Page 1 of 4
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 11:57
by Hereti
ბევრი კარაველი ნამყოფია ალბათ ჰერეთში ბევრიც არა, ხოდა იქნებ წავსულიყავით და მოგვენახულებინა საქართველოს ერთ ერთი უძველესი კუთხე, მერწმუნეთ სანახავი ბევრია
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 11:58
by Hereti
ორთაჭალის სადურიდან გადის ყოველდღე მინიბუსი ,
ფასი 10 ლ
მანძილი 250 კმ
აუცილებელია საზღვარგერეთის პასპორტი
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 12:03
by Hereti
ხო მართლა არ უნდა ჰქონდეს პასპორტში სომხური ბეჭედი და რათქმა უნდა არ უნდა იყოს სომეხი
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
m.javarashvili
შესანიშნავი თემაა.
თუ შეიძლება, ამავე თემაში ჩამოწერე, რა არის სანახავი ჰერეთში?
სად როდის სჯობს წასვლა.
რამდენი ქართული რაიონია და ა.შ.
შევქმნათ ჰერეთის 1გვარი ცნობარი და ვინც რამე ვიცით, დავამატებთ.
და კიდევ, მაწიმიდან, ანუ, საქართველოს საზღვრიდან ბაქომდე მინიბუსი რამდენ ხანში ჩადის?
6 სთში ჩაეტევა?
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:37
by Hereti
ბაქომდე? რასც თბილისიდან უნდა ოდნავ ნაკლები, 6 საათში ვერანაირად ვერ მივა როგორც ვიცი
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:39
by Hereti
ქართული რაიონი ერთია კახის რაიონი, იქ მასობრივად ცხოვრობენ ქართველები და ქართული სოფლების იქვეა,
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:42
by Hereti
ქართული სოფლებია>
ალიბეგლო
ალათემური
ყარამეშა
მეშაბაში
ქოთუქლუ
კიდეა მგონი სახელი არ მახსოვს გავიხსენებ და დავწერ
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:43
by Hereti
ეკლესიები
წმინდა ნინოს სახელობის- ალიბეგლოში
წმინდა გიორგის სახელობის - კახისტავში
წმინდა გიორგის ქურმუხის ეკლესია
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
m.javarashvili wrote:ქართული რაიონი ერთია კახის რაიონი, იქ მასობრივად ცხოვრობენ ქართველები და ქართული სოფლების იქვეა,
ბელექანი და ზაქათალაც ქართული რაიონებია.
შეკის რაიონშიც ბევრი ეთნიკური ქართველია.
ხსენებულ რაიონებში ქართველთა ნაწილი გამაჰმადიანდა.
ენა, თითქმის არავის დაუვუწყია
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:51
by Hereti
მართალი ხარ, მაგრამ ცოტა ცხოვრობს მანდ ქართველი ძალიან, ესე საზღვრიდან კახამდე სულ ქართულია
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
m.javarashvili wrote:ქართული სოფლებია>
ალიბეგლო
ალათემური
ყარამეშა
მეშაბაში
ქოთუქლუ
კიდეა მგონი სახელი არ მახსოვს გავიხსენებ და დავწერ
ამ ჩამონათვალში ვერ ვხედავ სოფელს -
კახისთავი, რომელსაც აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ 80ან წლებში
კახიბაში (:ბაში: აზერბაიჯანულად :თავს: ნიშნავს. დაარქვა.
ამ სოფელში დიდი ქართული სკოლაა.
ამასთან, საკურორტო ზონად ითვლება.
ალიბეგლოში ქართული თეატრი მოქმედებს
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:53
by Hereti
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:55
by Hereti
დოკუმენტი დავდე ვფიქრობ გამოგადგებათ აბა ნახეთ
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:56
by Hereti
ჰერეთის სამთავრო - ფეოდალური ხანის პოლიტიკური ერთეული საქართველოში, რომელიც VIII საუკუნის II ნახევარში გამოეყო ქართლის საერისმთავროს. ჰერეთის დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს შექმნა განაპირობა ქართლის საერისმთავროს სოციალური-ეკონომიკური განვითარების მაღალმა დონემ და ფეოდალური ურთიერთობის შემდგომმა გაღრმავებამ. სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა VIII საუკუნის I ნახევარში არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართლის საერისმთავროს შეუპოვარი ბრძოლის პირობებში. VIII საუკუნის 40-50-იან წლებში ქართლის ერისმთავრის არჩილის შემწეობითა და ნებართვით ჰერეთში დამკვიდრდნენ ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები. ქართლის უკანასკნელი ერისმთავრების იოანესა და ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ ამ ბაგრატიონებმა დაიპყრეს მთელი ჰერეთი შაკიხიდან (ე. ი. შაქიდან) გულგულამდე (დაახლოებით თელავამდე) და საფუძველი ჩაუყარეს ჰერეთის ფეოდალურ სამთავროს.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ეს მოხდა 787. ახლადშექმნილი ჰერეთის სამთავროს ტერიტორია მოიცავდა გაღმამხარს, საინგილოს, შიგნიკახეთს, კამბეჩანსა და შაქს. ჰერეთის მთავარს ემორჩილებოდა აგრეთვე დაღესტნის მთიანეთის ნაწილი: ხუნძარი და დიდოეთი. პოლიტიკური-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. შაქი.
განსაკუთრებით ძლიერი იყო ჰერეთის სამთავრო IX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. ამ ხანაში ჰერეთის მთავარმა ჰამამმა 893 წელს მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა ჰერეთის სამეფო.
მოვიაროთ ჰერეთი
Posted: 11 მარ 2010, 13:59
by Hereti
საინგილო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე აზერბაიჯანში. იგი ისტორიული კახეთის, კერძოდ ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი იყო. ამ ტერიტორიის საქართველოდან ჩამოცილება დაიწყო 1604 წელს, როდესაც შაჰ-აბასმა იგი წახურელ ლეკებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამას მოჰყვა ამ მიწაზე ლეკების ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII ს-ში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს იანგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”.
1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათალის ოლქის სახელით. 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას