კალენდარი 2011 "საქართველოს ჩანჩქერები"
რაც შეიძლება კარგი გამოვიდეს
ციხესიმაგრეების კალენდრის პრეზენტაციაზე ვთქვი რომ უკვე გვაქს ელ.ფოსტის მისამართი, სადაც უკვე შეგვიძლია გამოვაგზავნოთ ფოტოები, რომ ბოლო დღეებში არ გვქონდეს არქივები დასაქექი.
ელ.ფოსტის მისამართია: karavi.cal@gmail.com
ფაილის სახელის ფორმატი ისევ ისეთი, როგორც ციხესიმაგრეების დროს იყო: დასახელება_ავტორი.jpg მაგალითად: Niagara_Natela_shubladze.jpg
გთხოვთ, ფაილის სახელის ფორმატი აუცილებლად დაიცვათ რომ მერე კალენდარზე 21-ე საუკუნის უცნობი ავტორის ფოტოები არ გვქონდეს

რადგან კალედარში გადამწყვეტი ფოტოებია, გთავაზობთ გავეცნოთ ფოტოტექნიკას, რომელიც "რძესავით" ჩანჩქერების გადაღებას გვასწავლის
როგორ გადავიღოთ ჩანჩქერი
http://www.photostart.ru/photography/in ... rfall.html
ბოდიში, რომ ვერ ვთარგმნე, მაგრამ ამ სტატიაში ფოტოებიც არის და ამით მეპატიოს

ასევე შეიძლება ამავე თემაზე თავადაც მოიძიოთ სტატიები ინტერნეტში და დაინტერესებული მსურველებმა უჩენიებზე


ვისაც ბოტანიკურამდე ეზარება, ერთი კაცი გვყავს სპეციალურად ამისთვის დაქირავებული, ქალაქში შადრევნებს აკეთებს...
ცოტა ძვირს კი იღებს... მაგრამ გთხოვთ ამ თემაზე აღარ გავაგრძელოთ


გთხოვთ, განსაკუთრებით ეცადოთ ჩანჩქერების მრავალფეროვნად გადაღებას, სულ რომ ერთნაირი კალენდარი არ გამოგივიდეს და მოსაწყენი არ იყოს დათვალიერება
ასევე გთხოვთ, ამ თემაში ჩამოვწეროთ, რომელ ჩანჩქერზე როგორ მიისვლება, რომ ვინმემ რომ არ იცოდეს ამ შაბათ-კვირას სად წავიდეო, შემოიხედოს აქ და ადვილად დაგეგმოს რომელიმე ჩანჩქერის მონახულება.