მოვიაროთ ჰერეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:01

ერთ კარგი ადამიანის საიტზე ვნახე ეს


საინგილო, ანუ ჰერეთი
კავკასიონის მთის ძირას, საქართველოს აღმოსავლეთში
იგი ერთია ადგილი, სახელად ჰერეთი ჰქვია.
ადგილი ესე ქართული, დღეს არ გვეკუთვნის ჩვენაო
დიდი ხნის წართმეული არს, პატარა შვილი დედასო.

იავნანას მოუსმენელსა და დედის რძეს მოკლებულსა
არც არვინ მოეფერება, არც არვინ მოეშველება,
კისერზე ადგას უღელი, თავჩაქინდრული დადისო
დედისგან მივიწყებული, გულში მალულად სტირისო.

II
მაგრამ დრო იყო ოდესღაც, ჩვენ საქართველოს ერთობის
თამაშის, მხიარულობის, ქეიფობის და გართობის
და მეფე ჰყავდათ: ჭკვიანი, ბრძენი, თავმდაბალი და ლაღია,
მთელი ქვეყანა ჰყვაოდა როგორც ედემის ბაღია.

ეს ჩვენი მხარე ჰერეთი, სულ სილამაზით განთქმული,
ლამაზი მაღალი მთებით, ჩანჩქერებითა მორთული,
მთებზე შველი და ირმები და ჯიხვი მთების მშვენება,
წყალკამკამა მდინარე, თევზი მდინარის მშვენება.

და სულ ლამაზი ჩიტები: გვრიტი, მერცხალი, ბულბული,
ხოხობი, მტრედი, ქედანი და ეს ლამაზი გუგული.
მათი საამო ჭიკჭიკი, მათი საამო გალობა,
ამ მხარეს სულს უღვიძებდა, ამ მხარეს გულს უხარებდა
ამ მხარის ხალხი ბუნებით, შეზავებულნი მარილით,
თავმდაბალი და ჭკვიანნი, სტუმართ მოყვარე ყველასთან
და გამკითხავი გლახაკთა, ბუნებისაგან რჩეულნი

III
თურმე წინათვე ეს მხარე, მტერთ შემოსასვლელი ყოფილა,
დარაჯი საქართველოსი ოდითგან აქა ყოფილა.
მთელ საქართველოს კუთხეებში, რაც კი გმირები ყოფილან,
სულ იყვნენ ამ მხარეშია, გადმოყვანილნი ყოფილან.
იგი ამ მხარეს ტურფასა, გმირების მხარეს ეძახდნენ,
განთქმული სილამაზითა, ყველას სულში რომ სწვდებოდნენ.

IV
მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრება, ყოველთვის ესე როდია,
გრძელსა სწორ გზასა ყოველთვის, მოსახვევნი რომ მოდიან.
თურმე რანდენი ხანია, მტრები ჩვენზე ემზადებოდნენ,
მრავალჯერ მეტნი ჩვენზედა, ჩვენს მოსპობას რომ ლამობდნენ.

ერთ დღესაც მძვინვარე მტრებმა, ჩვენს თავზეც დაიგრიალა
და ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა დაატრიალა.
სუყველა ერთად მოვიდა; ჭექა-ქუხილი, მეხია.
გასწყვიტონ დიდი-პატარა, ქალი, მოხუცი, ბერია.
გასწყვიტონ ქართველი ერი, გადაუმტვრიონ წელია.

მოადგნენ ქართლის საზღვრებსა, მოადგნენ როგორც მელია,
გამოუცხადებლად ომი, რომელ ვაჟკაცთა წესია?!
მათ წინ დაუხვდათ ქართველი, მთელი ქვეყნისა ჯარია,
მაგრამ მტრის რიცხვი ქართველზე, მრავალჯერ არის მეტია.

ბევრი იბრძოლეს ქართვლებმა, ბევრი ქნეს საგმირონია,
მაგრამ სიჭარბემ აჭარბა და ამოქანცა ჯარია,
ერთ კაცზე ოცდაათი მოდის, როგორ უსწორდეს მკლავია?!

რამდენმა სისხლი დაღვარა, ამ ჩვენს პატარა მიწაზე.
რამდენ ვაჟკაცმა შესწირა, მთელი თავისი ჯანია,
რამდენმა სატრფო დაკარგა, თავისი საყვარელია.
რამდენს მოუსწრო სიკვდილმა, რამდენს უმწარდა დღენია.

რამდენ დედასა ჩააცვა გლოვამ შავები ტანზედა,
რამდენმა სატრფომ გულისამ მათ გადააყოლა თავია.
ამდენმა მტრის მოძალებამ მაინც იჩინა თავია,
ვეღარ უმკლავდნენ ქართველნი, აღარც კი შერჩათ ჯარია.

