ძამას ხეობა
Posted: 30 ნოე 2009, 11:26
არ ვიცოდი თემა გამეხსნა, რომელიმე თემაში დამეწერა.. ვინმესთვის მიმეწერა თუ როგორ მოვქცეულიყავი... საბოლოოდ, როგორც ხედავთ, გადავწყვიტე თემის გახსნა:
დაახლოებით 1 კვირის წინ დასავლეთიდან (კერძოდ ქუთაისიდან), მივლინებიდან ვბრუნდებოდი, 2 თანამშრომელთან ერთად. საკმაოდ ბნელოდა. ქუთაისის გამოსასვლელთან შევამჩნიეთ მამაო, რომელსაც სურდა ჩვენი მიმართულებით მიმავალ მანქანას გაყოლოდა. ღვთის წყალობით ეს მისია ჩვენ გვხვდა წილად (მანამდე ბევრს არ გაუჩერებია თურმე.. ალბათ ან ვერ შეამჩნიეს.. ან ადგილი არ ქონდათ.. არ ვიცი)..
მოკლედ.. მამა საბა, ყინწვისის მამათა მონასტრის იღუმენი, როგორც იგი გაგვეცნო, გორში მიდიოდა. საუბარში გაირკვა, რომ კარავის დასუფთავების აქციის დროს ( http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3183 ) იგიც იმყოფებოდა მონასტერში და ძალიან კარგადაც ვახსოვდით. საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა ისე სუფთად როგორც თქვენ დატოვეთო.. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნაგვის ურნები ამოგვიტანაო და ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობააო, მაგრამ ექსკურსიაზე მოსული ახალგაზრდები გარემოს კვლავ ანაგვიანებენო.
ეგ კი არა და ინფორმაცია ქონდა ჩვენი ჯიპტურის შესახებ "ქოზიფაში" ( http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2833 ). ყინწვისშიც ხომ შევიარეთ და მაშინაც იქ იმყოფებოდა.. მერე კი ქოზიფას სამონასტრო კომპლექსის ბერებს მოუყოლიათ, რომ რამდენიმე მანქანა ბოლომდე ამოვიდაო და განცვიფრებულები იყვნენ
მამა საბამ მითხრა, რომ ყინწვისთან ახლოს მამა შიოს სახელზე (რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და ყინწვისის მამათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული) გამოქვაბულს აკეთებენ, სადაც შემდეგ სამლოცველო იქნება...
მამა საბამ თავისი საკონტაქტო ინფორმაცია დამიტოვა და მთხოვა, როცა ჩვენსკენ გადაწყვეტთ წამოსვლას მეც შემატყობინოთო და თუ შესაფერისი ამინდი იქნება მეგზურობასაც გაგიწევთ და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ ხეობაშიო.. ძალიან ბევრ ადგილსა და ეკლესიაზე მინიშნებაც კი არ არისო..
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო.. ეს თემა იდეების კიდობანში კი გავხსენი, მაგრამ რაიმე კონკრეტული იდეა ახლა არ მაქვს. იქნებ თქვენ გაგიჩნდეთ რაიმე იდეა??