Page 1 of 2

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 00:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
თუ შეიძლება, ამ თემაში უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე ვისაუბროთ.
ეგებ, ნელ-ნელა მათი მონახულების გეგმა გამოიკვეთოს.
რატომაც არა?
დღეს მათი ნახვა რთული აღარ არის.

ეს იმ ქვეყნების არასრული სიაა, სადაც ქართული ძეგლებია:

1. თურქეთი (ტაო-კლარჯეთი)
2. აზერბაიჯანი (ჰერეთი)
3. სომხეთი (ლორე, ანისი)
4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)
5. საბერძნეთი (ათონის მთა, სხვაც)
6. კვიპროსი
7. ისრაელი (იერუსალემი, სხვაც)
8. ირანი

9. ...

თუ შეძლებთ, სია გააგრძელეთ

ძეგლებს რაც შეეხება, მოგვიანებით, ეგებ ანბანის მიხედვითაც დავალაგოთ.
ყველაზე მეტი ძეგლი თურქეთის ისტორიულ საქართველოშია

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 00:41
by gion
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეგებ, ნელ-ნელა მათი მონახულების გეგმა გამოიკვეთოს.

4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)

:D ხუმრობთ, ბატონო გოგა?

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 00:44
by lama
1. თურქეთი (ტაო-კლარჯეთი)
2. აზერბაიჯანი (ჰერეთი)
3. სომხეთი (ლორე, ანისი)
4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)
5. საბერძნეთი (ათონის მთა, სხვაც)
6. კვიპროსი
7. ისრაელი (იერუსალემი, სხვაც)
8. ირანი
9. რუმინეთი (ანთიმოზ ივერიელის დაარსებული მონასტერი)
10. ბულგარეთი (პეტრიწონის ლავრა. სოფ. ბოჩკოვო)

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 00:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
gion wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეგებ, ნელ-ნელა მათი მონახულების გეგმა გამოიკვეთოს.

4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)

:D ხუმრობთ, ბატონო გოგა?
არ ვხურობ.
მაგალითად, ინგუშეთის ტერიტორიაზეა ტყობაერთის ტაძარი, რომელი 7-8 წლის წინათ რუსმა სამხედროებმა შეურაცხყვეს.

რადგან ეს კითხვა დამისვი, 1ლი, რაც გავაკეთე, ინტერნეტს მივმართე.
აი, ეს ცნობები ვნახე:

ქრისტიანული ძეგლები ჩრდილოეთ კავკასიაში (ლიტერატურის სია)

