Page 1 of 15

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 26 აპრ 2010, 22:36
by Gvalva
მოდით ამ თემაში ჩამოვყაროთ იდეები, რომ

კალენდარი 2011 "საქართველოს ჩანჩქერები"

რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს

ციხესიმაგრეების კალენდრის პრეზენტაციაზე ვთქვი რომ უკვე გვაქს ელ.ფოსტის მისამართი, სადაც უკვე შეგვიძლია გამოვაგზავნოთ ფოტოები, რომ ბოლო დღეებში არ გვქონდეს არქივები დასაქექი.

ელ.ფოსტის მისამართია: karavi.cal@gmail.com

ფაილის სახელის ფორმატი ისევ ისეთი, როგორც ციხესიმაგრეების დროს იყო: დასახელება_ავტორი.jpg მაგალითად: Niagara_Natela_shubladze.jpg

გთხოვთ, ფაილის სახელის ფორმატი აუცილებლად დაიცვათ რომ მერე კალენდარზე 21-ე საუკუნის უცნობი ავტორის ფოტოები არ გვქონდეს :)


რადგან კალედარში გადამწყვეტი ფოტოებია, გთავაზობთ გავეცნოთ ფოტოტექნიკას, რომელიც "რძესავით" ჩანჩქერების გადაღებას გვასწავლის

როგორ გადავიღოთ ჩანჩქერი

http://www.photostart.ru/photography/in ... rfall.html

ბოდიში, რომ ვერ ვთარგმნე, მაგრამ ამ სტატიაში ფოტოებიც არის და ამით მეპატიოს :)

ასევე შეიძლება ამავე თემაზე თავადაც მოიძიოთ სტატიები ინტერნეტში და დაინტერესებული მსურველებმა უჩენიებზე :) ბოტანიკურ ბაღშიც შეიძლება გავრისკოთ წასვლა :)...

ვისაც ბოტანიკურამდე ეზარება, ერთი კაცი გვყავს სპეციალურად ამისთვის დაქირავებული, ქალაქში შადრევნებს აკეთებს...

ცოტა ძვირს კი იღებს... მაგრამ გთხოვთ ამ თემაზე აღარ გავაგრძელოთ :), უბრალოდ, შადრევნები სავარჯიშოდ გამოვიყენოთ :)

გთხოვთ, განსაკუთრებით ეცადოთ ჩანჩქერების მრავალფეროვნად გადაღებას, სულ რომ ერთნაირი კალენდარი არ გამოგივიდეს და მოსაწყენი არ იყოს დათვალიერება

ასევე გთხოვთ, ამ თემაში ჩამოვწეროთ, რომელ ჩანჩქერზე როგორ მიისვლება, რომ ვინმემ რომ არ იცოდეს ამ შაბათ-კვირას სად წავიდეო, შემოიხედოს აქ და ადვილად დაგეგმოს რომელიმე ჩანჩქერის მონახულება.

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 27 აპრ 2010, 19:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, მესმის საქმე.
სულ სხვა საქმეა კალენდარზე აქედანვე ზრუნვა.

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 28 აპრ 2010, 21:11
by ARCHILI
Gvalva wrote:
რადგან კალედარში გადამწყვეტი ფოტოებია, გთავაზობთ გავეცნოთ ფოტოტექნიკას, რომელიც "რძესავით" ჩანჩქერების გადაღებას გვასწავლის

როგორ გადავიღოთ ჩანჩქერი
და... აუცილებელია, რომ ამ ფოტოებზე კალენდრები მხოლოდ "რძესავით" იყოს?