გმირებმა გმირულს ბრძოლაში, გმირად გასწირეს თავია!
მათი ხსოვნა ჩვენს გულებში, მუდამაც დასარჩენია,

V
გაოხრებული ქვეყნისა, ნაწილი იგდეს ხელშია,
რომელსაც ჰერეთი ჰქვია, საინგილოდ წოდებულია.
მოსპეს გმირთა ქვეყანა, დასწვეს და ააოხრესა.
ეკლესიები ანგრიეს, მოსპეს რჯული და წესია.

VI
რამდენმა სისხლი დაღვარა, რამდენმა თავი გასწირა.
სისხლით მორწყულმა მთა-ბარმა მაინც თავისი იჩინა
და ჩვენთა გმირთა ტანჯვამა, ტყუილად არ ჩაიარა

ოთხასი წლისა მანძილზე, ჩვენ გვაწამებდნენ მტრებია,
მაგრამ მაინც ვერ გაგვტეხეს, ვერ გვახრევინეს ქედია,
ვერ დაგვათმობინეს ენა ჩვენ, ვერცა ქართული წესია,
ბევრმა იბრუნა თვის გვარი, დიდი ხნის დაკარგულია.
ასევე რჯულიც თავისი, სისხლ-ხორცში შენათვისია.

ოთხასი წლისა მანძილზე გატანჯულს, გაწამებულსა
ღვთის ერსა დაემგვანა, როგორც ეგვიპტის მონებსა.
ჩვენ არ გაგვწირავს, ჩვენ ღმერთი მალე გვიხსნისა,
მალე აღვადგენთ იმ ხიდსა, დედა შვილს შორის ნგრეულსა.

VII
იმ თმასა გაუმარჯოსო, რომ წინა ივარცხნებოდეს!
და იგი თავის დღეშია, უკან ვერავინ ვარცხნიდეს!
იმ ვაჟკაცს გაუმარჯოსო, ვინც სიტყვას, სიტყვას ეძახდეს!
იგი თავისა ნათქვამსა, უკან აროდეს იღებდეს.

VIII
ნეტავი მალე მიხვდების?! მალე დადგების გზაზედა?!
მალე შეიგრძნობს ქვეყანა, მალე მიხვდების ნეტავი?!
მტრისგან გაჩენილ წყლულებსა, სულ გაიმთელებს ნეტავი?!
დაკარგული შვილი თვის დედას მალე მიაგნებს ნეტავი?!
ან კიდევ დედა თვის შვილსა, მალე მოსძებნის ნეტავი?!
ნეტავი როდის აღდგების, ან როდის იწყებს ფრენასა?!

როდამი რამაზანოვი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:03

დღეს საინგილო ცეცხლშია!





დღეს საინგილო ცეცხლშია!
როგორ ვიწვებით ჩვენაო,
დღეს შველა უნდა ქვეყანას!
ქვეყანას გადარჩენაო.

დღეს საინგილო ცეცხლშია!
როგორ ვიწვებით ჩვენაო,
ვახ! თურმე, როგორ გვეწვება,
როგორ გვეწვება ენაო.

დღეს საინგილო ცეცხლშია!
როგორ ვიწვებით ჩვენაო,
ვახ თურმე როგორ იმსხვრევა
ეს ჩვენი ერის რწმენაო

დღეს საინგილო ცეცხლშია!
როგორ ვიწვებით ჩვენაო,
დამხმარე არავინა გვყავს
ვისაც ჰსურს ჩვენი რჩენაო,

ცეცხლი გვიკიდავს ხელზედა,
ფეხი აღარ გვაქვს ჩვენაო,
ვეღარ გავდივართ სერზედა
რა ჭირმა შეგვაჩვენაო?!


ამდენი ომი ვიწვიეთ,
ამდენი გამორბენაო
და დღემდე შევინარჩუნეთ
ჩვენ-ჩვენი ერის რწმენაო.

დღეს საინგილო ცეცხლშია!
როგორ ვიწვებით ჩვენაო,
ჩვენ დღემდე შევინარჩუნეთ
ჩვენი ქართული ენაო.


მტრის ბორკილებში დამწყვდეულთ
ბევრი გვაწამეს ჩვენაო
და მაინც ვერ გვათმობინეს
ჩვენი ქართული ენაო.

სითბო და სიყვარული
ქართველი ერის მცნებააო,
ეს ხომ სისხლში გვაქვს გამჯდარი
ესეც გვეყოფა ჩვენაო.

