Page 1 of 3

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 10 აპრ 2010, 20:35
by Gvalva
18:30-ზე ტელევიზიის წინ შევიკრიბოთ. (მე ჩავამატე)
ეხლა ერთ-ერთ თემაში კარავის შექმნა ვახსენე და გამახსენდა რომ 16 აპრილიც აქვეა და თითქმის მოსულა...

ერთი სათხოვარი მაქვს ამ დღესთან დაკავშირებით :)

სანამ ამას გეტყვით ერთ ლამაზ ამბავს გავიხსენებ, თურმე ლეგენდები მარტო წინა საუკუნეებში კი არ იქმნებოდა, თურმე ეხლა, მე-20 საუკუნეშიც საუკუნის შესაბამისი ლეგენდები იქმნება:

რუსეთი მოდაში აღარაა, მაგრამ ეს ამბავი სწორედ რუსეთში მოღვაწე განსაკუთრებულ ადამიანს, ოფთოლმოლოგ ფიოდოროვს უკვშირდება. მას თავისი "სკოლა" ქონდა და უამრავი "მოსწავლე" გაზარდა. ფიოდოროვი მოულოდნელად გარდაიცვალა და მის მოსწავლეებს, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკუთარი კლინიკები აქვთ და სახელმოხვეჭილი ექიმები არიან, ფიოდოროვის ხსოვნის პატივსაცემად ასეთი ტრადიცია ქონიათ: მის დაბადების დღეს უფასოდ მკურნალობენ პაციენტებს!

მის საფლავზე კი არ იკრიბებიან ჭიქის ასაწევად, პაციენტებს უფასოდ მკურნალობენ!

ხოდა მეც ასეთი რამ მინდა გთხოვოთ :)

ვინც კარაველები ვართ, ვისაც კარავში შემოგვიხედია, კარავის გასვლაში ვყოფილვართ და უკან კმაყოფილი დავბრუნებულვართ

16 აპრილის უახლოესი შაბათ-კვირა გაატარეთ ღია ცის ქვეშ. წაიყვანეთ თქვენი ცოლ-შვილი, ქმარ-შვილი, მეგობრები, სტუდენტები, მეზობლები... ვის ადგილდან დაძვრასაც შეძლებთ

ლაშქრობა იქნება, ბამბიქტონის თამაში, ველოსიპედით სიარული თუ რა, ჰაერზე გაატარეთ ეს ერთი დღე. გაზაფხული ძალაში შედის და ყველას გესიამოვნებათ.

თუ ამ გასვლა-შემოსვლის ამბავს კარავზე დაწერთ ხო კაი, თუ არა, უბრალოდ, თუ ფიქრობ რომ შენ კარაველი ხარ, შენს გვერდით ვინც არის იმისთვის აღნიშნე კარავის დაბადების დღე - ერთი დღე ღია ცის ქვეშ!

და თუ შეიძლება ამ დღეს ნუ აღნიშნავთ რესტორანში. მე იმას არ ვამბობ რომ იმ დღEს სახინკლეები დაიკეტოს და ჭეშმარიტი კარაველები შიმშილით დაიტანჯონ, უბრალოდ, კარავის დაბადების დღის აღსანიშნად რესტორანში ნუ წახვალთ. იმიტომ რომ კარავის შექმნის ერთ-ერთი იდეა ეგეც იყო რომ...

მოკლედ, რაც იყო, იყო :)

ხოდა ეგრე, ერთი თხოვნა მეთქი და მეორეც შემოგაპარეთ :P

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 10 აპრ 2010, 20:44
by Hereti
თუ მაგ დღეს არ ვიმუშავე გპირდებით კარგ რეპორტაჟს ლელა

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 10 აპრ 2010, 22:05
by Mrs. Robinson
წმინდა კარვული იდეაა. მოვიხიბლე!!!!! :)

მგონი ცალკ-ცალკე თემების გახსნას, ჯობია საერთო თემა გავხსნათ და ყველა იქ მოყვება ორიოდ სიტყვით ან თითო ფოტოთი.....
და ყოველ წელს ასე......
16 აპრილის ამგვარად აღნიშვნა ტრადიციად ვაქციოთ!!!! :)

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 11 აპრ 2010, 11:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
დიკლო9ის გარდაცვალების გამო, რა დაბადების დღის აღნიშვნაზეა ლაპარაკი?
სიმბოლურად, მისი 40ის შემდეგ, ბუნებაში ტორტის გაჭრა კიდევ შეიძლება.
შარშან ბაგინეთში კოცონთან გავჭერით
შარშანწინ კი - ლისის ტბაზე

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 11 აპრ 2010, 23:03
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
გააჩნია, რა ფორმით აღნიშნავ დაბადების დღეს

მაგალითად, ბუნებაში გასვლა ძალიან კარგი იქნებოდა
რასაც ვერ ვიტყვი რესტორანში დაჯდომასა და ტორტის გაჭრაზე

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 13 აპრ 2010, 13:16
by <NINI88>
ერთად რომ წავიდეთ სადმე არა?

