Page 1 of 3

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 02 სექ 2009, 11:54
by Makena
იდეა შემდეგში მდგომარეობს:
ჩამოვაყალიბოთ ღვინის კლუბი კარავში.
მთელი წლის მანძილზე მოგეხსენებათ ბევრ ჩვენთაგანს უწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა, ამ მოგზაურობის დროს შევეცადოთ რომ მოვიძიოთ და შევიძინოთ უცხოური ღვინო თუნდაც ერთი ბოთლი და ჩამოვიტანოთ თბილისში, ვისაც მოგზაურობა არ უწევს შეუძლია ქართული ღვინო მოიძიოს ან შეიძინოს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ (ისე მეტჯერაც შეიძლება და თან არამგონია ვინმე წინააღმდეგი წავიდეს :lol: ) შევიკრიბოთ სადმე კარგ დარბაზში და მოვაწყოთ ამ ღვინოების დეგუსტაცია, ამ შეკრებას კი დაესწრება მხოლოდ ის კარველი ვინც სადეგუსტაციოდ მოიტანს თუნდაც ერთ ბოთლ ღვინოს(რათქმაუნდა მოწვეული სტუმრებიც გვეყოლება :wink: ), ეს პროცესი მრავალმხრივ სასიამოვნო და სასარგებლო იქნება - მშვენიერ ღვინოებს გავსინჯავთ და ვისიამოვნებთ, ვისწავლით ღვინოების დეგუსტაციას, ეს მთელი ხელოვნებაა, შევძლებთ შევადაროთ უცხოური ღვინოები ქართულ ღვინოებს და დავრწმუნდეთ მართლა ასეთი მაგარი ღვინოები გვაქვს თუ არა, და რაც მთავარია კარგ და სასიამოვნო საღამოს გავატარებთ ერთად, რაც დაგვრჩება კარვის კოლექციაში შევინახავთ და მომავალ დეგუსტაციაზე დავაგემოვნებთ.
:)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 02 სექ 2009, 12:03
by tamuna_gudarexi
Makena
შესანიშნავი იდეაა :roll:
რამდენი ღვინის გემო და არომატი გვეცოდინება!!

მთავარია ბარგში ადგილი შემოინახოს ხოლმე კაცმა ღვინისთვის. მთავარი პრობლემა ეგ არის ხოლმე ჩემთვის :)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 03 სექ 2009, 14:31
by ZVIOSULI
ავტრიაში გეახელით ამ დღეებში თეთრ ღვინოს
არ მქონდსა ეს ტემა ნანახი თორე ეტიკეტს დავაკვირდებოდი
მოკლედ ამ ღვინომ ჩემში ფრიად სასიამოვნო მოგონებები წამოატივტივა - მოგონებები ჩემი უსაყვარლესი თეთრი ღვინის ხიხვის შესახებ - შთაბეჭდილება დამრჩა რომ ხიხვის ველურ ბდა არა კულტურულ ჯიშს ვსვვავდი, ანუ ცოტა დაუხვეწავს ჯერ კიდევ მოუმწიბებელს არომატში... მთავრი ის არის რომ არ მახსოვს რა ღვინო იყო :D

თუმცა ავსტრიაში მე მაინც ლუდს გირჩევდით!

და მეროე - ბევრი იყო რუმინული ღვინოები, წითლები... ტრაგედია იყო ეგენი

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 03 სექ 2009, 16:30
by Naia
კალიფორნიულს თუ გადავაწყდი სადმე წამოვიღებ. ძალიან კარგი ღვინოა

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 03 სექ 2009, 16:32
by chuna
ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით! ნაყიდი უნდა იყოს და ბოთლის, თუ საკუთარიც შეიძლება?

არც ნაყიდს არ დაგაკლებთ, კარგი კოლექცია მაქვს......მაგრამ ამ დეგუსტაციით ჩემი ოჯახის ღვინის შეფასება უფრო მაინტერესებს სპეციალისტების მიერ.

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 03 სექ 2009, 19:04
by Makena
chuna wrote:ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით! ნაყიდი უნდა იყოს და ბოთლის, თუ საკუთარიც შეიძლება?

არც ნაყიდს არ დაგაკლებთ, კარგი კოლექცია მაქვს......მაგრამ ამ დეგუსტაციით ჩემი ოჯახის ღვინის შეფასება უფრო მაინტერესებს სპეციალისტების მიერ.
chuna
საკუთარიც შეიძლება რათქმაუნდა :)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 03 სექ 2009, 21:23
by kiki
Makena

თამაზ, როგორც ყოველთვის, ეხლაც გვანებივრებ შენი იდეებით :D

ძალიან მომწონს, მივესალმებიიი :wink: :D

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 04 სექ 2009, 10:17
by Tikalo?!
kiki wrote:Makena

თამაზ, როგორც ყოველთვის, ეხლაც გვანებივრებ შენი იდეებით :D

ძალიან მომწონს, მივესალმებიიი :wink: :D
+111

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 04 სექ 2009, 12:12
by Makena
Naia wrote:კალიფორნიულს თუ გადავაწყდი სადმე წამოვიღებ. ძალიან კარგი ღვინოა
Naia
კარგი იქნება თუ ამერიკულ ღვინოს წამოიღებ ერთ ბოთლს მაინც, ევროპული ღვინოები ჩემზეა 8)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 14:53
by qvevri
მეც მომეძებნება ათიოდე საინტერესო ხასიათის ღვინო და მზადა ვარ ამ საქმეს შემოვწირო :wink:

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 14:56
by qvevri
Naia
კალიფორნიული???თუ ნახე კი არა აუცილებლად წამოიღე რობერტ მონდავის პინო გრიჯო (თეთრი) მაგის გარეშეა შეგიძლია არ დაბრუნდე :D

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 15:17
by GIRA
qvevri
მეც მომეძებნება ათიოდე საინტერესო ხასიათის ღვინო და მზადა ვარ ამ საქმეს შემოვწირო
მივიღებ მაგ "წირვაში" მონაწილეობას, თანაც სიამოვნებით.

კრახუნა დავლიე 2 წლის და ისე რააააააააა. კიდევ მაქვს 10 ლიტრი, შემიძლია შევწირო ამ საქმეს :lol:

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 15:45
by lama
Makena
ძალიან კარგი იდეაა

:)

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 17:01
by khoteura
იდეა მშვენიერია. ჩამწერეთ თქვენს რიგებში, რამეს მეც მოვქექავ.

GIRA
კრახუნასაგან ცუდი ღვინო არ დგება მეღვინე ან ძაან ცუდს დააყენებს ან საუკეთესოს.

კარვის ღვინის კლუბი

Posted: 09 სექ 2009, 17:13
by GIRA
ჰე აბა, ღვინო ყველას გვქონია და დაყაროს ახლა ვინმემ პურმარილი. პრასი მაქვს.......... :lol: