Page 1 of 4

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 13:24
by tekla
ამაზე იყო საუბარი დიიიდ კონგრესზე. გავიკთხე, გამოვიკითხე, სხვებიც მუშაობენ თურმე ამ მიმართულებით. ამ შაბათ-კვირას "მომავლის მთავრობა" (მაისაშვილის ორგანიზაციაა) აპირებს მოდი-ნახეს დასუფთავებას. მგონი შესაძლებელია მათთან თანამშრომლობა. ოფისი აქვთ ბარნოვის 82, IV სართული. ტელ. 91 47 70.

პარასკევს 2-ზე აქვთ შეკრება - სამომავლო გეგმების განხილვაო, და მითხრეს მოდით და ვითანამშრომლოთო, მოვილაპარაკოთო... :)

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 13:33
by tekla
ამბობენ, ჯვარზეც უამრავი ნაგავიაო.

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 13:40
by Kakha
მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ მესმის საქართვლოს დასუფთავება რომ ყველას საქმეა პარტიებთან არ დავიჩერდი საქმეს. უფრო მეტად ადგილობრივ ადმინისტრაციებ-ხელისუფლებასთან მექნებოდა კონტაქტი, თუ მაინცა და მაინც. პარტიები იცვლებიან ხელისუფლება კი რომელიღაცა მაინც არის. ხელისუფლებასთან კონტაქტით იქნება ნელ-ნელა სხვადასვა ხელისუფლებათა მიერ წამოწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 13:43
by tekla
Kakha

ხელისუფლებასთან კონტაქტი უშედეგოდ დასრულდა...

ამას გარდა, კიდევ ვიპოვე ერთი ჯგუფი, უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებსაც მსგავსი იდეები აქვთ. :) და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან :)

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 13:47
by Kakha
სტუდენტები, არაპარტიულები და ა. ს. სხვა საქმეა.

ერთდერთი პარტიული ორგანიზაცია რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო ამ საკითხზე, ჩემი აზრით მხოლოდ მწვანეთა პარტიაა, რომელიც კაცმა რომ თქვას, გარემოზე ზრუნვის გამოა შექმნილი.

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 14:10
by Druides
tekla
პარტია და ეგეთი პოლიტიკანებთან თანამშრომლობა მემგონი არამარტო კარავს ავნებს არამედ შესაძლოა შენზეც იმოქმედოს გარკვეულწილად..........

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 14:11
by Druides
tekla
სტუდენტებს რაც შეეხება მოვიდნენ აქ არა ვართ..........

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 14:59
by David
Kakha wrote:მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ მესმის საქართვლას დასუფთავება რომ ყველას საქმეა პარტიებთან არ დავიჩერდი საქმეს.
მართალია! წაიღებენ ტვინს პალატიკაზე ლაპარაკით.

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 15:14
by Gvalva
პოლიტიკური პარტიები რომ ნაგვის დასუფთავებას იწყებენ და ოპერატორი მეტია ვიდრე ნაგვის ამკრეფი მე იმ აქციაში მონაწილეობის მიღება არ მინდა.

თეკლა მადლობა ინფოსთვის, კიდევ მოგვაწოდე რასაც ნახავ. თუ ვინმემ ცოტა მკვახედ თქვა, ეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უფრო ეხება ვიდრე შენს ნათქვამს, იმედია ხვდები

საქართველოს განაგვიანება

Posted: 19 ოქტ 2005, 18:39
by tekla
Gvalva

პოლიტიკოსობა საქართველოში არც ისე ძნელია,
ერთი მხარე ნათელია, მეორე კი ბნელია... :)

მოვერიდოთ სიბნელეს, რა სჯობია დღის სინათლეს :)

საქართველოს განაგვიანება

Posted: 26 ოქტ 2005, 00:14
by Mzia
და რა საჭიროა ამდენი რამ? უბრალოდ შეგვიძლია კველას შევუერთდეთ ასეთ ღანისძიებებში ან კიდე მარტამ ვაკეთათ, ცუდს ხომ არ ვაკეთებთ ნებართვები რომ გვჭირდებადეს? ხადა საერთად შეგვიძლია ჩვენით გავაკეთათ ხოლმე დასუფთავების ორგანიზება და ხალხი თუ დაინახავს მსურველები შემოგვიერთდებიან... იქნებ მერე იმასაც მიაღწიას საქართველომ რომ სისუფთავემ დაისადგუროს საქართველოში??? თუმცა ეს აშკარაა რომ ძალიან მამავლის ამბავია, სანამ ჩვენ სისუფთავეს და გარეთ ნაგვის არდაყრას მივეჩვევით, მანამდე ალბად შვილთაშვილები გვეყალება :( თუმცა ეგეც სანატრელია ნეტა მაგ დრაისთვის მაინც აღარ ვიყათ ასეთი ბინძურები

საქართველოს განაგვიანება

Posted: 08 დეკ 2005, 20:02
by tekla
ახლა კეთდება ახალი პროექტი - საქართველოს ძეგლების დასუფთავება ნაგვისაგან. საინიციატივო ჯგუფში საჭიროა ერთი ადამიანი. სასურველია ძლიერი სქესის წარმომადგენელი, ეკოლოგი, ან ეკოლოგიით დაინტერესებული, ან რამე მპნათესავე პროფესიის, თუ მაინცდამაინც ეკოლოგები ვერ მოიძებნენ... :)

პროექტის შექმნის პროცესში არ მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები და მსგავსი წარმონაქმნები :)

საქართველოს განაგვიანება

Posted: 08 დეკ 2005, 20:37
by Druides
tekla
vin arian ro????

საქართველოს განაგვიანება

Posted: 09 დეკ 2005, 19:36
by tekla
Druides

ისტორიითა და ეკოლოგიით დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფია, კერძო პირები, 2-ს ვიცნობ :)

საქართველოს განაგვიანება

Posted: 10 დეკ 2005, 18:43
by Druides
tekla
არა სამთავრობო ორგ. თუ..............