ხდის ხეობა-ჯუთა
Posted: 27 აგვ 2009, 11:53
მსურს შემოგთავაზოთ ერთი მეტად საინტერესო მარშრუტი რომელიც ჯერ არ მსმენია რომ ვინმეს გაევლოს და რომელიც სასიარულოდ საკმაოდ ძნელი უნდა იყოს. ესაა ხდის ხეობა-ჯუთას მარშრუტი. ვფიქრობ რომ მისი გავლა შეიძლება 2 სრულ დღე-ღამეში, მაშ ასე:
გავდივართ პარასკევს საღამოს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ასე 8 საათზე შევიკრიბებით საიდანაც გავდივართ ხოლმე და გავალთ მარშუტკით. დაახლოებით 3 საათში ჩავალთ დარიალის ხეობაში და იქვე დავბანაკდებით (ჰესთან ან სადმე სხვაგან).
შაბათს დილით ადრე ავდგებით და შევალთ ხდის ხეობაში. პირველ საბანაკო ადგილამდე (სურათზე)
2 საათში კი მივალთ და გავაგრძელებთ გზას მეორე საბანაკო ადგილამდე, ე.წ. “ყუროს ნაჩოვკებამდე”, ჩემი ვარაუდით დაღამებამდე დარიალიდან ხეობიდან ამ ადგილამდე თავისუფლად მივალთ.
მესამე დღე ყველაზე ძნელი სასიარულო იქნება. ავდგებით ისევ ძალიან ადრე (სასურველია 6-ზე) და 2 საათში გავალთ. გავალთ ხდის ხეობის ბოლომდე, გზად უნდა გავიაროთ ყვიბიშის ყინვარი. როგორც ამ სურათიდან ჩანს (ყუროს ქედიდან გადავიღე მე კაი ხნის წინ)
იგი ჰორიზონტალურადაა განლაგებული და მისი ან ზემოდან გადავლა ან მის გვერდით სიარული თითქოს ძნელი არ უნდა იყოს. ამ დღეს ჩვენი ამოცანა იქნება ამ ყინვარის და მერე უღელტეხილის გადავლა. ამ რუკაზე (ქვემოთ) კარგად არ ჩანს რამსიმაღლეზეა ეს უღელტეხილი და რამდენად მოესწრება და მოხერხდება მისი გადავლა 1 დღის განმავლობაში. მაგრამ როცა გადავალთ თავს ამოვყოფთ ჯუთის ხეობაში და რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ჯუთაში მივალთ სადაც მარშუტკა უნდა დაგხვდეს (თქვენი არ ვიცი და მე ჯუთიდან კიდევ ქვევით სიარულის სურვილი არ მექნება).
დაბრკოლება ამ მარშრუტის გასავლელად არსებითად ორია:
1. ზუსტად უნდა გავიგოთ ყვიბიშის გავლა როგორ შეიძლება და რა დროში. ამ რუკაზე თუ სწორად მივხვდი იმ ადგილებში უნდა გავიაროთ რომლებიც მე წითლად მოვნიშნე. სამწუხაროდ მანდ არ ჩანს უღელტეხილის მაქსიმალური სიმაღლე და საერთოდ ისიც არ ვიცი მანდ არის თუ არა უღელტეხილი. ამიტომ შეიძლება მწვანეთი აღნიშნული გზა უკეთესი იყოს, მანდ აშკარად ჩანს რიცხვები V-IX ანუ უღელტეხილი ფეხით გავლადია აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით. მაშ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გვაქვს დრო.
2. საზღვრის დაცვის დეპარტამენტისგან ნებართვა დაგვჭირდება ხდის ხეობაში შესასვლელად. როცა ალპინიადებზე დავდიოდი ალპური კლუბების ხელმძღვანელები ამაზე მოლაპარაკებულები იყვნენ დეპარტამენტთან და მათ ჩვენი სიაც ჰქონდათ. მე არ ვიცი კერძო პირებს თუ შეგვიშვებენ ხდის ხეობაში და ეს ამბავი გასარკვევია. ლაშქრობის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენს აქტივს კიდევ ერთი რთული მარშრუტი მივათვალოთ.............
მეგზურობას მე გაგიწევთ ვითარცა გამოცდილი ხდისტი მაგრამ მხოლოდ ე.წ. “ყუროს ნაჩოვკებამდე” იმის იქით მარტო რუკის და ჩვენი ფეხების იმედზე უნდა ვიყოთ.
რას იტყვით?