Page 1 of 22

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 04 იან 2006, 18:13
by Nika
ეგებ უკვე დაგვეწყო იდეების სროლა მომავალი წლის პახოდებზე? მე მაქ რამდენიმე იდეა. ნუ სტანდარტული ბირთვისი (კახას ხო უნდა ვანახოთ), შიომღვიმე?ცხვარიჭამია, ძაან კარგი და თან იოლი მარშუტია ასევე ალბათ არმაზიც. ეგ გასაგებია მგონი. გლობალურებიდან მე თქვენი არ ვიცი და თუშეთში აუცილებლად უნდა წავიდე. ხოდა გარდა ამისა არის კიდე 2 იდეა.
1) შარშანდელი იდეა რომელიც მიკამ და ნაჭყებიამ იასნია ვერ განახორციელეს. კერძოდ კი ლომისმთაზე მანქანით ასვლა და იქიდან სადმე აწყურისკენ დაშვება
2) ვისაც შარშან ზანავი?ნუნისი?ზვარე მარშუტი ნაკლებად მოეწონა ხედების არ არსებობის და ასევე სირთულე/სიგძის გამო მაქვს იდეა ამჯერად ზვარე?ქვიშხეთი გავიაროთ. პრინციპში პირიქითაც შეიძლება. მოკლედ ვარიაციები უამრავია. ძირიტადი იდეაა წიფამდე მატარებლით მისვლა და იქიდან ზვარეში ჩასვლა (გახსოვთ რომ ეს ნაწილი ჩვენ გაგვემაზა შარშან), მერე კიდე მეორე დღეს გადასვლა ლიხის ქედზე ქვიშხეთში. მოკლედ დეტალურად მერე დავწერ როცა მოახლოვდება ამისი დრო. უბრალოდ რო არ დამავიწყდეს მაგიტო დავწერე აქ.

ხო კიდე აგერ გვალვას ჰქონდა რაღც სუპერ მოგზაუობა სამეგრელს მთებში.

პლიუს ამას მანქანებით ჩერეზ გოდერძი აჭარაში შეიძლება, კიდე აბასთუმანი საირმე.

აბა თქვენი ფუტურისტული მარა საბოლოოდ განხორციელებადი იდეები ...

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 04 იან 2006, 18:42
by Kakha
ორი მარშრუტი რომელიც ვერ განოხორციელდა და დიდწილად ჩემს გამო :oops:

ერთი ან ორი დღე ბუჯიანი-მთავართა - ეგ არაგვის ხეობშია

და ორ ან მეტ დღიანი მანგლისი - რკონი ან მანგლისი - წინარეხი

ისე ზამთარშიაც შეიძლება სადმე გაძრომა ერთდღიანზე მაგალითად შედარებით ადვილი მარტყოფი ანდა ავენისი, რომელზედაც მე მგონი ჭკუა გადამეკეტა (სამწუხაროდ ამ შაბათ კვირას არაფერი გამომივა, ვერსად გავალ თბილისიდან)

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 04 იან 2006, 20:21
by guruli
Nika
გაუმარჯოს. ჩავლილ თუ მომავალ დღესასწაულებს გილოცავ. ამ ზაფხულს თუშეთში მეც აუცილებლად მივდივარ. როგორც ვიცი, რამდენიმე ფორუმელს კიდევ სურს წამოსვლა და მგონი, აჯობებს, ერთად დავლაშქროთ იქაურობა.
პლიუს ამას მანქანებით ჩერეზ გოდერძი აჭარაში შეიძლება, კიდე აბასთუმანი საირმე.
ეგეც მაგარი რამე იქნება. პლუს, აბასთუმან-საირმესთან ერთად ბახმაროც შეგიძლიათ მიაყოლოთ, ეგეც მაგარი ადგილია. პირადად ნამყოფი არა ვარ, მაგრამ ვიცი, ძალიან ლამაზი ადგილებია და თან საირმესთან საკმაოდ ახლოსაა.

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 04 იან 2006, 20:28
by guruli
ისე, იდეა მაქვს, გურიაც დავლაშქრო. გამოცდილებით და თუშების შეფასებითაც ვიცი, თუშეთზე არანაკლებ ლამაზია. ჩემი სოფელი არც ისე მაღალზეა, მაგრამ ისეთი ადგილებია, მთელი საქართველოს მომრები ხალხი მისი სილამაზით გაოგნებულა. ერთხელ სოფლის ყველაზე ცნობილ (ეკლესიურ ამბავში) მთაზე ყაზბეგელი მოხევე ავიყვანე და გაშტერდა ბიჭი, მთები არ მიკვირს, მაგრამ ჩვენთან ასეთი სილამაზე არააო. არადა, სოფელში ბევრად ლამაზი ადგილებია და უფრო მაღალ მთებში, ალპური საძოვრებისკენ რა იქნება :roll: და მაინც, ჯერ თუშეთში უნდა წავიდე.

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 04 იან 2006, 20:28
by ilia
ძალიან კარგი მარშრუტებია, ყველგან წავიდეთ :D .

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 04 იან 2006, 23:39
by Gvalva
დიდი მოგზაურობებიდან თუშეთი და... რაჭიდან-სვანეთში გადასვლა მინდა მე ძალიან!!
წვრილ-წვრილები შეიძლება სტიქიურადაც განხორციელდეს, ამათ კი დაგეგმვა უნდა.

რაჭა-სვანეთი რაჭის მხარე ფაქტიურად გარკვეული მაქვს, როგორ მივალთ სადამდე და ა.შ. სვანეთის მხარეს რა ხდება ეგაა გასარკვევი.