როდამი რამაზანოვი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:05

საინგილო
საინგილო კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია. ახლა აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული. იგი ინგილოებითაა დასახლებული. ინგილოები ისეთივე ქართველები არიან, როგორც კახელები, ქართლელები, იმერლები, მეგრელები და სხვები.

საინგილო ძველი ქართული სამთავროს - ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. ოსმალებისა და სპარსელების გამუდმებულმა თავდასხმებმა ძლიერ დაასუსტა ეს მხარე, რითიც სარგებლობდნენ ლეკები და სახლდებოდნენ განადგურებული ქართული მოსალხეობის ნაფუძარზე. ამავდროულად, ხდებოდა ინგილოების დაყმევება და გამაჰმადიანება.

დროთა განმავლობაში საინგილო ერთიანად მოსწყდა კახეთის სამეფოს. კახეთის მეფეების ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს საინგილო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით მას ზაქართლის ოლქი ეწოდა.

საინგილო საქართველოს დაუბრუნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921), კერძოდ, 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც რუსეთმა ზაქათლის ოლქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართველმა ბოლშევიკებმა საინგილო კვლავ გაასხვისეს. აზერბაიჯანთან დადებული დადგენილება-შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რევკომების (რევოლუციური კომიტეტები) თავჯდომარეები ფილიპე მახარაძე და ნარიმან ნარიმანოვი, ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანს გადაეცა.

ამრიგად, საქართველომ ბოლშევიკების წყალობით თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Naia » 11 მარ 2010, 14:06

ძალიან მინდა ჰერეთის მონახულება. როდის წავიდეთ? საზღვარზე თავისუფლად გადაგვიშვებენ?

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:08

ი. ჯავახიშვილი

II თავი. აღმოსავლეთის სამზღვარი.
§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.
საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედი. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა). მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (Ñ€. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1).

ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.

საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დადესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის ტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ მე-XIII-ე ს-ის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, “ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა” და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა ქართველთა დაღესტანში განმანათლებელ მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія II, 63).

ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ მე- XIII-ე ს.-ში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰერეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719). მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე მე-XVII-ე ს-ითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშენების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა “ალის-სასულთნო”, მეორეს “ელისენი”, მესამეს “ჭარი”. უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის “შემდგომად იწოდა ჭარი”. (გეოგრაფია 306). რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი “ჯარი”-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, “რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული” (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის “წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე. (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.

ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წ, დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თაედაპირველად “კახის სულტნად სახელდებული” ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული. ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი “არს ქვეყანა ეს. ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი” (კათალიკოხ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ. არამედ ცარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა. როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წ. დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ-კი 1830 წ. იყო შემოერთებული.

1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6). 1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.

III თავი. სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი.
§ 1. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია.
ზაქათალის ოლქის შემდგომ საქართველოს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი ეწყობა. ძველ დროს მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც მტკვრამდე და დებედას წყალთ-გამყოფელ მთებამდე ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ზაქათალის ოლქს ზედ ეკერის კამბეჩოანის ანუ ქიზიყის სახელით არის ცნობილი. ძველი ქიზიყის, რომელიც ეხლა სიღნაღის მაზრად იწოდება, სამზღვრად იყო “სამხრით უფადარი და წინამინდორ ხორანთამდე… (ვახუშტი. გეოგრაფია 310). წინამინდორად იწოდებოდა ის ველი, რომელიც სამხრეთით იორისა და ალაზნის შესართავთან თავდებოდა (იხ. ვახუშტის რუკა . – 4). იგი დაახლოვებით ეხლანდელს ელდარის მინდორს უდრის, უფადარად-კი, დაახლოვებით ის სამხრეთით მდებარე ადგილი იყო, რომელსაც ეხლა ჯეირან-ჩელი ეწოდება.

მაშასადამე სამზღვარი იწყობა ჯერ იქ, სადაც გიში ალაზანს ერთვის, შემდეგ სამხეთისაკენ მიდის ალაზნის გასწვრივ მისი და იორის შესართავამდე. აქეთგან დაწყობილი სამზღვარი პირდაპირ მტკვარზე გადადიოდა (ვახუშტი გეოგრ. 310-312 და ბურნაშევის 1784 წ. რუკა) და მერმე საქართველოს სამხრეთის სამზღვარი ამ მდინარის პირს დასავლეთ-ჩრდილოეთით მიმართულებით მისდევდა დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც მდ. აღსტაფურა მტკვარს ერთვის.

