Page 1 of 33
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 02:17
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				ის სიგიჟეები, რაც 2008 წლისა და 2009 წლის კარავულ შეხვედრებს ახლდა, ახლაც თვალწინ მიდგას.
ახლაც ჩამესმის 1000გვარი საახალწლო სიმღერა, სიცილ-კისკისი.
შეუძლებელია იმ დღეების დავიწყება, რამაც თბილი და ტკბილი წელიწადები მოიტანა.
წინ სხვა სასიამოვნო წლებია. სულ მალე კი 2010 წელი შემობრძანდება.
ჰოდა, შევეგებოთ 1ად.
ძნ მინდა, რომ ისევ თოვლიანი გარემო გვქონდეს, თეთრი ფერი რთავდეს ჩიჩილაკსა და ნაძვს, თეთრი ვარსკვლავები 
ხატავდენენ ბუხრის კვამლით შეზავებულ ზეცას.
თუმცა, მოდით, ბაკურიანი და წაღვერი აღარ ავირჩიოთ.
ეს მოგონებები წინა წლების თავგადასავლებს ტკბილ ამბებად დავუტოვოთ 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 02:22
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				ვიდრე ჩამოყალიბებულ გეგმა-თემას "სამომავლო გეგმებში" გავხსნი, აქ განვიხილოთ და შევჯერდეთ, სად შევხვდეთ აწლის მობრძანებას.
მე 2 ვარიანტი მაქვს - აბასთუმანი და ნაკლებად თოვლიანი, მაგრამ მოზეიმე ბათუმი.
გამოხატეთ თქვენი აზრი სხვა ადგილების თაობაზეც.
ეგებ, ვინმეს სოფელში შევიკრიბოთ.
შესაძლებელია, ეს ყაზბეგში იყოს, სვანეთში, გუდაურში, მაღალმთიან გურიაში და ა.შ.
აბა, ვიფიქროთ.
გამოთქვით თქვენი აზრი, როგორ შევხვდეთ და რა გავაკეთოთ აწელს.
ცხადია, იმათი აზრებიც საინტერესოა, ვინც წამოსვლას ვერ ახერხებს.
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 12:32
				by ARCHILI
				საკუთარ  ოჯახებში...
მეუღლესთან, მშობლებთან, მერე ცოლეურებთან... მერე მეგობრებთან...
და ა.შ.
ერთად...

 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 13:54
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				ვფიქრობ, რომ 30ში ან შარშანდელივით ქრისტეშობისთვის 31ში უნდა წავიდეთ.
დაკიდევ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღამის გასათევებელი მეტ-ნაკლებ კომფორტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.
იყოს გათბობა, ცხელი წყალი
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 14:43
				by VANO
				ძლივს არ დადგა ამ სანატრელი თემის გახსნის დროო? ნეტა იცოდე როგორ მოუთმენლად ველოდი...
ერთში გეთანხმები ბაკურიანი და წაღვერი აღარ ავირჩიოთ. 
მეორე ბათუმი ნამეტნავად ტალახიანი მეჩვენება ზამთარში. დიდი ქალაქია მაინც და სულ მანქანების მიდი-მოდი იქნება(მარა თუ ბათუმი გადაწაყდა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გამიხარდება 

 ). და მაინც ვფიქრობ რომ ახალი წელი ლამაზი იქნება 

.
ცხელი წყალი და გათბობა ესენი აუცილებელი პირობებია და მუსიკალური ცენტრი სათუხთუხოდ 

.
ასე რო ჩემგან 1-1 ხმა ორივე ვარიანტს.
P.S. ადექიიიიით ადექიით, ადექიიიიით ადექიით, ...... ეს ხმა ახლაც ჩამესმის 
 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 15:02
				by namcecuna
				უფ, ძლივს გაიხსნა ეს თემა 
მე ისევ და ისევ მინდა მესამე ახალი წელი კარავთან ერთად გავატარო 

ამიტოოომაც, ზანგი მონობიდან გამომდინარე-ისევ 31-ში მაქვს შემოერთების  შანსი , სწორედ ამ მიზეზის გამო ვისურვებდი ძალიან შორს არ იყოს თოვლიანი ახალი წელი, რომ ჩამოგისწროთ 
მოკლედ, იდეებს გადავხედავ და დავდებ  

