Page 1 of 7

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 01:52
by ARCHILI
მოკლედ...

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, ჩვენს ახალგაზრდობაში, დრუიდს უნდოდა კარავული ქორწილი გადაეხადა...

მაგრამ ისე მოიყვანა ცოლი, ქორწილი კი არა, დრუიდის თავიც წაგვართვეს იქეთ...

მერე გავიდა დრო...

ბევრი დაოჯახდა...

ბევრი გათხოვდა...

კიდევ ბევრი მალე დაოჯახდება და გათხოვდება...

ამ რამდენიმე ხნის წინ მე და ლამა, ჩვეულებრივ, სადღაც ვიჯექით და ლუდს მივირთმევდით. ჯერ დრუიდი მოვიგონეთ, მერე უკანსკნელი , მიმდინარე და უახლოესი ქორწინებები მიმოვიხილეთ...

და...

რომელიღაც ყლუპზე თუ ჭიქაზე ვიყავით, რომ თავებში ნათურა აგვენთო (ეს გამოთქმა იდიომაა და პირდაპირ არ გაიგოთ, გენაცვალეთ, იგულისხმება აზრი მოგვივიდა :) )...

- კარგი იქნებოდა რამე მოგვეფიქრებინა და ბოლოსდაბოლოს გაგვეკეთებინაო, - ვთქვით, მაგრამ ვეღარ გავაგრძელეთ, რადგანაც ლუდი აღარ გვქონდა...

მერე გავიდა დრო და კიდევ გაგვახსენდა თემა, მაშინ უკვე საკუთარ ქორწინებებზე ვსაუბრობდით, ჰოდა გავიხსენეთ უკანასკნელი ორი ქორწინება - ფიცხელაურების ვაჟებისა და უახლოესი - ჩვენ ჩვენი...

კარგი იქნებოდა კარაველი მეგობრები გვყოლოდაო, ვთქვით...

მაგრამ...

ეს კარაველები, ღვთის წყალობით, იმდენია, მაგათი ტევადობის დარბაზები, შესაძლებლობაც რომ ყოფილიყო, ვერსად მოიძიებოდა...

ჰოდა...

იქნებ ოთხი წყვილის სახელობით კარავული ქორწილი მოგვეწყო ???

1. ჯაბა და ლიკა (დაქორწინდნენ სექტემბერში)

2. ბექა და თაია (დაქორწინდნენ სექტემბერში)

3. მე - არჩილი და ნინოლა (ვქორწინდებით ოქტომბერში)

4. კახა და ირმა (ქორწინდებიან იანვარში)

ვიფიქრეთ თაროღზეც, ოქტომბერი არ გამოვიდოდა, რადგან მე და ნინოლა ვიწერთ ჯვარს და არ გვეცლებოდა, დეკემბერი ძალიან ცივია, იანვარში - კახა და ირმა ქორწინდებიან და ა.შ.

შესაბამისად, ნოემბერი დარჩა ვარიანტად.

არაწვიმიან პერიოდში (უწვიმობას, მართალია ვერ შეგპირდებით, სადაც მე ვარ, მაგრამ მაინც... ;) ) სადმე არცთუ შორს თბილისიდან, ლამაზი და სასიამოვნო კარავული ქორწილი მოგვეწყო თავის კრეატივით (ტერმინს არ ვთარგმნი პრინციპულად) და პრომოუშენით (ასევე ამ ტერმინსაც...)...

ამ დროისათვის უკვე სამი დაქორწინებული ვიქნებით და ლამას ავანსად გადაეხდება...

ამას გარდა, ნებისმიერ კარავულ წყვილს შეეძლება ჩვენთან ერთად ჩართვა, თუ სურვილი ექნება ცხადია (მაგ., მაკენა, ქვევრი, სკიუ-თამთა, თუთა, მეკო, A-12, რუხი და ა.შ.)...

