Page 1 of 1
მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 30 აპრ 2010, 13:31
by Sh@ko
ბატონ ადმინს მივმართავ!
მოგესალმები ყოფილი ადმინი მსგავსი ძრავის (PHP BB 2) ფორუმიდან. ჩემს ფორუმსაც უამრავი სპამ-ბოტი შემოესია ვიაგრებისა და უაზრო/უცენზურო ფოტოების ფრიალით. ნეირონების საუკეთესო ნაწილი მათთან ბრძოლაში გაწყდა, მაგრამ ტვინის ერთმა უჯრედმა მოიფიქრა მსგავსი რამ:
სპამ ბოტები მხოლოდ ახალ თემას ხსნიან და უკვე გახსნილ თემებში არაფერს აკეთებენ. შევქმენი სპეციალური განყოფილება, სადაც ნებისმიერ დაურეგისტრირებელ იუზერს შეეძლო პოსტვა და არა თემის გახსნა. იქ უკვე იყო გახსნილი თემა, სადაც აქტივაციის მოლოდინში მყოფებს შეეძლოთ დაეპოსტათ თავისი ნიკი და ადმინი სანამ ნახავდა, სხვა ფორუმელები დააიმედებენ მაინც.
სასურველია, ეს განყოფილება ყველაზე მაღლა იყოს და მეტად ინფორმატიული სათაური ჰქონდეს (რათა მიხვდნენ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ პოსტვა).
სულ ეს იყო, ასე დავამარცხებთ, ვირტუალურად მაინც, გურჯულ სენს - ჩაწყობა-ნაცნობობას

მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 07 მაი 2010, 01:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sh@ko
კეთილი იყოს შენი შემოკარვება.
როგორ ფიქრობ, კგ ჰომ არ იქნებოდა, :იუზერი: ქართულად, ვთქვათ, :მომხმარებლად: რომ მოგვეხსენებინა?
მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 07 მაი 2010, 01:25
by Int3lig3nt
ასე დავამარცხებთ, ვირტუალურად მაინც, გურჯულ სენს - ჩაწყობა-ნაცნობობას
შენ არ იყავი, 20 ლარიანს რომ მიკუჭავდი ჯიბეში, გვალვასთან საქმეები ჩამიწყეო?!
მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 07 მაი 2010, 01:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sh@ko
ფორუმის 1ლვე განყოფილებაში ვნახე თემა, რომელიც რეგისტრაციასა და წევრობის მსურველთა გააქტიურებას ეხება.
იხილე ბმული (იმედია, სიტყვა :ლინკს: შენც არ ხმარობ):
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1491&start=0
მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 07 მაი 2010, 13:38
by Sh@ko

კარგი, იუზერი = მომხმარებელს! ბმულს მეც ეგრე ვამბობ...
მინდა ავღნიშნო, რომ წარმოშობით კომპინფოს ტექნიკური ფორუმიდან ვარ, ხოდა მიმაჩნია, ყველა ტერმინი ინგლისურიდან არ უნდა ითარგმნოს, თორემ დავიბნევით.
მაგალითად, პატივცემულ გვალვას უნდა ვუწოდოთ მმართველი, ბოტებს კი - არასასურველ გზავნილთა გამავრცელებლები. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ არ გვინდა ამათზე და "მომხმარებელზე" შევთანხმეთ ამჯერად.
იდეა ეხება იმას, რომ დარეგისტრირების თემაში პოსტვა მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. სხვებისთვის წერს:
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You can download files in this forum
ტექნიკურად შესაძლებელია დაურეგისტრირებლებისათვის პასუხის გაცემის უფლების მინიჭება (გამუქებული რაცაა), ჰოდა თვითონ დაწერენ თავიანთ სახელს და გაფუჭებული ტელეფონის თამაში აღარ მოუწევთ

საბაჟო პუნქტივით იქნება ერთი თემა რა
თუ სურვილი და დრო გექნებათ, მეც გამოვნახავ დროს და Wi-Fi დაშვების ზონაში შევხვდეთ ლეპტოპით (მე არ მაქვს) და ფორუმის მმართველითურთ და ფორუმის სამართავი სისტემიდან დაურეგისტრირებლებს მივანიჭოთ მხოლოდ თემაში პოსტვის უფლება. სულ ესაა.
მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 07 მაი 2010, 13:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
Sh@ko wrote:
კარგი, იუზერი = მომხმარებელს! ბმულს მეც ეგრე ვამბობ...
მინდა ავღნიშნო, რომ წარმოშობით კომპინფოს ტექნიკური ფორუმიდან ვარ, ხოდა მიმაჩნია, ყველა ტერმინი ინგლისურიდან არ უნდა ითარგმნოს, თორემ დავიბნევით.
ცხადია, ყველას ვერ ვთარგმნით - იმავე :ვინდოუსს: ან :მაიკროსფოტსა: თუ :ეფლის:, რადგან ისინი საკუთარი სახელებია.
მაგრამ :ქოფი-ფეისთი-ქათი: (copy, paste, cut) თუ :ლინკი-ნეთვორქი-მესიჯი-დაკლიკება-პრაბელი: და ა.შ,
სათარგმნი რომ არის, ფაქტია.
რაც შეეხება წინადადებას, რომ დაურეგისტრირებელ მომხარებელს 1 რომელიმე თემაში წერა შეეძლოს,
ვთქვათ - :აუ რაღაც მინდა ვთქვაში: ან სარეგისტრაციო თემაში, ურიგო არ იქნება.
თუმცა, ამას, ვგონებ, საბოლოოდ მაინც :კარავის: შემქმნელი გადაწყვეტს.
მინაწერი:
კინაღამ დამავიწყდა - რადგან შევთანხდით, რომ :იუზერი: ქართულად მომხმრებელია, სათაურშიც ჰომ არ შეცვლით?
მარტივია - თქვენს მიერვე დაწერილ წერილში მრჯვენა ზედა კუთხეში წერია :edit: და დააწკაპუნეთ.
დანარჩენსაც ადვილად მიხვდებით.
გმადლობთ
მომხმარებლების გასააქტიურებელი თემა ან განყოფილება
Posted: 07 მაი 2010, 14:10
by Sh@ko
მადლობა რომ შემახსენე, მე არც მეგონა თუ ამდენი ხნის შემდეგ მექნებოდა რედაქტირების უფლება...

კარგია, რომ შემიძლია.
გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს თუნდაც სარეგისტრაციო თემაში დაურეგისტრირებელი იუზერების წერის უფლებას (გამოცდილებიდან ვიცი

):
ზოგიერთი ზომაზე მეტად ეშმაკუნა მომხმარებელი თავს მოიკატუნებს, აქაოდა სხვა ვარო და ისე დაწერს რამეს

მაგრამ მმართველის თვალი მას მაინც ამოიცნობს IP-ს მიხედვით
