Page 1 of 1

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 09 ოქტ 2009, 14:39
by Tengo
ამ ზაფხულს ვიყავი და ულამაზესია: ნინოწმინდას მონასტერი, რომელიც 3 ტაძარს მოიცავს (1) ღვთიშობლის - უნიკალური არქიტექურით (გვირილის ფორმა აქვს), დანგრეული, V საუკუნე, (2) მის კედელზე მიშენებული წმ. გიორგის ტაძარი XVI-XVII საუკუნე და (3) XXI საუკუნის წმ ნინოს ბაზილიკა; (4) დაახლოებით XVI-XVII საუკუნის სამრეკლო

მანავის ტაძარი და მანავის ციხე, მანავის ციხე გადაჰყურებს ალაზნის მთელ ველს, საინტერესოა ისიც რომ ამ ციხეში ძირითადად სულ ქალების სასაფლაიებია...

მოკლედ მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო მარშრუტია.

და ბონუსად კიდე შესაძლებელია პატარა ჩაილურის ციხეში შესვლა, სანახავად ბევრი არაფერი, უბრალოდ კარგად შემონახული ციხეა ზედ გზაზე. კახეთში მიმავალი ყველა გვერდს უვლის.... თუმცა კარგი საპიკნიკო ადგილი კი არის....

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 09 ოქტ 2009, 14:48
by Tengo
ხოდა მოკლედ იმის თქმა დამავიწყდა რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთ დღეში მოესწროს თავისი ტიფლისიდან გვიან გასვლითა და ადრე ჩამოსვლით :-)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 09 ოქტ 2009, 17:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
@Tengo@
მშვენიერია.
მანავის ციხე განსაკუთრებით მიყვარს.
შაბათს, ამ 4-5 დღის წინათ იქაურობას თვალი შევავლე.

2009 წელს ამ მიმართულებით გასვლები უკვე გვქონდა.
ლაშქრობებში" გასვლების საძიებელია გახსნილი და თემას ნახავ

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 09 ოქტ 2009, 19:53
by karavi87
ვაა კარგი იდეაა თუ წავალთ შაბათს ან კვირას მეცლება მეც

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 12 ოქტ 2009, 10:38
by burdiani
@Tengo@ wrote: მანავის ტაძარი და მანავის ციხე, მანავის ციხე გადაჰყურებს ალაზნის მთელ ველს, საინტერესოა ისიც რომ ამ ციხეში ძირითადად სულ ქალების სასაფლაიებია...

.
ცნობისათვის ალაზნის ველს არ გადაყურებს :)

ეგაა ცივ გომბორის ქედის სამხრეთკალთა და მთისწინეთი სადაც მდებარეობს და გადაყურებს ივრის ხეობას და ივრის ზეგანს, რომელსაც ადგილობრივები გარეჯის უდაბნოს ეძახიან ;)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 12 ოქტ 2009, 12:18
by Tengo
burdiani

ხოოოო, ისე მეც მაგარი ეჭვი მეპარებოდა მაგაში. მადლობა რომ სინათლე მოჰფინე მაგ საკითხს :):):):):):):):):):):)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 12 ოქტ 2009, 14:00
by Kakha
@Tengo@
რაღაი ვაზუსტებთ რაღაცეებს მეც დავაზუსტებ - ჩაილურის ციხის კედლებში კენჭიც კი არაა ძველი. მთლიანად მეოცე საუკუნეშია აშენებული ძველ საძირკველზე. მოკლედ ვერანაირად ვერ იტყვი, რომ "კარგად შემონახული ძეგლია" :)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 12 ოქტ 2009, 17:50
by Tengo
Kakha wrote:@Tengo@
რაღაი ვაზუსტებთ რაღაცეებს მეც დავაზუსტებ - ჩაილურის ციხის კედლებში კენჭიც კი არაა ძველი. მთლიანად მეოცე საუკუნეშია აშენებული ძველ საძირკველზე. მოკლედ ვერანაირად ვერ იტყვი, რომ "კარგად შემონახული ძეგლია" :)
ეხლა მეც ამოვიღებ უკვე ხმას :):):) - რაც შეეხება მანავის ციხეს, თუ აღმოსავლეთით კარგად გაიხედავ, მაშინ ალაზნის ველს ნამდილად დაინახავ, თუმცა გარეჯის უდაბნოები უდავოდ კარგად სჩანს!

და ჩაილურის ციხე მოდი ასე ვთქვათ მე20 საუკუნეში აღდგენილი კვლავაც კარგად შემონახული ციხე :):):):)

აბა ვინმეს აქვს კიდევ რამე გასაზიარებელი? :):):)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 13 ოქტ 2009, 19:53
by burdiani
Kakha wrote:
ეხლა მეც ამოვიღებ უკვე ხმას :):):) - რაც შეეხება მანავის ციხეს, თუ აღმოსავლეთით კარგად გაიხედავ, მაშინ ალაზნის ველს ნამდილად დაინახავ, თუმცა გარეჯის უდაბნოები უდავოდ კარგად სჩანს!

და ჩაილურის ციხე მოდი ასე ვთქვათ მე20 საუკუნეში აღდგენილი კვლავაც კარგად შემონახული ციხე :):):):)

კი ბატონო ჩანს, მყინვარწვერიც ცანს გარეჯიდან მოწმენდილ ამინდში მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ თავზე დაყურებს და ხედია?

ჩაილურისციხეს მეორენაირად ნიახურას ციხეც ქვია ;)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 13 ოქტ 2009, 19:57
by Tengo
burdiani wrote:
კი ბატონო ჩანს...
ხოდა ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი :):):):):)

ნინოწმინდა, მანავის ტაძარი და მანავის ციხე, (მარშრუტის იდეა)

Posted: 13 ოქტ 2009, 20:00
by burdiani
@Tengo@ wrote:
burdiani wrote:
კი ბატონო ჩანს...
ხოდა ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი :):):):):)
:)

ეგ თავისთავად