1. დოლიძე ვ. "ხოზიტა-მაირამი"-საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1954.-ტ.XV.-N2.-გვ.119-126.
ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე ძველი ქართული საკულტო ხუროთმოძღვრული ძეგლის დეკორატიული გაფორმებისა და არქიტექტორული ფორმების ანალიზი.
2.ვინოგრადოვი ვ. XVII საიკინის საქართველო-ინგუშეთის ურთიერთობის ძეგლი //ძეგლის მეგობარი.-1982.-N60.-გვ.50-54.
ინგუშეთის სოფელ ქართის ახლოს აღმართული, დელიტეს სახელით ცნობილი, უძველესი ნაგებობის არქიტექტორული და დეკორაციული თავისებურაბანი.
3.ვოლსკაია ა. ჩრდილო ოსეთის ს ქართული ეკლესიის ხოზიტა-მაირამის ფრესკული მოხატულობის ფრაგმენტები //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.-1954.-ტ.XV.-N6.-გვ.473-478.
მოცემულია ჩრდილო ოსეთის ქართული ეკლესიის ფრესკული მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტების მოკლე აღწერილობა. განხილულია არდონის ხეობაში ნუზალეს პატარა ეკლესიის ქართული მოხატულობა და XIII საუკუნის ასომთავრული წარწერა.
4.ლოჟკინი მ. შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლები კრასნოდარის მხარეში //ძეგლის მეგობარი.-1981.-N57.-გვ.30-35.
კრასნოდარის მხარეში 60-იან წლებში გათხრილ ქართულ ეკლესიათა ნანგრევების ხუროთმოძღვრული ანალიზი. ჩრდილო კავკასიაში ერთადერთი სამნავიანი ბაზილიკის (XII-XIII სს.) აღწერილობა.
5.მიბჩუანი თ. ქართული ძეგლები ჩრდილო კავკასიაში //ძეგლის მეგობარი.-1974.-N36.-გვ.63-67.
ყარაჩაი-ბალყარეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის ქართული წარმოშობის შესახებ. ქრისტიანული ძეგლებიდან აღნიშნულია ორი მონასტერი: სენტი და შუანა (X-XI სს.).
6.ქალდანი ა. ხუციშვილი ლ. ხუციშვილი გ. ალბი-ერდ-ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში //საბჭოთა ხელოვნება.-1983.-N7.-გვ.107-112.
ვეინახ და ქართველ ხალხთა ისტორიულ ურთიერთობაზე. ვს.მილერისა და ბ.დალგატის ცნობები ცენტრალურ ინგუშეთში შემონახული ქრისტიანული ეკლესიის ალბი-ერდის ნანგრევების შესახებ, მათი ხუროთმოძღვრული დახასიათება.
7.ღამბაშიძე გ. ტყობა-ერდი ქართული კულტურის ძეგლი ინგუშეთში //ლიტერატურული საქართველო.-1971.-4 ივნისი.
მთიანი ინგუშეთის ტერიტორიაზე არსებული ქრიატიანული ეკლესიის აგების თარიღის დადგენა.
8.ღამბაშიძე გ. ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში //საბჭოთა ხელოვნება.-1976.-N3.-გვ.72-78.
დვალეთში ქართული კულტურის ძეგლების კვლევის შედეგები.
9.ხუციშვილი ლ. გალ-ერდი- ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში //ძეგლის მეგობარი.-1983.-N64.-გვ.63-66.
მთიან ინგუშეთში მდებარე ნაკლებადცნობილი ძეგლის გალ-ერდის ფორმის, გეგმის, კონსტრუქციებისა და სამშენებლო ტექნიკის შესახებ.
10.კათოლიკეთა ეკლესია //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო.-ტფ.,1905.-გვ.119-121.
მოცემულია ცნობები ქ.მოზდოკში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის შესახებ.

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 01:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama wrote:1. თურქეთი (ტაო-კლარჯეთი)
2. აზერბაიჯანი (ჰერეთი)
3. სომხეთი (ლორე, ანისი)
4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)
5. საბერძნეთი (ათონის მთა, სხვაც)
6. კვიპროსი
7. ისრაელი (იერუსალემი, სხვაც)
8. ირანი
9. რუმინეთი (ანთიმოზ ივერიელის დაარსებული მონასტერი)
10. ბულგარეთი (პეტრიწონის ლავრა. სოფ. ბოჩკოვო)
ოქრო ხარ.
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების სია, სადაც ქართული ძეგლებია, კიდევ გაიზრდება

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 01:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
უცხოეთში უამრავი ქართული მატერიალური ძეგლია.
განსაკუთრებით რუსეთის (მოსკოვი, პეტერბურგი) მუზეუმებში.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ძეგლებს საფრთხე არ ემუქრება

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 08:54
by ჩიტუციო
1. თურქეთი (ტაო-კლარჯეთი)
2. აზერბაიჯანი (ჰერეთი)
3. სომხეთი (ლორე, ანისი, ახტალა)
4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)
5. საბერძნეთი (ათონის მთა, სხვაც)
6. კვიპროსი (ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი; ნასოფლარ აღამონოს ტერიტორიაზე წმ. გიორგის ეკლესია)
7. ისრაელი (იერუსალემი, სხვაც)
8. ირანი
9. რუმინეთი (ანთიმოზ ივერიელის დაარსებული მონასტერი)
10. ბულგარეთი (პეტრიწონის ლავრა. სოფ. ბოჩკოვო)

ღალიას მონასტერი ---> http://allshares.ge/download.php?id=E8BC434C12

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 10:13
by lama
დათუნას მონასტერი
დაღესტანში

