Page 1 of 3

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 12:40
by Tamari-ch.
ხიზაბავრა - სოფელი ასპინძის რაიონში
ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია სამხრეთ საქართველოში. მოძიებული არქეოლოგიური მასალებით სოფლის ხანდაზმულობა განისაზღვრება ენეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. აღ-ის V-IV ათასწლეულებით). სოფლის სახელწოდება, ლეგენდის მიხედვით, მიღებულია ორი სოფლის სახელის – ხიზისა და ბავრის შეერთებით. დღეისათვის ხიზა ნასოფლარია, ხოლო სოფელი უშუალოდ ბავრის ტერიტორიაზეა გაშენებული.
სოფელს მრავალი ღირსშესანიშნაობა გააჩნია. კერძოდ აღსანიშნავია მიწისქვეშა გვირაბები, “რომლებიც ემსახურებოდა მოსახლეობას თავდაცვაში მტრის თავდასხმის დროს. საქართველოში ასეთ ნაგებობას “დარანი” ჰქვია” . დარნებთან დაკავშირებით მრავალმა საინტერესო ლეგენდამ მოაღწია ჩვენამდე.
ხიზაბავრის ტერიტორიაზე (სამხრეთით ქვავნარში) მდებარეობს ბუნებრივი “საცივი”, სადაც გვიან ზაფხულამდე ინახება ყინული და თოვლი, რომელსაც სამკურნალო და სამეურნეო საქმიანობის მიზნით გამოიყენებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიზაბავრას უკავშირდება მრავალი ისტორიული მოვლენა. კერძოდ, სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით 841 წელს ტაო-კლარჯეთის (ქართული სამეფო) მეფემ აშოტ კუროპალატმა სასტიკად დაამარცხა არაბი სარდალი ხალილა ხოზაბირში (ხიზაბავრაში). მოგვიანებით კი მეფე ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში (1770 წ. 20 აპრილი) გამარჯვების პარაკლისი ხიზაბავრის ეკლესიაში გადაიხადა, ხიზაბავრელებმა კი დიდი ნადიმი გაუმართეს მეფეს.
ხიზაბავრა იმითაც არის შესანიშნავი, რომ მის ტერიტორიაზე რამდენიმე ნასოფლარია: ვარანტები, ხიზა, გომი, ოსპანაური, სადაც დღემდეა შემორჩენილი ეკლესიათა ნანგრევები. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს: ობოლეთის ეკლესია (სოფლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით) იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. თვით სოფელში არის XIII საუკუნის, ლაშა-გიორგის დროინდელი “ღართის” ეკლესია. სოფელს ჰქონდა თავისი ციხე, რომელიც XX საუკუნემდე არსებობდა.

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 13:28
by ARCHILI
Tamari-ch.


შესანიშნავი იდეაა

:)

მანდეთ ორჯერ ვიყავით მე და ტრული, მაგრამ კიდევ არაერთხელ ჩავალთ, დარწმუნებული ვარ.

რომ წახვალთ, შეიძლება მე ტრულიც წამოვიდეთ ავტოსტოპით

:)

ხიზაბავრა ხეირიანად მაინც ვერ დავათვალიერეთ

:)

საროს ნახვაც არ დაგავიწყდეთ

:)

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 13:30
by Tamari-ch.
ARCHILI
ალბათ წავალთ ასე -
სარეისოებით -
ახალციხემდე ღამის მატარებლით
და მერე ახალციხიდან სარეისოთი
აი უკან დაბრუნებისა - როგორ იქნება..
:roll:
რა მოგახსენო...
:lol:

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 13:39
by Tamari-ch.
აგერ რუქაც -

ახალციხიდან ახალქალაქისაკენ მიმავალი სარეისოთი შეიძლება წასვლა

Image

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 13:41
by Tamari-ch.
ისე კი შეიძლება მაქეთ ორდღიანიც გაკეთდეს -
:roll:
და ვარძიამდე რაც ძეგლებია
იმასთან ერთად ინახოს ვარძიის ჩათვლით...

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 14:07
by ARCHILI
Tamari-ch. wrote:ARCHILI
ალბათ წავალთ ასე -
სარეისოებით -
ახალციხემდე ღამის მატარებლით
და მერე ახალციხიდან სარეისოთი
აი უკან დაბრუნებისა - როგორ იქნება..
:roll:
რა მოგახსენო...
:lol:

თბილისი-ახალციხის ღამის მატარებელი 4 ლარი. საერთო ვაგონია, ითავგადასავლებთ. ყოველი შემთხვევისათვის, ჟანგბადის ბალიშების წაღებას გირჩევთ.