 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 17:58
				by lama
				GAMARJOBA SAKARTVELO
არა და როგორ მინდოდა წამოსვლა
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ
მაგრამ არაუშავს 
მთავარია, რომ ჩემს მონატრებულ ძმას ვნახავ, რომელიც საახალწლოდ მესტუმრება და მერე შეიძლება მე და ირმუნიაც დაგადგეთ თავზე 
რავიცი აბა? 
ვნახოთ 

 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 18:13
				by ilia
				ჩემი აზრით თოვლიანი ადგილი უნდა ავირჩოთ, სულ სხვა ელფერი აქვს თოვლიან ახალ წელს.
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 18:20
				by Mta Mkvarebia
				ilia wrote:ჩემი აზრით თოვლიანი ადგილი უნდა ავირჩოთ, სულ სხვა ელფერი აქვს თოვლიან ახალ წელს.
+1
 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 19:46
				by Tamusia
				ბათუმზე მეც ვფიქრობდი თავიდან, მაგრამ
აბასთუმანი აჯობებს, უფრო ნამდვილ ახალწლური გამოვა 
ბათუმი შეგვიძლია დამატებით რეჟიმში განვიხილოთ, ანუ აბასთუმნიდან ბათუმში გავემგზავროთ. ერთ ადგილზე დიდი ხნით მაინც მოსაწყენი ხდება ხოლმე. თუმცა ერთი პრობლემაა: პრანსპორტირება. შორიც არის, არა?
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 21:22
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				ilia wrote:ჩემი აზრით თოვლიანი ადგილი უნდა ავირჩოთ, სულ სხვა ელფერი აქვს თოვლიან ახალ წელს.
მრც თოვლიანი აელი მომწონს.
თუმცა, ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად მრავალი საშუალებაა.უ1ლესად, ის, რომ ბათუმში საქართველოს ყველაზე მაღალი ნაძვის ხე იდგმება
 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 21:29
				by namcecuna
				დიდი მოკრძალებით  2 მიზეზს დავასახელებ რატომ ვერ მივემხრობი ბათუმს...
1.!რაც არ უნდა დიდი ნაძVის ხე დაიდგას ახალ წელს-თოვლს მაინც ვერ შეცვლის  
 
2.შორია... და მე და ჩემნაირები-ვინც 31-ში ვმუშაობთ-ვერანაირად ვერ ჩამოგისწრებთ (მარადიული პრობლემა მაქვს-მაგრამ რა ვქნა, სანამ სამსახურს არ შევიცვლი, ასე ვიქნები  

 )
 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 05 დეკ 2009, 23:56
				by VANO
				ისე 
Tamusia შენი იდეა მომეწონა ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლაზე მარა აი შორი გზა რომაა ეს ტეხს 
 
 
 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 06 დეკ 2009, 00:06
				by Int3lig3nt
				მე სულ არ მინდა მაღალი ნაძვის ხე, თოვლი მინდა დიდი 

.
ერთი სული მაქვს, 31 დეკემბერი როდის მოვა, რომ ისევ შევიკრიბოთ 

.
საახალწლო საჩუქრებზე ახლავე ვიფიქროთ 

.
 
			 
			
					
				ახალი წელი 1ად, 2010 წლის შემობრძანების აღნიშვნა
				Posted: 06 დეკ 2009, 00:20
				by GAMARJOBA SAKARTVELO
				namcecuna wrote:დიდი მოკრძალებით  2 მიზეზს დავასახელებ რატომ ვერ მივემხრობი ბათუმს...
1.!რაც არ უნდა დიდი ნაძVის ხე დაიდგას ახალ წელს-თოვლს მაინც ვერ შეცვლის  
 
2.შორია... და მე და ჩემნაირები-ვინც 31-ში ვმუშაობთ-ვერანაირად ვერ ჩამოგისწრებთ (მარადიული პრობლემა მაქვს-მაგრამ რა ვქნა, სანამ სამსახურს არ შევიცვლი, ასე ვიქნები  

 )
 
სიშორე მეც მაფიქრებს.
31ში არ გათავისუფელებენ?