Page 1 of 1

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 12 დეკ 2009, 17:09
by qvevri
ყმაწვილებო ამას წინათ გახლდით თხოთის მთაზე, იქ სადაც წმ. მირიან მეფეს ნადირობისას მზე დაუბნელდა და სადაც მან იესო ქრისტეს შესთხოვა შველა. ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ყველას კარგად მოგვეხსენება ქართლის ცხოვრებიდან და საქართველოს ისტორიიდან. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემდა სამარცხვინოდ ამ ადგილას ნამყოფი არ ვიყავი და ამ ადგილის ნახვით დიდათ მოვიხიბლე. გეტყვით, რომ ეს ადგილი სულ ადვილი მისასვლელია და მისი მონახულება მსუბუქი მანქანითაცაა შესაძლებელი, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და აჯობებს თუ ჯიპებით ვიქნებით შეიარაღებულები. თხოთის მთაზე დგას ულამაზესი ბაზილიკა, რომელიც თლილი ქვიშაქვის კვადრებოთაა ნაგები და გააჩნია განსაკუთრებული ფორმა. ტაძრი ზუსტად ისე დგას, როგორც მაგალითად ლომისა(იგულისხმება ის, რომ ერთ მხარეს ერთ ხეობას გადაჰყურებს და მეორე მხარეს მეორეს გადმოჰყურებს :wink: ) მისი სახურავი დაზიანებული იყო და ახლახანს აღადგინეს. ტაძარი მთის ქედზე დგას და დაბლა გზიდან იქნება ასე 2 კილომეტრი. გზა საშუალო სირთულისაა და არავითარი ბარიერი წინ არ გველოდება. ადგილზე არის მაგიდა და სკამები და ცეცხლის დასანთები ადგილი. შეგვიძლია მსუბუქად წავიხემსოთ კიდეც. კარგი იქნება თუ თან წავიღებთ სანთელ-საკმეველს. (და შეშას, წახემსების შემთხვევაში :wink: )
ეხლა კი ისტორიული ცნობების ნაწყვეტი იქაურობის შესახებ:
თხოთის მთა მდებარეობს სოეფლ აღაიანის სამხრეთ აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე.ჰყოფს მტკვრის ხეობას და მუხრანის დაბლობს. მისი აღმოსავლეთის კალთები მდინარე ქსნისკენ ეშვება. ისტორიული წყაროების თანახმად: მირიან მეფე ამ მთასთან ახლომახლო ნადირობდა, ხოლო რორესაც მან თხოთის მთაზე ფეხი შედგა "დაბნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული". როგორც ისტორიიდან ვიცით ეს ადგილები გაუვალი ტყეებით ყოფილა დაფარული, ხოლო დღეს კი ამ ადგილებს ჯაგნარი ფარავს...
ხოდა რადგანაც ეს ადგილი მირიან მეფის სახელს უკავშირდება კარგი იქნება თუ ჯერ გავივლით მცხეთის დედათა მონასტერში(ან გამოვივლით) და პატივს მივაგებთ ამ წმინდნს და მის საფლავს. ამავე მონასტერში დღემდე დაცულია "მირიანის კოშკი", რომელშიც ცოტა ხნის წინ ბერი გაბრიელი ცხოვრობდა(პირადად ვიცნობდი და ჩემს სახლშიცაა ნამყოფი) :wink: (ეგ კი არა ერთადაც გვიქეიფია :wink: :wink: ) მოკლედ გავიდეთ ერთ-ერთ შაბათ კვირას შუადღისას, მანამ, სანამ თოვლს ჩამოყრიდეს. (ისე ხვალაც წავიდოდა კაცი... არა???).
ეხლა კი რამოდენიმე სურათი ამ ადგილიდან ჩემს მიერ გადაღებული:
გზიდან გადავუხვიე თუ არა აი ეს დავინახე და ხომ არ იცით რატომ გამიწია გულმა და რატომ დავათვალიერე ეს ქვევრები???
Image
სწორედ ამავე ადგილიდან
Image
ნახეთ როგორი ჯვარის ფორმის ბუჩქნარია გაშენებული ამავე ადგილას...
Image
ხედი ტაძრიდან. მტკვრის ხეობა. მოსჩანს "მირიანის" მეფრინველეობის ფაბრიკა, სოფელი კავთისხევი, ხანდაკი,(მოშორებით) ახალციხე, ახალქალაქი.
Image
Image
აღმოსავლეთის ფასადის სარკმელის მორთულობანი
Image
სამხრეთის ფასადი
Image
სამხრეთიდან
Image
ჩრდილოეთიდან
Image
"მუხრანის ველი"
Image
აი სულ ეს იყო.
ვფიქრობ, რომ წაოსვლის მსურველები გამოჩნდებიან.
წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი. მე ჩემი მანქანით (სამი ადგილი თავისუფალი მაქვს) თქვენს განკარგულებაში ვარ. საწვავის ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებ :wink: ისე კი 10-15 ლიტრი საწვავი საკმარისი იქნება.
მოკლედ ამჯერად იმაზე ჩამოვყალიბდეთ ღირს თუ არა საერთოდ იქ წასვლა და თუ მსურველები გამოჩნდებიან მაში სამომავლო გეგმებში გადავინაცვლოდ.
აბა გისმენთ. :wink:

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 12 დეკ 2009, 21:51
by Tamari-ch.
როდის?

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 12 დეკ 2009, 22:42
by Makena
საინტერესო ადგილია, წასვლა ნამდვილად ღირს, მაგრამ ხვალ მე არ მცალია.

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 12 დეკ 2009, 23:56
by spoiler
როდის?

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 00:00
by namcecuna
იანვრამდე არანაირად არ შემიძლია და თუ მანამდე არ წახვალთ , სიამოვნებით შემოგიერთდებით :)
ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 00:42
by paata_
მიყვარს თხოთის მთა და სხვა საინტერესო ადგილებით შეიძლება ვნახოთ

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 00:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri
შენ გენაცვალე შენა, ამ თემისთვის.
ქრისტეშობისთვის 20ში წავიდეთ და თუ ნაიას არ ეცალა, შენს მანქანაში ადგილს ვჯავშნი.
თუმცა, თუ მოახერხა და წამოვიდა, მცირე ჯიპ-ტური მაინც მოვაწყოთ

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 00:54
by paata_
GAMARJOBA SAKARTVELO

23 იანვარს, ნინოობას სიმბოლური იქნება

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 17:08
by qvevri
Tamari-ch.
Makena
namcecuna
spoiler
GAMARJOBA SAKARTVELO
მოდი 20 დეკემბერს წავიდეთ, თუ მანანამდე თოვლი არ ჩამოყარა. მოკლედ დაველოდოთ ამ თარიღს და თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა გავქუსლოთ. მე ამ თემას სამომავლო გეგმებში გადავიტან და შემდეგი კვირისათვის დავადგეთ გზას.

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 17:10
by qvevri
paata_ wrote:მიყვარს თხოთის მთა და სხვა საინტერესო ადგილებით შეიძლება ვნახოთ
სხვაც ბევრია სანახავი... მაგალითად ქვევრის მარანი... მგონი ამით ყველაფერია ბათქვამი :?: არა :?:

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 17:23
by Mta Mkvarebia
ვაა რა მაგაია, არ ვარ არც მე მანდ ნამყოფი. ესე იგი 20 დეკემბერს არა? მეც ვჯავშნი ადგილს ვინმეს მანქანაში :D

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 13 დეკ 2009, 17:38
by qvevri
მაშ ასე, ამიერიდან ამ თემას იხილავთ სამომავლო გეგმებში... :!:

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 14 დეკ 2009, 09:58
by Naia
ვადასტურებ წამოსვლას. მე და ზურმუხტა გიერთდებით:)

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 14 დეკ 2009, 10:06
by QEBURIUS
ტყე სადაა ტყე? ეგე შინაურ ცხოველებზე ხომ არ ნადირობდა

ქრისტიანობის საწყისებთან... თხოთის მთა.

Posted: 14 დეკ 2009, 12:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
QEBURIUS wrote:ტყე სადაა ტყე? ეგე შინაურ ცხოველებზე ხომ არ ნადირობდა
სწორი კითხვაა.
იმ ადგილებში ტყე ნამდვილად იყო.
თუმცა, მოგეხსენება, მტერმა რამდენჯერ ააოხრა და გადაბუგა საქართველოს მიწა.
ქართველები ომბის დროს საფარად ტყეებს იყენებდნენ და ეს რომ მტერმა იცოდა, წვავდა.
პრინციპში, 2008 წლის ომში რუსეთმა მეტი კი არ გაგვიკეთა, რომ ის ტყეები დაწვა, სადაც ჩვენები ამოსუნთქვას ცდილობდნენ.

სამცხე-ჯავახეთშიც ასევე იყო.
ახლა იქაურობა ალპურ ზონას რომ მოგვაგონებს, სინამდვილეში მწვანე საფარით იყო შემოსილი