ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, ჩვენს ახალგაზრდობაში, დრუიდს უნდოდა კარავული ქორწილი გადაეხადა...
მაგრამ ისე მოიყვანა ცოლი, ქორწილი კი არა, დრუიდის თავიც წაგვართვეს იქეთ...
მერე გავიდა დრო...
ბევრი დაოჯახდა...
ბევრი გათხოვდა...
კიდევ ბევრი მალე დაოჯახდება და გათხოვდება...
ამ რამდენიმე ხნის წინ მე და ლამა, ჩვეულებრივ, სადღაც ვიჯექით და ლუდს მივირთმევდით. ჯერ დრუიდი მოვიგონეთ, მერე უკანსკნელი , მიმდინარე და უახლოესი ქორწინებები მიმოვიხილეთ...
და...
რომელიღაც ყლუპზე თუ ჭიქაზე ვიყავით, რომ თავებში ნათურა აგვენთო (ეს გამოთქმა იდიომაა და პირდაპირ არ გაიგოთ, გენაცვალეთ, იგულისხმება აზრი მოგვივიდა

- კარგი იქნებოდა რამე მოგვეფიქრებინა და ბოლოსდაბოლოს გაგვეკეთებინაო, - ვთქვით, მაგრამ ვეღარ გავაგრძელეთ, რადგანაც ლუდი აღარ გვქონდა...
მერე გავიდა დრო და კიდევ გაგვახსენდა თემა, მაშინ უკვე საკუთარ ქორწინებებზე ვსაუბრობდით, ჰოდა გავიხსენეთ უკანასკნელი ორი ქორწინება - ფიცხელაურების ვაჟებისა და უახლოესი - ჩვენ ჩვენი...
კარგი იქნებოდა კარაველი მეგობრები გვყოლოდაო, ვთქვით...
მაგრამ...
ეს კარაველები, ღვთის წყალობით, იმდენია, მაგათი ტევადობის დარბაზები, შესაძლებლობაც რომ ყოფილიყო, ვერსად მოიძიებოდა...
ჰოდა...
იქნებ ოთხი წყვილის სახელობით კარავული ქორწილი მოგვეწყო ???
1. ჯაბა და ლიკა (დაქორწინდნენ სექტემბერში)
2. ბექა და თაია (დაქორწინდნენ სექტემბერში)
3. მე - არჩილი და ნინოლა (ვქორწინდებით ოქტომბერში)
4. კახა და ირმა (ქორწინდებიან იანვარში)
ვიფიქრეთ თაროღზეც, ოქტომბერი არ გამოვიდოდა, რადგან მე და ნინოლა ვიწერთ ჯვარს და არ გვეცლებოდა, დეკემბერი ძალიან ცივია, იანვარში - კახა და ირმა ქორწინდებიან და ა.შ.
შესაბამისად, ნოემბერი დარჩა ვარიანტად.
არაწვიმიან პერიოდში (უწვიმობას, მართალია ვერ შეგპირდებით, სადაც მე ვარ, მაგრამ მაინც...

ამ დროისათვის უკვე სამი დაქორწინებული ვიქნებით და ლამას ავანსად გადაეხდება...
ამას გარდა, ნებისმიერ კარავულ წყვილს შეეძლება ჩვენთან ერთად ჩართვა, თუ სურვილი ექნება ცხადია (მაგ., მაკენა, ქვევრი, სკიუ-თამთა, თუთა, მეკო, A-12, რუხი და ა.შ.)...
მოვიფიქროთ ადგილი (ერთ-ერთ ვერსიად სხვილოს ციხე დავასახელეთ მე და ლამამ, მოედანიც დიდია, ახლოა, სხვილოა და ა.შ.), რეკვიზიტები, გაფორმება, სიუჟეტი, კარავული ქორწინების რიტუალი და ა.შ.
ჰოდა...
ასე...
მოვიფიქროთ ეგებ რამე...