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 11 ოქტ 2009, 21:27
by Bivrili
1. თურქეთი (ტაო-კლარჯეთი)
2. აზერბაიჯანი (ჰერეთი)
3. სომხეთი (ლორე, ანისი, ახტალა)
4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)
5. საბერძნეთი (ათონის წმინდა მთა:
წმინდა ათანასეს ლავრა ,ვათოპედის მონასტერი,ივერონის მონასტერი ,ხილანდარის მონასტერი ,დიონისიატის მონასტერი ,ყუთლუმუშის მონასტერი , პანტოკრატორის მონასტერი,,ქსეროპოტამის მონასტერი ,ზოგრაფის მონასტერი ,დოქიარის მონასტერი ,კარაკალის მონასტერი ,ფილოთეოსის მონასტერი ,სიმონოპეტრას მონასტერი ,წმიდა პავლეს მონასტერი ,სტავრონიკიტას მონსტერი ,ქსენოფონტეს მონასტერი ,გრიგორიატის მონასტერი ,პანტელეიმონის მონასტერი ,კონსტამონიტის მონასტერი ,ესთიგმენის მონასტერი ,დაფნი
გაითვალისწინეთ რომ ათონის წმინდა მთაზე ქალების შესვლა აკრძალულია.

მეტეორა
ამჟამად მეტეორაზე ექვსი მოქმედი მონასტერია: ოთხი მამათა - დიდი მეტეორა (ფერისცვალების), ღირსი ვარლაამის (ყოველთა წმიდათა), წმინდა სამების და წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის (დამაშვიდებლის) და ორი დედათა - წმინდა ბარბარესი (რუსანუ) და წმინდა სტეფანესი. ძველად მეტეორაზე ქალების დაშვება აკრძალული იყო, ისევე როგორც ათონზე. მხოლოდ თურქთა უღელქვეშ ყოფნის წლებში შევიდნენ ქალები კლდოვან მონასტრებში, რათა მოთარეშე აგარიანთაგან ეხსნათ მართლმადიდებლური სიწმინდეები. ესენი იყვნენ ახლომდებარე დასახლებების მცხვორებლები, რომელთა შეუპოვრობის შედეგად ბევრი სიწმინდის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ ქალებს წმინდა მწვერვალებზე დასახლების უფლება მიეცათ.
6. კვიპროსი (ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი; ნასოფლარ აღამონოს ტერიტორიაზე წმ. გიორგის ეკლესია)
7. ისრაელი (იერუსალემი, სხვაც)
8. ირანი
9. რუმინეთი (ანთიმოზ ივერიელის დაარსებული მონასტერი)
10. ბულგარეთი (პეტრიწონის ლავრა. სოფ. ბოჩკოვო)
11. დაღესტანი (დათუნას მონასტერი)

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 12 ოქტ 2009, 03:25
by Tengo
1. თურქეთი (ტაო-კლარჯეთი)
2. აზერბაიჯანი (ჰერეთი)
3. სომხეთი (ლორე, ანისი, ახტალა)
4. რუსეთი (ჩრ. კავკასია, სხვაც)
5. საბერძნეთი (ათონის წმინდა მთა:წმინდა ათანასეს ლავრა ,ვათოპედის მონასტერი,ივერონის მონასტერი ,ხილანდარის მონასტერი ,დიონისიატის მონასტერი ,ყუთლუმუშის მონასტერი , პანტოკრატორის მონასტერი,,ქსეროპოტამის მონასტერი ,ზოგრაფის მონასტერი ,დოქიარის მონასტერი ,კარაკალის მონასტერი ,ფილოთეოსის მონასტერი ,სიმონოპეტრას მონასტერი ,წმიდა პავლეს მონასტერი ,სტავრონიკიტას მონსტერი ,ქსენოფონტეს მონასტერი ,გრიგორიატის მონასტერი ,პანტელეიმონის მონასტერი ,კონსტამონიტის მონასტერი ,ესთიგმენის მონასტერი ,დაფნი
გაითვალისწინეთ რომ ათონის წმინდა მთაზე ქალების შესვლა აკრძალულია.