:roll: :roll: :roll:

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 29 აპრ 2010, 15:39
by Gvalva
რ თქმა უნდა არ არის აუცილებელი და ჩემი აზრი თუ განტერესებს დიდად არც მომწონს, რადგან მე როცა ჩანჩწერთან ვდგევარ მასეთს არ ვხდეავ, მაგრამ ინტერნეტში waterfall რომ ჩაწერო და ჩანჩქერების ფოტოები დაათვალიერო ყველა მასეთია

უბრალოდ, ასეთი ტექნიკა რომ არსებობდა ფოტომოყვარული რომ ვიყავი იმ დროიდან მახსვს და ეხლა ზუსტად დრო იყო ეგ ცოდნა გამეშეარებინა :)

ისე, კი მინდა რომ ზოგი ასეთი იყოს ზოგი ისეთი, იმიტომ რომ ცოტა მეშინია მოსაწყენად ერთფეროვანი არ გამოვიდეს ჩვენი კალენდარი - ჩანჩქერი მწვანე ფოთლებში 100 მ-დან გადაღებული... არადა სხვა რა უნდა იყოს მართლა ძნელი მოსაფიქრებელი :)

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 29 აპრ 2010, 23:15
by ARCHILI
დიდი მადლობა...

თორემ ვიფიქრე, ჩემი გადაღებული ფოტოების შეთავაზებას აზრი აღარ ექნება, თუ მხოლოდ "რძიანზეა" მოთხოვნილება-თქო...

:)

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 30 აპრ 2010, 01:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva wrote:გამეშეარებინა :)
ბატონო გვალვა, ეს სიტყვა რას ნიშნავს?
გაზიარებას?

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 30 აპრ 2010, 02:05
by teo-
ცოტა გემრიელი ფოტოებიც რო ჩააქსოვოთ ამ კალენდარში არ გინდათ ?


:lol:

Image

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 30 აპრ 2010, 08:47
by zura N.
teo-
დააკონკრეტე ვისიააა... :P

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 30 აპრ 2010, 12:17
by teo-
zura N.
ყოურ :P

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 08 ივლ 2010, 23:31
by lama
Image

შდგრა

უკვე გადმოვაგზავნე :)

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 09 ივლ 2010, 18:24
by burdiani
ერთი თხოვნა კითხვასავით მაქვს და იმედია გაიზიარებთ ჩემს მოსაზრებას:

როგორც ვიცი წინა ორ კალენდარში ვერ მოხვდა აფხაზეთის სურათები (თუ არასწორად მახსოვს, მაპატიეთ). გასაგებია რომ ეს სურათებიც ავტორის მოწოდებული უნდა იყოს და სისც რომ აფხაზეთში სურათის გადაღება ქართველმა ალბათ ბოლოს 20 წლის წინ შეძლო, მაგრამ ეგება მაინც მოგვეხერხებინა, მოგვეძებნა და თუნდაც ფირიდა თუნდაც საიდანმე, პატარა სურათებად მაინც ჩაგვერთო ამჯერად მაინც...
აქცენტს ამ შემთხევაში ვაკეთებ ორ ჩანჩქერზე:

გეგის ჩანჩქერი რომელიც პირდაპირ გამსკდარი კლდიდან გადმოედინება და ულამაზესია

კლიჩის ჩანჩქერი, ზემო აფხაზეთში (კოდორის ხეობა) რომელიც როგორც მე ვიცი უმაღლესია საქართველოში - 100 მ

ასევე მსემენია მარუხის ჩანჩქერზეც, მაგრამ ამ ორზე ვამახვილებ ყურადღებას და ეგებ რამე მოვახერხოთ :(

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 06 სექ 2010, 14:00
by gorgala
მაჭახელას ხეობაშია ლამაზი ჩანჩქერები,სამწუხაროდ ფოტო არ მომეპოვება(

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 06 სექ 2010, 22:07
by Giorgi Bagrationi
გეგაზე ნამყოფი ვარ და ალბათ მოგაწვდით :wink:

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 08 სექ 2010, 09:32
by Hereti
burdiani
ვეთანხმები შენს აზრს

იდეები ჩანჩქერების კალენდრისთვის

Posted: 22 ნოე 2010, 02:06
by paata_
რა ხდება?

არ გამოდის წელს კალენდარი?