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:02
by guruli
დიდი მოგზაურობებიდან თუშეთი და...
გაუმარჯოს. გილოცავ, მრავალს დაესწარი.
მატება მოთუშეთე ხალხში? მე წინასწარ ვიბევებ თქვენთან ადგილს იმ იმედით, რომ უცხოობით იგნორირებას არ გამიკეთებთ. :lol: :lol: :lol:

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:03
by Mrs. Robinson
მგონი ჯობია პატარა კლასიფიკაცია მოვახდინოთ:
ერთდღიანები, ორი და მრავალდღიანები.
ან ასე მარტივი მარშრუტები ზამთრის მოკლე დღეებისთვის.

ისე ცხადია ერთ-ორ-დღიანები უფრო ადვილი დასაგეგმია. და დრო რომ გამოგვიჩნდება უფრო ადვილად შევარჩევთ წინასწარ უკვე დაგეგმილს და მოფიქრებულს...........

მე აბუხალოს ნახვა დიდი ხანია მინდა, ეგ ორდღიანი და არ დამავიწყდება....

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:05
by Nika
კარგია მიხარია რომ ამდენი იდეაა. განხორციელება კიდე მე მგონი ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს.
ხო კიდე კოტეტბელი არ შემოდის აქ და მაგის იდეას დავამატებ დავათის სახით.

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:11
by Nika
Mrs. Robinson
100% მართალი ხარ და ახლავე ვიზავ მაგ საქმეს როგორც თემის წამომწყები. თუ რამე გამომრჩა შემახსენეთ
მოკლე პახოდები ზამთარშიც განხორციელებადი:
1) ავენისი
2) დავათი
3) მარტყოფი

ცოტა გრძელი 1-2 დღიანი
1) ბირთვისი
2) შიომღვიმე–წეროვანი
3) წიფა–ზვარე–ქვიშხეთი
4) აბუხალო (აბა სადაა მოყევით)

გრძელი 2 დღეზე მეტი
1) ლომისმთა–აწყური (ან სხვა რამე მაგ მიდამოებში)
2) თუშეთი
3) გოდერძი-აჭარა
4) აბასთუმანი-საირმე (ამის წინასთან გადაბმა შეიძლება)
5) გურია
6) რაჭა–სვანეთი

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:14
by guruli
Nika
3 და 4 მართლა უპრობლემოდ გაერთიანდება. თანაც, მაგარი მარშრუტი გამოვა.

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:18
by guruli
თუშეთთან ხევსურეთის გაერთიანებაც უპრობლემოდ შეიძლება. ხევსურეთი კი არა, მაქედან ჩეჩნეთი და დაღესტანია ერთი ხელის გაწვდენაზე :lol:

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:34
by Mrs. Robinson
აბუხალოს გამოქვაბულებიზე სავარაუდო გასვლებში ცალკე თემაა. ისე ქარელის რაიონი, ძამას ხეობას უნდა დავუყვეთ თუ ავუყვეთ...............

წელს ზაფხულში თუ დამასვენებენ, მრავალდღიანზე მერე ვიფიქრებ.
მთიანი აჭარაც დიდი ხანია მინდა და მანდ არ ვარ ნამყოფი.

მოკლედ აგვისტოს ბოლოს რასაც დაგეგმავთ, იქ წამოვალ...........

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 00:37
by guruli
Mrs. Robinson
მთიანი აჭარაც დიდი ხანია მინდა და მანდ არ ვარ ნამყოფი.
ულამაზესია.

2006 წლის სეზონის იდეები

Posted: 05 იან 2006, 09:26
by Kakha
თქვენის ნებართვით დავამატებ რამდენიმე მარშრუტს
კახა



მოკლე პახოდები ზამთარშიც განხორციელებადი:
1) ავენისი
2) დავათი
3) მარტყოფი
4) დავით გარეჯა - ზამთარში ასევე შეიძლება

ცოტა გრძელი 1-2 დღიანი
1) ბირთვისი
2) შიომღვიმე–წეროვანი
3) წიფა–ზვარე–ქვიშხეთი
4) აბუხალო ძამას ხეობა
5) ტყემლოვანას მონასტერი - ასევე ძამას ხეობა - აბუხალოსთან შეიძლება გადაბმა
6) ბუჯაინი მთავართა - არაგვის ხეობა
7) ბირთვისში კანიონებით ჩასვლა (იმედია გვალვა გზას მიგვასწავლის)
8) ქსნის ხეობა - კაბენი, არმაზი (ქსნის ხეობის), წირქოლი, შეიძლება ლარგვისიც
9) თავკავთა - ქვათახევის ზემოთაა
10) თისელის მონასტერი (აწყურს ზემოთაა)

2-3 დღე (განსაკუთრებით შეიძლება ისინი დაინტერესდენენ ვინც შაბათ-კვაირას კიდევ ერთი დღე მიაყოლონ და სამსახურში არ მივიდნენ)
1) მანგლისი - წინარეხი ან მანგლისი - რკონი (იკვისა და ერთაწმინდას მონახულებით)
2) კლდეკარი - რკონი (თეძემის ხეობა) ან კლდეკარი - ტანას ხეობა - ირივე ხეობაში შეიძლება მოხვედრა კლდეკარიდან


გრძელი 2 დღეზე მეტი
1) ლომისმთა–აწყური (ან სხვა რამე მაგ მიდამოებში)
2) თუშეთი
3) გოდერძი-აჭარა
4) აბასთუმანი-საირმე (ამის წინასთან გადაბმა შეიძლება)
5) გურია
6) რაჭა–სვანეთი