მეტეორა ამჟამად მეტეორაზე ექვსი მოქმედი მონასტერია: ოთხი მამათა - დიდი მეტეორა (ფერისცვალების), ღირსი ვარლაამის (ყოველთა წმიდათა), წმინდა სამების და წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის (დამაშვიდებლის) და ორი დედათა - წმინდა ბარბარესი (რუსანუ) და წმინდა სტეფანესი. ძველად მეტეორაზე ქალების დაშვება აკრძალული იყო, ისევე როგორც ათონზე. მხოლოდ თურქთა უღელქვეშ ყოფნის წლებში შევიდნენ ქალები კლდოვან მონასტრებში, რათა მოთარეშე აგარიანთაგან ეხსნათ მართლმადიდებლური სიწმინდეები. ესენი იყვნენ ახლომდებარე დასახლებების მცხვორებლები, რომელთა შეუპოვრობის შედეგად ბევრი სიწმინდის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. ამის შემდეგ ქალებს წმინდა მწვერვალებზე დასახლების უფლება მიეცათ.
6. კვიპროსი (ღალიას ღვთისმშობლის მონასტერი; ნასოფლარ აღამონოს ტერიტორიაზე წმ. გიორგის ეკლესია)
7. ისრაელი (იერუსალემი, სხვაც)
8. ირანი
9. რუმინეთი (ანთიმოზ ივერიელის დაარსებული მონასტერი)
10. ბულგარეთი (პეტრიწონის ლავრა. სოფ. ბოჩკოვო)
11. დაღესტანი (დათუნას მონასტერი)
12. პალესტინა, ბეთლემი

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 12 ოქტ 2009, 23:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
@Tengo@ wrote: 12. პალესტინა, ბეთლემი
პალესტინის რომელ ქართულ ძეგლს გულისხმობ?
მე შემოვლილი მაქვს იქაური ძეგლების გარკვეული ნაწილი და ქართული ძეგლები არ მინახავს.
დედათა მცირე ქართული მონასტერი ვნახე, რომელიც 2005ში თუ 06ში გაიხსნა და როგორც
მითხრეს, რიგ მიზეზთა გამო, დახურულა.
თუ ამას გულისხმობ, ის ისტორიული ძეგლი არ არის

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 13 ოქტ 2009, 15:38
by Tengo
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
@Tengo@ wrote: 12. პალესტინა, ბეთლემი
პალესტინის რომელ ქართულ ძეგლს გულისხმობ?
თუ ისტორიას გულისხმობ აგერ ბატონო :):):):):):)
და ისე წელს რომ ვიყავი, გინდა მითხრა, ახალი მამათა მონასტერი გაიხსნაო (გეთანხმდები ისტორიული არაფერია ამ ეტაპზე), მაგრამ სამწუხაროდ უსაფრთხოების ამბავში არ გამიშვა სანახავად :(, იმედია ოდესმე დალაგდება ეს მსოფლიო :) რაც შეეხება ქართულ სავანეს, სამწუხაროა რომ დაიხურა :(


