Page 1 of 1

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 10 თებ 2010, 17:33
by Naia
6 სექტემბერს, სტამბულში, ათათურქის სტადიონზე კონცერტს გამართავს ლეგენდარული U2. კონცერტი ტარდება U2-ს ევროპული ტურნე "360 გრადუსის" ფარგლებში.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ყიდვა შესაძლებელია ინტერნეტით. ბილეთების და ტურნეს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: http://www.u2.com/tour/index/

ბილეთის ფასი 50 თურქული ლირადან (რაც დაახლ. $33) 375 თურქულ ლირამდე ($250) მერყეობს.

ვიცი, რომ U2-ს კარავზე ბევრი მოყვარული ჰყავს. თუ რომელიმე წასვლას გადაწყვეტთ აჯობებს ერთად შევუკვეთოთ ბილეთები. სასურველია ბილეთების შეკვეთაზე ავჩქარდეთ, რადგან საუკეთესო ადგილები ძალიან სწრაფად იყიდება

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 10 თებ 2010, 21:06
by TuTa
აუ ნაიიიი როგორ მწყდება გული, რომ ვერ გიერთდები, მაგრამ ნამდვილად სერიოზული მიზეზები მაქვს:) სხვა შემთხვევაში ამ შანსს არაფრით არ გავუშვებდი ხელიდან.


აუცილებლად წადით! ჩემს მაგივრადაც წადით!

U2 და Coldplay-ს კონცერტზე ისე ვოცნებობთ მე და ბადრი , აუცილებლად მოვხვდებით როდესღაც :wink:

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 10 თებ 2010, 23:25
by Shanshika
რაღაც მეეჭვება შევძლო ,მარა იქამდე კიდე დიდი დროა ...:|

არადა TuTa მეც ზუსტად მაგას ვამბობ ხოლმე ...

U2_სა და Coldplay_ს კონცერტებზე ყველაზე მეტად მინდა ... :(

:roll: :roll: :roll:

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 11 თებ 2010, 02:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
U2 - ბრწყინვალე ჯგუფია...

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 11 თებ 2010, 08:57
by Wanderer
ეჰ, კი მიყვარს U2, მაგრამ სტამბულში არ გინდა წასვლა?! :D

ვინც წახვალთ ბონოს უთხარით სადმე უფრო ახლოს ჩამოდი-თქო. :D

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 11 თებ 2010, 10:50
by Naia
ხალხ, ბილეთების ყიდვას ამ დღეებში ვაპირებ. რამდენიმე მსურველი უკვე შევიკრიბეთ. ვიცი, რომ სექტემბრამდე დიდი დროა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კარგი და იაფიანი ადგილის ყიდვა მალე შეუძლებელი იქნება.

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 11 თებ 2010, 10:55
by Naia
Wanderer wrote:ეჰ, კი მიყვარს U2, მაგრამ სტამბულში არ გინდა წასვლა?! :D

ვინც წახვალთ ბონოს უთხარით სადმე უფრო ახლოს ჩამოდი-თქო. :D
რა პრობლემაა :) თვითმფრინავიც დაფრინავს და ავტობუსიც დადის :)

თვითმფრინავის ბილეთი (ორი გზა) $500-მდე ჯდება

ავტობუსი (ორი გზა) $100 (2 დღე უნდება ჩასვლას)

ჩვენ რა თქმა უნდა, უფრო იაფიან ვარიანტს ავირჩევთ... შეიძლება მანქანითაც წავიდეთ და ხარჯები გავიყოთ. ასე, რომ მოიფიქრე და შემოგვიერთდი :)

როგორც მითხრეს, სტამბულში 40-50 ევროდ ნორმალურ სასტუმროს თავისუფლად იშოვი (ეს ფასი ოთახზეა და არა კაცზე).

ანუ, უხეშად რომ დავითვალოთ მინ $200 გჭირდება (გზა, ბილეთი, სასტუმრო)

U2-ს კონცერტი სტამბულში

Posted: 11 თებ 2010, 13:57
by pataputina
Image