მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)
Posted: 18 იან 2010, 23:01
ეს იდეა დიდი ხანია გამაჩნია, მაგრამ რომ ავწონ-დავწონე რაღაც თავი და ბოლო ვერ ვუპოვნე.
ეხლავე განგიმარტავთ.
თუ ვინმეს მიუღია მონაწილეობა ზაფხულის მომლოცველობით მოგზაურობაში, ალბათ დამეთანხმება რომ ეს ჩვეულებრივი ლაშქრობისგან განსხვავებული და ამაღლებული გამოცდილებაა.
ჩვენ ხშირად დავდივართ წმინდა ადგილებსში და სალოცავებში, და ლოცვასაც ვამბობთ და სანთელსაც ვანთებთ, მაგრამ ამას მიზანმიმართული სახე არა აქვს.
რაღა დაგიმალოთ და მე მინდოდა ჩვენი ლაშქრობების მონაწილე ყოფილიყო ვინმე მოგზაურობის მოყვარული მღვდელი.მაგრამ მოგეხსენებათ მამაოების დაკავებულობა და ამის გარდა ყველა თავის მრევლთან დადის და არაფრისთვის არა სცალიათ.
ამიტომ ეს იდეა განუხორციელებლად მესახებოდა, სანამ ახლახანს არ შევხვდი ჩემ ძველ მეგობარს და თანამოლაშქრეს,მამა მამუკას რომელთან ერთად მრავალი ადგილი მაქვს შემოვლილი ჯერ კიდევ მისი ერისკაცობის პერიოდში.
თავად მამამამუკამ შემდგომ იმდენი იმოგზაურა და მოიარა რომ მე მხოლოდ თუ მიოცნებია ამდენი სიარული.
ჰოდა რომ მოუყევი კარავის ამბები , შევატყვე რომ დაინტერესდა და მცირე საუბრის შემდეგ თვითონ შემომთავაზა ის რაც მე ამდენი ხანი მინდოდა.
წავიდეთ კარაველებთან ერთად და მოვილოცოთ სამცხე ჯავახეთის წმინდა ადგილები, მონასტრები, ეპარქიები და სხვა.
თუ კარაველებისგან დაინტერესება იქნება , უახლოეს ხანებში მოვილოცოთო მითხრა.
მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორი იდეაა და გაინტერესებთ თუ არა.
თუ დაინტერესება იქნება თემას გავხსნი სამომავლო გეგმებში.