Page 1 of 1

აბუხალო

Posted: 20 ნოე 2009, 10:58
by Tamari-ch.
Image

აბუხალო ღრმა ხევშია მოქცეული. მას აბუხალოს წყალი ჩამოუდის, რომელიც სოფ. ტყემლოვანასთან მდ. ძამას უერთდება. მიდამო კლდოვანია. აბუხალო ძველი ნასოფლარია. იგი საკმაოდ დიდი სოფელი ყოფილა, რასაც აქაური ეკლესიის ნარგრევები მოწმობს. აბუხალოში დაცული კლდეში გამოკვეთილი სათავსები (გამოქვაბულები), რომელთა შესახებ ვახუშტი წერს: "აქ არიან ქვაბნი გამოკვეთილნი მაღალს კლდესა შინა მრავალნი, მას შინა ეკლესიაა კეთილი და კაცთა შეუვალ სიმაგრით".
ეს კლდე ქარელის რაიონის სოფელ აბუხალოს დასავლეთ მხარესაა და აბუხალოს წყალი ჩამოუდის. ხალხი ამ ქვაბულს მონასტერს ეძახის. კლდეს წინა მხარე კედელივით აქვს ჩამოკვეთილი, ასე რომ, ასვლას მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხრიდან თუ შეძლებთ. აბუხალოს ქვაბული თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა – განსაცდელის ჟამს მოსახლეობა მას თავს აფარებდა. იგი XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. აბუხალოს დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერი 2005 წლის 1 მაისს ამოქმედდა.
http://www.dzeglebi.com/gverdebi/abuxalo.html
ეს საოცრება არ ვნახოთ?

გაზაფხულზე...
:)


ეს ფრესკები სადაა?
გამოქვაბულში?
Image

Image

Image

აბუხალო

Posted: 20 ნოე 2009, 11:00
by Mta Mkvarebia
Tamari-ch.
ქალებს არ უშვებენ :)

აბუხალო

Posted: 20 ნოე 2009, 11:06
by Tamari-ch.
Mta Mkvarebia
მაღლა კლდეში მონასტერია?


Image

აბუხალო

Posted: 20 ნოე 2009, 11:10
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia
მამათა მონასტერია, რომელიც მკაცრი ტიპიკონით გამოირჩევა, და ქალებს არ უშვებდნენ ადრე, ახლა თუ შეიცვალა რამე არ ვიცი :roll: 2 წლის წინ საპატრიარქოს ტურით ვიყავი ძამას ხეობაში და მაშინ გვითხრეს.
გიო-გიორგი იყო მაგ მონასტერში რამდენიმე დღით :( მახსოვს პმ-ში მიყვებოდა :(
აი მისი დადებული თემა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1531

აბუხალო

Posted: 20 ნოე 2009, 11:17
by Mta Mkvarebia
გასაკითხია ეს საკითხი. ახლა გადავავლე გიორგის თემას თვალი, თავად არ ახსენებს აბუხალოში მონასტრის არსებობას, მაგრამ კარგად მახსოვს ჩვენ რომ გვითხრეს მამები ადიან აბუხალოში, სკიტასავითაა და ქალებს არ უშვებენო :roll:

აბუხალო

Posted: 20 ნოე 2009, 12:14
by Tamari-ch.
Mta Mkvarebia
ფრესკები ნეტა სადაა?
:roll:

აბუხალო

Posted: 25 ნოე 2009, 15:07
by Wanderer
აბუხალოს ნახვა რამდენი ხანია მინდა. ოღონდ ისე არა მანქანით რომ მივიდეთ ბოლომდე. მინდა რომ ფეხით სასიარულო გვქონდეს. თან რაც ბევრი - მით უკეთესი. :)