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 14 აპრ 2010, 11:56
by chuna
მთავარი იდეა, რაც ადმინის მიმართვიდან "გავიგე", (მაპატიეთ, თუ ვერ გავიგე)-ისაა, რომ თავიდან მოგვიშორა...დაახვიეთ და საერთოდ ნუ შემაწუხებთო....სადმე შორს წადით...ბუნებაში და კისერიც გიტეხიათო.....


და, საერთოდ.....ნუ გამიხდით სანანებელს, რომ "მივქარე" და ეს ფორუმი დავაარსეო!!!!!!

გაიგეთ? თუ ვერ გაიგეთ, ან არ დამეთანხმეთ, კიდევ ერთხელ "ყურადღებით" წაიკითხეთ ადმინის სიტყვა.

ჰოდა, "წავიდეთ კუტა სადმე ბუნებაში...ან იმის იქით..."


:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 14 აპრ 2010, 16:54
by Wanderer
chuna
:D

გავმრავლდით უკვე ძალიან. :) ჯერ მარტო კარვის 879 მომხმარებლის გადაკოცნა თქვი მარტო. :D თან დამშვიდობებისასაც ხომ უნდა გადაკოცნო?! ხოდა ეგეც შენი 1758 კოცნა. :D გაუძლებს ვინმე? :D

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 14 აპრ 2010, 17:33
by ilia
16 აპრილი პარასკევია და წინადადება შემომაქვს სადმე ახლოს გავიდეთ (მაგალითად: წყნეთი, კოჯორი, თბილისის ზღვა) კარვებით და ერთად გავატაროთ სასიამოვნო საღამო, შემდეგ ვისაც სურვილი ექნება სახლში დაბრუნდეს, მე და ჩემნაერები კი კარვებში გავათენებთ ღამეს.

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 14 აპრ 2010, 17:34
by guruli
chuna
მთავარი იდეა, რაც ადმინის მიმართვიდან "გავიგე", (მაპატიეთ, თუ ვერ გავიგე)-ისაა, რომ თავიდან მოგვიშორა...დაახვიეთ და საერთოდ ნუ შემაწუხებთო....სადმე შორს წადით...ბუნებაში და კისერიც გიტეხიათო.....


და, საერთოდ.....ნუ გამიხდით სანანებელს, რომ "მივქარე" და ეს ფორუმი დავაარსეო!!!!!!
:D :D :D :D :D :D :D

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 14 აპრ 2010, 18:48
by MIRANDA
Gvalva
მიყვარხარ!
მე მასე მოვიქცევი :))) ჩემმა აქაურმა მასპინძლებმა კარვის შესახებ უკვე იციან (რა თქმა უნდა) და მათაც უყვართ ბოდიალი და წანწალი და რამეს მოვიფიქრებთ. ფოტოებსაც დავდებ მერე :)))

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 16 აპრ 2010, 11:45
by Gvalva
ნათქვამის განმარტებისთვის: :)

ეტყობა ისე მომხიბლა ლამაზმა ისტორიამ რომ სათქმელი კარგად ვეღარ ვთქვი

ასე ვქნათ წლების განმავლობაში მეთქი. არავის არაფერზ არ ვავალდებულებ :), უბრალოდ აზრი ვთქი, კარგი ხომ არ იქნებოდა მეთქი

რაც შეეხება რომელიმე კონკრეტულ წელს რა ვქნათ

თუ ერთად რამის ქნას გადავწყვეტთ, ვინც მიიღებს ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობას ხომ მიიღებს და თუ ვინმე რამე მიზეზით ვერ შეძლებს ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობას, სადაც იქნება, ვისთანაც იქნება ახსოვდეს და თავისი კარაველობის სიხარული იმათაც ასეთნაირად გადასდოს მეთქი

აი, მირანდამ მაგალითად, ზუსტად გაიგო! სხარტია და იმიტომ! :)

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 16 აპრ 2010, 12:48
by ilia
კარვის დაბადების დღის აღსანიშნავად მინდა რომ შევიკრიბოთ 18:30-ზე ტელევიძიის წინ (კოსტავას 68 ) და სადმე ახლოს გავიდეთ ბუნებაში (მე მანქანით ვარ), ცეცხლი დავანთოთ და სასიამოვნო საღამო გავატაროთ. მერე კი დავიშალოთ.



ველი გამოხმაურებებს, ადგილები შეზღუდულია

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 16 აპრ 2010, 13:11
by Gvalva
ilia

ბიჯო, რაც შენ ჩაამატე მიგეწერა მაინც მე ჩავამატეო :)

16.04.10 კარავის დაბადების დღე

Posted: 16 აპრ 2010, 14:13
by ilia
Gvalva wrote:ilia

ბიჯო, რაც შენ ჩაამატე მიგეწერა მაინც მე ჩავამატეო :)
:idea: კაი, მივაწერ