პ ა ლ ე ს ტ ი ნ ა. ქართველთა სამონასტრო ცხოვრება პალესტინაში სათავეს იღებს IV-V საუკუნეებიდან. პირველი პერიოდის მონასტრებიდან ცნობილი იყო ხარიტონის, ექვთიმეს, თეოდორეს, საბას ლავრები.
ქართული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეოდორეს სახელობის მონასტერი, რომელიც უძველეს ძეგლებში მოხსენიებულია სხვადასხვა სახელით: "ქართ-ველთა მონასტერი", "ლაზთა მონასტერი", "იბერთა მონასტერი" (დღეს "ბეთლემის მონასტერსაც" უწოდებენ).
წმ. თეოდორეს მონასტერი აგებული უნდა იყოს IV საუკუნეში ქართლის მეფე ბაკურის დროს. იგი V საუკუნეში (დაახლ. 440-იან წლებში) განუახლებიათ პეტრე იბერიელსა და იოანე ლაზს (რომ-ლებიც იქ მოღვაწეობდნენ სიკვდილამდე და იქვე დაიმარხნენ), VI საუკუნეში კი მომხდარა ამ ტაძრის ხელახალი აღდგენა-განახლება მამა ანტონის მიერ (შ. ნუცუბიძე).
პეტრე იბერიელმა მონასტერში შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს შეადგენდა სირიაში მყოფი ქართველობა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები სამშობლოში დაბრუნებულან, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია ასურელ მამათა მოსვლის სახელით.
პეტრე იბერიელის მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარედ მიჩნეულია მაშინდელი კულტურულ-საგანმანათლებლო კერების - ეკლესია-მონასტრებისა და სასტუმროების მშენებლობა, ქართველთათვის განკუთვნილი თავშესაკრები ადგილების შექმნა სირია-პალესტინაში. მისი თაოსნობით სირიაში დაარსდა ქართ-ველთა კოლონია, სადაც, საეკლესიო-რელიგიურის გარდა, ეწეოდნენ ფართო ფილოსოფიურ-კულტურულ და სამწერლო ხასიათის საქმიანობას.
ქართველთა ამ უძველესი სავანის შესახებ ახალი და ფართო ინფორმაცია ჩვენში ცნობილი გახდა XX საუკუნის შუა ხანებში, როცა იტალიელი ვირჯილიო კორბოს მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად იერუსალიმში, ბეთლემის მახლობლად, აღმოჩენილ იქნა ქართული მონასტრის ნანგრევები უძველესი ქართული წარწერებით. სწორედ ამ წარწერათა მეშვეობით, სადაც მოხსენიე-ბულია როგორც მეფე ბაკური, ისე ტაძრის განმაახლებლები - პეტრე იბერი (მურვანოსი) და ანტონი, დგინდება მონასტრის ისტორია. ბეთლემის (პალესტინის) წარწერები ქართული გრამატოლოგიის (დამწერლობათმცოდნეობის) მეტად ფასეული დოკუმენტია. უძვე-ლესი წყაროებით ირკვევა, რომ პალესტინაში ქართველებს ჰქონიათ 20-მდე სავანე, რომელთაგან თავისი შემოქმედებითი საქმიანობით იმთავითვე გამორჩეული ყოფილა საბაწმიდის ლავრა. იგი დაუარსებია 483 წელს ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს - საბა განწმედილს (439-532 წწ.).
საბაწმიდის ლავრაში საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა მნიშვნე-ლოვანი ძეგლები ქართულ, სირიულ, სომხურ, ბერძნულ, არაბულ ენებზე. მაგრამ მაინც საბაწმიდის სამონასტრო კერის ისტორიაში განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო VIII-IX საუკუნეები. ამ პერიოდში იგი იქცა საქრისტიანო მწერლობის ერთ-ერთ გამორჩეულ კერად: წარმოებდა ინტენსიური ლიტერატურულ-მწიგნობრული საქმიანო-ბა, გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა; განვი-თარდა ორიგინალური ჰიმნოგრაფია, თარგმნითი ლიტერატურა, გახშირდა ხელნაწერთა გადაწერა, შემკობა-შემოსვა... აღიზარდნენ კალიგრაფები (მაკარი ლეთეთელი, გიორგი თბილელი, იოანე-ზოსიმე...).
ხელნაწერთა უმეტესობა, რომლებიც სინის მთაზე ინახება, VIII-IX საუკუნეებშია შექმნილი საბას ლავრაში. აქ უნდა შემუშავებუ-ლიყო ის ხელიც, რომელსაც საბაწმიდურს უწოდებენ. X საუკუნის დასაწყისიდან სხვაგვარად წარიმართა საბაწმიდის ტაძრის ბედი. არაბებმა უკვე აშკარად იწყეს ქართველების შევიწროება და მალე მათი გამუდმებული თავდასხმებისა და ძარცვის გამო სრულიად შეუძლებელი გახდა სავანეში ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართ-ველებმა იძულებით მიატოვეს იქაურობა და მიაშურეს სხვა მონასტრებს, ძირითადად, სინის მთას. ახალ სადგომში თან გადაიტანეს როგორც სამონასტრო ტრადიციები, ისე აქ გადაწერილი და დამუშავებული წიგნების დიდი ნაწილი. სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა საბაწმიდის ლავრამ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი უცხოეთში ქართულ მწიგნობრულ ტრადიციებს და რომლის შემოქმედებითი ცხოვრება ძლიერ ნაკადულად ერთვოდა იმ დიდ მდინარეს, რასაც ქართული ქრისტიანული კულ-ტურა ჰქვია.

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 13 ოქტ 2009, 19:06
by burdiani
8. ირანი
აქ ალბათ ქართველების აგებული და შექმნილი ძეგლები იგულისხმება , მაგალითად უნდილაძის ხიდი(იგივე სიო სე პოლი) ხომ?

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 16 ოქტ 2009, 16:47
by optimisti
ირანში, ქალაქ ყუმში რამდენიმე ქართველი მეფეა დაკრძალული

ქართული ძეგლები უცხოეთში - შეძლებისდაგვარად, ვნახოთ

Posted: 16 ოქტ 2009, 18:21
by აცაბაცა
და მთვარე?????
მარსი და ვენერა!!!!!