
მოგესალმები ყოფილი ადმინი მსგავსი ძრავის (PHP BB 2) ფორუმიდან. ჩემს ფორუმსაც უამრავი სპამ-ბოტი შემოესია ვიაგრებისა და უაზრო/უცენზურო ფოტოების ფრიალით. ნეირონების საუკეთესო ნაწილი მათთან ბრძოლაში გაწყდა, მაგრამ ტვინის ერთმა უჯრედმა მოიფიქრა მსგავსი რამ:
სპამ ბოტები მხოლოდ ახალ თემას ხსნიან და უკვე გახსნილ თემებში არაფერს აკეთებენ. შევქმენი სპეციალური განყოფილება, სადაც ნებისმიერ დაურეგისტრირებელ იუზერს შეეძლო პოსტვა და არა თემის გახსნა. იქ უკვე იყო გახსნილი თემა, სადაც აქტივაციის მოლოდინში მყოფებს შეეძლოთ დაეპოსტათ თავისი ნიკი და ადმინი სანამ ნახავდა, სხვა ფორუმელები დააიმედებენ მაინც.
სასურველია, ეს განყოფილება ყველაზე მაღლა იყოს და მეტად ინფორმატიული სათაური ჰქონდეს (რათა მიხვდნენ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ პოსტვა).
სულ ეს იყო, ასე დავამარცხებთ, ვირტუალურად მაინც, გურჯულ სენს - ჩაწყობა-ნაცნობობას
