ეხლა ერთ-ერთ თემაში კარავის შექმნა ვახსენე და გამახსენდა რომ 16 აპრილიც აქვეა და თითქმის მოსულა...
ერთი სათხოვარი მაქვს ამ დღესთან დაკავშირებით

სანამ ამას გეტყვით ერთ ლამაზ ამბავს გავიხსენებ, თურმე ლეგენდები მარტო წინა საუკუნეებში კი არ იქმნებოდა, თურმე ეხლა, მე-20 საუკუნეშიც საუკუნის შესაბამისი ლეგენდები იქმნება:
რუსეთი მოდაში აღარაა, მაგრამ ეს ამბავი სწორედ რუსეთში მოღვაწე განსაკუთრებულ ადამიანს, ოფთოლმოლოგ ფიოდოროვს უკვშირდება. მას თავისი "სკოლა" ქონდა და უამრავი "მოსწავლე" გაზარდა. ფიოდოროვი მოულოდნელად გარდაიცვალა და მის მოსწავლეებს, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკუთარი კლინიკები აქვთ და სახელმოხვეჭილი ექიმები არიან, ფიოდოროვის ხსოვნის პატივსაცემად ასეთი ტრადიცია ქონიათ: მის დაბადების დღეს უფასოდ მკურნალობენ პაციენტებს!
მის საფლავზე კი არ იკრიბებიან ჭიქის ასაწევად, პაციენტებს უფასოდ მკურნალობენ!
ხოდა მეც ასეთი რამ მინდა გთხოვოთ

ვინც კარაველები ვართ, ვისაც კარავში შემოგვიხედია, კარავის გასვლაში ვყოფილვართ და უკან კმაყოფილი დავბრუნებულვართ
16 აპრილის უახლოესი შაბათ-კვირა გაატარეთ ღია ცის ქვეშ. წაიყვანეთ თქვენი ცოლ-შვილი, ქმარ-შვილი, მეგობრები, სტუდენტები, მეზობლები... ვის ადგილდან დაძვრასაც შეძლებთ
ლაშქრობა იქნება, ბამბიქტონის თამაში, ველოსიპედით სიარული თუ რა, ჰაერზე გაატარეთ ეს ერთი დღე. გაზაფხული ძალაში შედის და ყველას გესიამოვნებათ.
თუ ამ გასვლა-შემოსვლის ამბავს კარავზე დაწერთ ხო კაი, თუ არა, უბრალოდ, თუ ფიქრობ რომ შენ კარაველი ხარ, შენს გვერდით ვინც არის იმისთვის აღნიშნე კარავის დაბადების დღე - ერთი დღე ღია ცის ქვეშ!
და თუ შეიძლება ამ დღეს ნუ აღნიშნავთ რესტორანში. მე იმას არ ვამბობ რომ იმ დღEს სახინკლეები დაიკეტოს და ჭეშმარიტი კარაველები შიმშილით დაიტანჯონ, უბრალოდ, კარავის დაბადების დღის აღსანიშნად რესტორანში ნუ წახვალთ. იმიტომ რომ კარავის შექმნის ერთ-ერთი იდეა ეგეც იყო რომ...
მოკლედ, რაც იყო, იყო

ხოდა ეგრე, ერთი თხოვნა მეთქი და მეორეც შემოგაპარეთ