ძველად საქართველოს ეს სამხრეთის კუთხე, როგორც აღნიშნული იყო, ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. საქართველოს სამხრეთის მოსამზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთს კიდეს იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც სამზღვრის ხაზი იორ-ალაზნის შესართავითგან მტკვარზე გადმოდიოდა ყარაიამდე ჯეირან-უდურეთის ველის სახელი ერქვა. შემდეგ-კი ყარაია იწყობოდა. ამ ყარაიას ველის მდებარეობის შესახებ ვახუშტს ნათქვამი აქვს, რომ მთა “იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები”-ო. ამ ნაგებისა და მაშასადამე იალღუჯის “აღმოსავლით და სამხრით არის ველი დიდი ყარაიისა. (ვახუშტი. გეოგრ. 180).

აი სწორედ ეს ველიც ძველად ჰერეთს ეკუთვნოდა, და შემდეგში-კი, და უკვე ვახუშტის დროს, მას თურმე “ყარაიას” უწოდებდენ (იქვე 182). ეს სახელი მას ეხლაც შერჩენილი აქვს. ჰერეთის ამ ნაწილს სამზღვრად ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთით მთა გარეჯისა მწარე-წყლამდე, ხოლო სამხრეთით მწარე წყალი (იქვე 180), ე. ი. დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც აღსტაფურას წყლის შესართავია.

ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო (იქვე 182). საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარ მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადურჩენ. რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე.

სამხედრო ბედის ულმობელმა ტრიალმა მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით ეს ქვეყანაც გააუკაცრიელა და უდაბნოდ აქცია. შემდეგში სპარსთა შაჰების გეგმისაებრ აქ უბინადრო ელი დემურჩიასანლუ შემოვიდა, რომელიც თარაქამათა ტომს ეკუთვნოდა და მესაქონლეობას მისდევდა (ვახუშტი. გეოგრ. 182).

ჰერეთის იმ ნაწილს, რომელი ბოლოს დროს ყარაიად იწოდა, დასავლეთ-სამხრეთით უკვე ქვემო-ქართლი ეკვროდა და ამ ადგილითგან მოყოლებული სწორედ ეს ქვეყანა იყო იმავე დროს საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთის სამზღვარი და მონაპირე კუთხე.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:09

Naia wrote:ძალიან მინდა ჰერეთის მონახულება. როდის წავიდეთ? საზღვარზე თავისუფლად გადაგვიშვებენ?
გაგიშვებენ
თუ არ ხარ სომეხი ეროვნების
თუ არ ხარ ნამყოფი სომხეთში რადგან ბეჭედს დაინახავენ
და უნდა გქონდეს პასპორტი
მეტი არაფერი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:16

თუ არ ვცდები ალიაბათში ქართველი მოსახლეობა გვარს ვერ აძლევს ბავშვს, ქართულ გვარს ვგულისხმობ, და ყველას თათრული სახელი და გვარი აქვს, თუმცა იციან რა გვარისები არიან და რა ქვიათ ქართულად

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:19

გიორგობას წასვლა კარგი იქნება, თუ არადა სახულში ნებისმიერ დროს

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
მოვიაროთ ჰერეთი

Post by ჩიტუციო » 11 მარ 2010, 14:38

ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 14:52

გაიხარე


User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
მოვიაროთ ჰერეთი

Post by burdiani » 11 მარ 2010, 15:05

კარგი იდეააა მაგრამ არ მე მაგალითად ერთ კვირიანიც კი მაწყობს მაქსიმალურად რომ მოვიაროთ ყველაფერი + ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მინდა ლექართის ნახვა. მის გარდა კი გიშიდან მოყოლებული ყველაფრის :)

ზოგადად ნამყოფი ვარ ქურმუხში, კახში გიორგობას რამდენჯერმე ;)
საქართველოსთვის!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 15:10

ერთ კვირიანი გინდა და ერთ კვირიანი იყოს, ხელს ვინ გვიშლის, მოვიაროთ ყველა კუთხე კუნჭული დაგვიშლიან და ბევრჯერ შევპარულვარ იქ სადაც არ უშვებენ ასე რომ მთავარია სურვილი

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
მოვიაროთ ჰერეთი

Post by burdiani » 11 მარ 2010, 15:21

ისე კი საზღვარზე სვანებსაც ხშირა ექმნებათ ხოლმე პრობლემები, არ ვხუმრობ მართლა

მაგათი გვარიც იანზე მთავრდება და ამიტომ ერევათ ხოლმე
საქართველოსთვის!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მოვიაროთ ჰერეთი

Post by Hereti » 11 მარ 2010, 15:23

))))))))))))))))))) :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]