Page 1 of 3
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 22 სექ 2009, 10:41
by navigator
თანაშმრომლები მივდივართ კახეთში და კონსულტაცია გვჭირდება, მოგვეხმარეთ მარშუტის შედგენაში

წინასწარ დიდი მადლობა

ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 22 სექ 2009, 13:29
by Nika
შუამთა აფრიკაშიც შუამთაა

მიდიხარ ნახულობ მოდიხარ. ისე ძველი შუამთაც არ დაგავიწყდეთ.
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 22 სექ 2009, 13:55
by burdiani
რით, რამდენი, რას გეგმავთ, ნახვას? ქეიფს თუ ?
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 22 სექ 2009, 15:05
by navigator
Nika
გზაზე უამრავი რამაა და კარგად გვინდა დავგეგმოთ
ალავერდი, ილიას მუზეუმი და ა.შ. რას მოვასრებთ გვაინტერესებს, ქეიფს არ ვგეგმავთ.
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 22 სექ 2009, 15:12
by navigator
Nika
ისე ხო, აფხაზეთშიც ყოფილა, იმერეთშიც ყოფილა

)))
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 22 სექ 2009, 15:20
by burdiani
თბილისი-ნინოწმინდა-წინანდალი-თელავი-ახალი შუამთა-ძველი შუამთა-იყალთო-თეთრი გიორგი-ალავერდი-თუ დრო დარჩა გრემი
მეორე მარშრუტი ნინოწმინდა-ბოდბე-სიღნაღი-ხირსა-ნეკრესი-ყვარელი-გრემი
ყველაზე რეალური ეს მგონია ნუ არის კიდევ რარაც რაღაცეები მაგრამ თუ მარშრუტკით მიდიხართ ეს ყველაზე გამოცდილი მარსრუტებია მგონი
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 23 სექ 2009, 00:09
by Gamge
ილიას მუზეუმი

საგურამოდან კახეთში გადაიტანეს?

შენ ალექსანდრე ჭავჭავაძისაში ხომ არ გეშლება -წინანდალში?
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 23 სექ 2009, 09:15
by navigator
Gamge
არა, წინანდალზე არ ვლაპარაკობ, ილიას მუზეუმი არის თელავთან, ბეტონის არაორდნიალური შენობაა.
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 23 სექ 2009, 10:21
by burdiani
navigator wrote:Gamge
არა, წინანდალზე არ ვლაპარაკობ, ილიას მუზეუმი არის თელავთან, ბეტონის არაორდნიალური შენობაა.
არაა ეგ თელავი ყვარელია

ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 23 სექ 2009, 11:30
by Nika
ყვარელშია ილიას მუზეუმი.
დიდი ბრიგადა თუ მიდიხართ შუამთების გარდა მოასწრებთ კიდე ჰაჰა იყალთოს და ალავერდს. შეიძლება გრემი.
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 24 სექ 2009, 21:57
by Mrs. Robinson
კახა
ნამდვილად ბევრი საინტერესო რამაა სანახავი და ამიტომ არჩევანის გაკეთება მართლა ძნელია. ყველაფრის ერთბაშად ნახვსაც ნუ შეეცდებით, დაიტოვეთ შემდეგისთვისაც......
გურჯაანის ყველაწმინდაში შეიარეთ. უნიკალურია. ძალიან მოხიბლული დარჩებით.
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 24 სექ 2009, 22:36
by navigator
Mrs. Robinson
კი, მირჩია უკვე კახამ

მარა რაღაც ინტერესები იყოფა და არ ვიცი , მოკლედ მაგარი შარია ექსკურსიის დაგეგმვა

ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 25 სექ 2009, 02:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახალი და ძველი შუამთა-იყალთო-ალავერდი.
წადი გომბორით და ჩამოდი თელავი-გურჯაანით.
დრო თუ დაგეჩებათ, ან გურჯაანის ყველაწმინდის 2 გუმბათიანი ეკლესია ნახეთ ან ვეჯინის მონასტრები და ციხე.
ოღონდ, ავტობუსებს მთავარი გზიდან ასვლა უჭირთ.
ფეხით სავალი კი 1-1,5 კმია გურჯაანშიც, ვეჯინშიც.
შუა მთასთან რესტორანია და შეგიძლიათ, იქ დასხდეთ კიდეც.
მშვიდობიან მოვლას გისურვებთ
ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 05 ოქტ 2010, 10:42
by navigator
ესე იგი შარშან ჩავაფლავეთ ექსკურსია, წელს იქნებ რამენარად დავძრა თანამშრომლები, ეხლა უკვე აღდგენილი გომბორის გზით

არის რამე ახალი იდეები?

ექსკურსია შუამთაში, კონსულტაცია გვჭირდება
Posted: 05 ოქტ 2010, 12:09
by nagli33
navigator
გურჯაანი თელავის გზაზე ა. ჭავჭავაძის სახლმუზეუმი, თელავში ციხე, ერეკლეს სასახლე, თელავიდან ალავერდში და შემდეგ შუამთაში, თელავში რომ მოხვალთ მარცხნივ გადაუხვიეთ თელავი-ყვარლის გზაზე, გზათ ნახავთ გრემს, და ჩახვალთ ყვარელში,
მე პირადად ეს გზა ერთ დღეში გავიარე, და დროც დამრჩა, მწვადი შევწვით ყვარლის ბოლოში დურუჯის ხეობაში, მონადირის ქოხთან, ძალიან ლამაზი ხეოობაა, გირჩევთ ესეც ნახოთ