მოვიფიქროთ ადგილი (ერთ-ერთ ვერსიად სხვილოს ციხე დავასახელეთ მე და ლამამ, მოედანიც დიდია, ახლოა, სხვილოა და ა.შ.), რეკვიზიტები, გაფორმება, სიუჟეტი, კარავული ქორწინების რიტუალი და ა.შ.

ჰოდა...

ასე...

მოვიფიქროთ ეგებ რამე...

:)

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 02:52
by teo-
აეეეეეეეეეე რა მაგარიააა.. კაი ხანია ქორწილში არ ვყოფილვარ:)

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 09:02
by Tamari-ch.
ARCHILI
სიხარულო -
ესე იგი უკვე უნდა მოგილოცოთ?
:wink: :D

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 10:32
by QEBURIUS
teo- wrote:აეეეეეეეეეე რა მაგარიააა.. კაი ხანია ქორწილში არ ვყოფილვარ:)

თეო-

შენ და შენი მიჯნურიც მიემატეთ ბარემ და 5 დამრგვალდება! :twisted: :lol:

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 10:58
by Ninukala
ARCHILI
რა მაგრები ხართ.... :)

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:24
by lama
ARCHILI
ძალიან ლამაზი დღესასწაული იქნება :)

მეგობრებოოოოოოოოოოოოოოოო


ყველას
ყველას
ყველას

გეპატიჟებიიიიიიიიიიიიიიიიიით

ულამაზეს ტყეში :D:)

ჩხიკვთა ქორწილიაააააააააააააააააააააააა

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:26
by Jnosy
ვააა ჩხიკვთა ქორწილი ტოო

რა მაგარია

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:29
by pataputina
კხმ კხმ


:evil:

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:31
by Monadire
მშვენიერი იდეაა. მაგრამ მე რომ ცოლი არა მყავს, არ დავიშვები?
ნეტა ქორწილში არ დაგვპატიჟებენ?

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:37
by lama
Monadire
მერე???? მოინადირე და შემოგვიერთდი :D

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:42
by burdula
ოპაააააააააააააააააააააააააა :D მალადეც! :)

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:46
by MIRANDA
ჩხიკვთა ქორწილიიიიიიიიიი.... რა მაგარიააააა!!!

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 11:51
by bela
ჰეი, თქვენ, არაგველებოოოო!
და არაარაგველებოოოოც!

დიდი სუფრა უნდა გავშალოთ, დიიიიიდიიიიიიი :D :D :D :D :D :D
მიყვარხართ, დე, ყველანიიიიი

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 12:01
by ninia
ძალიან კარგი იდეაა :D აბა შევუდგეთ სამზადისს? :) :wink: :arrow:

კარავული ჩხიკვთა ქორწილი :)

Posted: 18 სექ 2009, 13:44
by ARCHILI
ადგილი:

კარავული ჩხიკვთა ქორწილი, სავარაუდოდ, შედგება სხვილოს ციხეზე (ციხესთან)...

მანამდე სამთავისს მოვილოცავთ :)

სხვილო აქვეც არის, სიმბოლური ადგილია...

გაშლილი ადგილია...

ყველაფრით სასურველია...

ამჟამად უსაფრთხოცაა, თუ ნოემბრამდე კიდევ არ აურიეს რამე :D



დღე:


ქორწილი, სავარაუდოდ, იქნება ორდღიანი...

შაბათ-კვირა.

მაგრამ ისე გავაკეთებთ, რომ ვისაც შაბათს არ ეცლება, ადვილად შემოგვიერთდეს კვირას...

:)


თარიღი:

თარიღი დამუშავების სტადიაშია...

მივიღებთ წინადადებებსაც...

:)

სხვა:

მოსაფიქრებელია მხატვრული გაფორმების საკითხები, ნეფე-დედოფალთა (ზაქარიებისა და ქეტევანების) ჩაცმულობა, მექორწილეთა ჩაცმულობა და ა.შ.

და კიდევ ბევრ სხვა...

ვინმეს თუ რაიმე საინტერესო იდეები გექნებათ, გაგვიზიარეთ...

:)


პატივისცემით,
კარავული ჩხიკვთა ქორწილის ადმინისტრაცია