გაშლა შევძლოთ. დილიტ დავესწრებით წირვას, ვისაც ამის სურვილი გვექნება და ნელ-ნელა გამოვუყვებით თბილისიკენ. გზად რაც შეგვხვდება ვნახოთ. და დავბრუნდეთ 1 ივნისს საღამოხანს.

გეგმა II --- თუ სამსახურებიდან გაპრობლემდა გათავისუფლება
წავიდეთ 31 მაისს საღამოს 5 საათზე, გზად არსად გავჩერდებით, ჩავალთ ფოკაში. დავესწრებით ღამისთევის ლოცვას, ვისაც სურვილი ექნება გამოიძინებს მიკროავტობუსში, არა მგონია იქ კარვების გაშლა შევძლოთ. დილიტ დავესწრებით წირვას, ვისაც ამის სურვილი გვექნება და ნელ-ნელა გამოვუყვებით თბილისიკენ. გზად რაც შეგვხვდება ვნახოთ.

გეგმა III ჯერ არ მაქვს :D

ასე რომ, აბა გააქტიურდით, თორემ ალტერნატიული თანამგზავრების ძებნას დავიწყებ მალე :)

ამ გასვლას უფრო მომლოცველობითი ხასიათი აქვს და გთხოვთ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტოთ-გსურთ თუ არა შემოერთება :)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 20 მაი 2010, 23:15
by namcecuna
kiki

ვიცი ნინ, რომ ძალიან გინდა, იქნებ კიდეც მოახერხო :)
ახლა შენთვის უნდა მომეწერა პირადში :*

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 21 მაი 2010, 10:32
by Naia
ძალიან მინდა! იქნებ მოვახერხო ?...

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 21 მაი 2010, 17:35
by namcecuna
იქნებ მართლა, ნაი :)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 21 მაი 2010, 21:52
by deida kama
აუ რა კარგია.
და ისე თანხა რამდენი დაჯდება?

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 21 მაი 2010, 22:39
by namcecuna
deida kama

ჯერ არ ვიცი, ანზორის ჯერ არ შევხმიანებივარ :)
2-3 დღეში მეცოდინება სავარაუდო ფასი , რამდენიმე მძღოს დავურეკავ:)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 22 მაი 2010, 13:41
by zuradiver
მოგესალმებით! მე თუ მიმიღებთ სასტავში, აუცილებლად წამოვალ ჩემი მანქანით :D

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 22 მაი 2010, 14:08
by namcecuna
zuradiver

რა თქმა უნდა მიგიღებთ :)

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 24 მაი 2010, 14:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნამცეც
აბა, გახსენი თემა :სამომავლოებში: და გვითხარი, რა როგორ წარმოგიდგენია.
zuradiver wrote:მოგესალმებით! მე თუ მიმიღებთ სასტავში, აუცილებლად წამოვალ ჩემი მანქანით :D
შემადგენლობაში, ჩათვალე, რომ მიღებული ხარ.
თან, ჩვენს შემადგენლობაში ბარბარიზმებით საუბარი არაა მიღებული.
კეთილი იყოს შენი შემოკარვება.

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 24 მაი 2010, 16:20
by di_onise
იდეა მომწონს გეგმა 1ითურთ

ვნახოთ როგორ იქნება, თუ შევძელი შემოგიერთდებით უეჭველი

ფოკა 31 მაისი 1 ივნისი-ნინოობა ფარავნის ტბაზე

Posted: 24 მაი 2010, 19:37
by ARCHILI
zuradiver

ჩვენს სასტავში ისაუბრე როგორც გინდა ;) ეგ მხოლოდ შენი ნების საკითხია...

:)


namcecuna

ვფიქრობ წამოსვლაზე და მინდა, მაგრამ როგორ მოვახერხებ, არ ვიცი, ჩვენი სასტავი ფესვებტურში მივდვართ და..

:)

zuradiver - ს დაეკონტაქტე, თუ 3-4 ადამიანი იქნებით, შეგიძლიათ მისი მანქანით წახვიდეთ, ჩვენი კაცია...

ჰოდა... რა ვიცი, ეგება მეც ჩემი სურვილი რაღაც რეალისტურ მიზნად ვაქციო გეგმა II-ის მიხედვით... რა ვიცი... ვეცდები მაინც...

:)