;)


ახალციხეში გამთენიისას ჩახვალთ. ცოტა დაისვენეთ, შეგიძლიათ წაიტრაპეზოთ მსუბუქად, ყავა, ჩაი და ა.შ.

შემდეგ 8 საათიდან კი დაიწყება სარეისოები და ახალქალაქის მარშრუტკას გაჰყევით საროს ასახვევამდე.

იქიდან კი ფეხით დააწექით, 4 კილომეტრის სარომდე.

ნახეთ საროს მთავარანგელოზის ტაძარი.

შემდეგ კი ხიზაბავრას გაუყევით, ეს სოფელი იქვეა 1 კილომეტრში.

უკანა გზაზეც ასე შეგიძლიათ დაბრუნდეთ და გზაზე მარშრუტკასვე გამოყვეთ ახალციხემდე.

შეგიძლიათ ვინმე ადგილობრივს თხოვოთ, მოკლე გზით წაგიყვანოთ ლამის ასპინძის მისადგომებთან. ლამაზი და საინტერესო გზაა. ზემოდან გადადიხართ.

ასპინძამდე ერთი ძველი ტაძარია, რომლის სახელიც არ მახსოვს. მოვძებნი ფოტოს და დაგიდებთ მერე.

:)

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 15:21
by Tamari-ch.
ტრული!!
შეგიძლია ამ რუქაზე დააწერო -
სადაა ლეპისი?

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 15:26
by ARCHILI
Tamari-ch.


ლეპისი არის ზემო ვარძიიდან რომ ახვალ ნასოფლარ შალოშეთისკენ, იქით... შემდეგ არის უკვე ტოლოში.

მაგას ორ დღიან გეგმაში ვერ მოასწრებ ოღონდ.

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 15:37
by Tamari-ch.
ARCHILI
მაჩვენე რა რუქაზე -
და თუ ადის სამანქანო გზა ლეპისამდე?

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 15:57
by ARCHILI
ე.ი.


ვარძიიდან უნდა წახვიდე აფნიის მიმართულებით. გაიარო ნასოფლარი აგარი და ჩახვალ ლეპისში.

დაახლოებით 15 კილომეტრია და 1500 მეტრს ზევით ახვალთ და იქიდან უკვე ალპურ ზონაში მოხვდებით.

წყალი არ შეგხვდებათ, ამიტომ წინასწარ მოიმარაგეთ.

ასევე არც შეშა და გაზის პრიმუსი ან რაიმე მისთანა გამოგადგებათ.

აი, ეს კი შემოვხაზე შენს რუკაზე, მაგრამ მაინც გადაამოწმებინე, მე მაგ საკითხში ცოტა ჩაიდანი ვარ. მაგრამ დაახლოებით მაგ პერომეტრშია რა :)

თუ სწორად მახსოვს - მგონი გზა კი უნდა იყოს მანდ ან რაიმე მსგავსი.

Image

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 16:20
by Tamari-ch.
ჩაიდანი კი არა ოქრო ხარ.
:lol:

ივლისის მეორე ნახევარში წავალთ იქ
და თავკვეთილასაც ვნახავთ
წყალიც დაწეული იქნება მდინარეზე.

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 19:51
by tekla
Tamari-ch. wrote:ჩაიდანი კი არა ოქრო ხარ.
:lol:

ივლისის მეორე ნახევარში წავალთ იქ
და თავკვეთილასაც ვნახავთ
წყალიც დაწეული იქნება მდინარეზე.
თავკვეთულაზე წყალი, როგორც ვიცი, 11 სექტემბერს იწევა ხოლმე, დღEსასწაულისას. საღამოს ისევ იმატებს :) 2 წლის წინ ვიყავი მანდ.

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 19:52
by Tamari-ch.
tekla
ვიცი
მარა ივლისშიც არ იქნება მე მგონი ძალიან დიდი.
იმედია გადავალთ -
თან იქაურებმა მითხრეს
მამაოები სულ გადადიანო მანდ

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 20:22
by tekla
Tamari-ch. wrote:tekla
ვიცი
მარა ივლისშიც არ იქნება მე მგონი ძალიან დიდი.
იმედია გადავალთ -
თან იქაურებმა მითხრეს
მამაოები სულ გადადიანო მანდ
ალბათ წელამდე იქნება

ეს უნდა ვნახო!

Posted: 14 ივნ 2009, 20:26
by g.balakhashvili
ჯავახეთი ნამდვილად უძალიანმაგრესი იდეა არის. ასე მგონია ყველაზე მეტად ძველი მოქართველო ერების ადგილ-სამყოფელის სუნი აქ იგრძნობა...