ეს თემა რომ გავხსენი ძალიან მოუცლელად ვიყავი მაგრამ სულმა წამძლია და მაინც გამოვაქვეყნე
ჯერ გეგმა არ მაქვს, რადგან არ ვიცი რამდენად ეცლება ხალხს კვირის დასაწყისში, როგორც ვიცი 1 ივნისი სამუშაო დღეა.
რადგან გზა საკმაოდ გრძელი და დამღლელია ჩვენ სულ 31 მაისს დილით გავდივართ და უკან 1 ივნისს ვბრუნდებით
ვინც ჯერ კიდევ არ იცის , ვეტყვი, რომ ჯავახეთში, ფარავნის ტბის ახლოს, იმ ადგილას სადან წმ. ნინო შემოვიდა საქართველოში, არის მსოფლიოში ერთAდერთი ღია საკურთხეველი. მამათა მონასტრის ტერიტორიაზე.
31 მაისს ღამით მონატრის წმ. ნინოს სახელობის ტაძარში ტრადიციულად აღავლენენ ღამისთევით წირვა-ლოცვას. დილით ალბატ 10 საათზე უკვე ღია ტრაპეზზე ჩატარდება წირვა, რომელსაც რამდენიმე მეუფე ატარებს.
მე 8 წელია დავდივარ ამ საოცარ კუთხეში ნინოობის შესახვედრად და ფარავნის და ჯავახეთის მთების მონატრებული მადლის შესაგრძნობად. შარშან და შარშანწინ რამდენიმე კარაველიც შემომიერთდა, მათაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩამოიტანეს ჯავახეთიდან.
მიახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნეთ ძალიან დაუხვეწავ გეგმებს დავწერ და გადახედეთ
გეგმა I --- და ჩემთვის ყველაზე სასურველი
წავიდეთ 31 მაისს დილის 9 ან 10 საათზე , გზად ვნახოთ რამდენიმე ძეგლი-გააჩნია რომელ გზას გადავწყვეტთ,დავესწრებით ღამისთევის ლოცვას, ვისაც სურვილი ექნება გამოიძინებს მიკროავტობუსში, არა მგონია იქ კარვების გაშლა შევძლოთ. დილიტ დავესწრებით წირვას, ვისაც ამის სურვილი გვექნება და ნელ-ნელა გამოვუყვებით თბილისიკენ. გზად რაც შეგვხვდება ვნახოთ. და დავბრუნდეთ 1 ივნისს საღამოხანს.
გეგმა II --- თუ სამსახურებიდან გაპრობლემდა გათავისუფლება
წავიდეთ 31 მაისს საღამოს 5 საათზე, გზად არსად გავჩერდებით, ჩავალთ ფოკაში. დავესწრებით ღამისთევის ლოცვას, ვისაც სურვილი ექნება გამოიძინებს მიკროავტობუსში, არა მგონია იქ კარვების გაშლა შევძლოთ. დილიტ დავესწრებით წირვას, ვისაც ამის სურვილი გვექნება და ნელ-ნელა გამოვუყვებით თბილისიკენ. გზად რაც შეგვხვდება ვნახოთ.
გეგმა III ჯერ არ მაქვს
ასე რომ, აბა გააქტიურდით, თორემ ალტერნატიული თანამგზავრების ძებნას დავიწყებ მალე
ამ გასვლას უფრო მომლოცველობითი ხასიათი აქვს და გთხოვთ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტოთ-გსურთ თუ არა შემოერთება
