Page 1 of 2
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 29 მაი 2009, 10:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
იქნებ ამ თემაში მოვუყაროთ თავი ნავჯომარდობის იდეებს, გუნდის ჩამოყალიბებასა და რიგით გასვლებზე.
გეგმა თუ ჩამოყალიბდა, ცხადია, თემა "სამომავლო გეგმებში" გადავა.
ძნ გთხოვთ, "რაფტინგის" ნაცვლად იხმაროთ ქართული სიტყვა "ნავჯომარდობა".
საქართველოში საჯომარდოდ ყველაზე კგ დრო ზაფხულის 1ლი ნახევარია, როდესაც მდინარეები
ადიდებულია და ნავები დიდი ძალისხმევის გარეშე ეშვებიან.
იმ მდინარეებს შორის, რომელიც საჯომარდოდ გამოიცადა, საუკეთესოა მტკვარი სამცხე-ჯავახეთის 2-3 მონაკვეთზე, ენგური, არაგვი, რიონი 1-2 მონაკვეთზე.
ყვირილა ძნ საინტერესო მდინარეა, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ ეს მიმართულება არ დამუშავებულა.
ეგებ, აქვე შევაგროვოთ ნავჯომარდობასთან დაკავშირებული საჭირო ბმულები და ცნობები
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 29 მაი 2009, 10:37
by caucasica
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 29 მაი 2009, 11:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბმულები ნავჯომარდობაზე "კარავიდან"
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=12 ... sc&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=35&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=995&start=0
შემდგარი გასვლებიც არის.
თუ ვინმეს გახსოვთ, დადეთ, რა მათი ბმულები.
ვარძიის გასვლა მახსოვს,
გამგეს 2განიზებული.
ეს კი, ბმული ნავჯომარდობის ტურზე:
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_i ... fo_id=2886
ბევრი სასარგებლო ცნობის მოწოდება
Nini_Aს შეუძლია
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 02 ივნ 2009, 17:03
by yipo...
ძაან კარგი იდეაა მე თუ მიმიგებთ აუცილებლად წამოვალ ზაან მინდა, ცურვა ვიცი კარგად და ერთხელ მაქ მონაწილეობა მიგებული ნავჯომარდობაში

მართლაც ეხლა ყველაზე კარგი დროა. მალე დაიწევს მდინარეები და თუ ვაპირებთ ახლო მომავალში დავაპიროთ

ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 02 ივნ 2009, 17:08
by ZVIOSULI
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 02 ივნ 2009, 17:24
by Makena
ნავჯომარდობა თუ წყალჯომარდობა?
რომელია ლიტერატურულად სწორი?
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 02 ივნ 2009, 17:35
by გვალდა
Makena
როგორც ამბობენ წყალჯომარდიო:
"რაფტინგი მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვებას გულისხმობს. სახელწოდება წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან "რაფტ" (დინება), ძველქართულად მას "წყალჯომარდობა" ჰქვია. იგი პოპულარული გახდა ევროპაში 80-იანი წლებიდან".
ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაცულ სადისერტაციო ნაშრომში ""ჰიდროლექსიკა" (რა საინტერესოა

) გვხვდება წყალჯომარდობა
"სპორტული ტერმინოლოგია: წყალბურთი, წყალჯომარდობა, წყალხტომი, წყალში ხტომა, საწყლოსნო სპორტი"
თუმცა, არც ნავჯომარდობა იქნება შეცდომა - ნავით დაშვება, წყალჯომარდობა კი წყალზე დაშვება, დინების მიყოლა
გავუტიე. გავშპი

ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 01:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena wrote:ნავჯომარდობა თუ წყალჯომარდობა?
რომელია ლიტერატურულად სწორი?
ჯომარდობა სიმარჯვეს, ჩაუქობას ნიშნავს.
თუ ნავით ჯომარდობ, ნავჯომარდობაა.
წყალჯომარდობა ჯომარდობების სახეობების სა1ო სახელია.
ოღონდ "რაფტინგი" არ არ დამკვიდრდეს და თუ გინდ, წყალჯომარდობა ერქვას
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 10:05
by QEBURIUS
გვალდა wrote:Makena
როგორც ამბობენ წყალჯომარდიო:
"რაფტინგი მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვებას გულისხმობს. სახელწოდება წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან "რაფტ" (დინება), ძველქართულად მას "წყალჯომარდობა" ჰქვია.
რას ნიშნავს ძველქართულად? ჩვენს ბოთე წინაპრებს 3 000 წელი ზღვის ნაპირზე ცხოვრების მიუხედავად ერთი გემი არ აუგიათ არასდროს და გინდათ თქვათ რომ ჯომარდობდნენ???????????????? მაპატიეთ მაგრამ ამის მტკიცება სულელედ მეჩვენება
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 10:58
by Don
kurush
+1
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 11:21
by qvevri
ის, რომ გემი არ აუგიათ ჩვენს წინაბრებს მათ ბოთეობაზე კი არ , სულ სხვა რამეზე მიუთითებს, მაგრამ ამ თემის განხილვის ადგილი აქ არ არია.
kurush
არაა სწორი ჩვენი წინაპრები ბოთე ხალხად მოიხსენიო. ვინც ბოთეა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმისი წინაპარიც ბოთე იყო.
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 11:26
by QEBURIUS
qvevri wrote:ის, რომ გემი არ აუგიათ ჩვენს წინაბრებს მათ ბოთეობაზე კი არ , სულ სხვა რამეზე მიუთითებს, მაგრამ ამ თემის განხილვის ადგილი აქ არ არია.
kurush
არაა სწორი ჩვენი წინაპრები ბოთე ხალხად მოიხსენიო. ვინც ბოთეა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმისი წინაპარიც ბოთე იყო.
ბატონო გიორგი, უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდოდა იმდენად კარგი და ბედნიერი ერი ვიყავით და ვართ როგორც ეს ილიას "ბედნიერ ერშია" აღწერილი. ჯობია აქ ამაზე არ ვისაუბროთ თუმცა მე უვიცს იქნებ ვინმემ მითხრათ ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინათ რითი ჯომარდობდნენ?
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 11:30
by qvevri
kurush
ერმაკოვს აქვს ერთი შესანიშნავი სურათი გადაღებული, თუ როგორ თევზაობენ მებადურები. ეს სურათი არა მაქვს. თუ შემთხვევით მიგიწვდა ხელი იქნებ დადო, ან სხვამ დადოს, ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 12:06
by QEBURIUS
ეგ სურათი ვიცი.... რა აქვს საერთო ნავებით თუ ტივებით თევზაობას რაფტინგთან?
ნავჯომარდობა და "karavi"
Posted: 03 ივნ 2009, 13:18
by qvevri
მაგ სურათში ეთგვარი ტივია გაკეთებული რაზეცდგანან მებადურები. თუ დააკვირდები ტივი დამაგრებულია გაბერილ ტიკებზე, რაზეც დგას თავად ტივი. ამგვარი ტიკებიანი ტივები იმისათვის მზადდებოდა, რომ ზოგ ადგილას წყალში ქვები და კლდეები იყო ამოშვერილი და ნავი ასეთ ადგილებში იმტვრეოდა. ტიკი კი რბილია(დიდი მანქანის რეზინის კამერასავითაა) და არაფერი ემუქრება თუ რა თქმა უნდა რაიმე წვეტიანსა და ბასრს არ დაეჯახა, მაგრამ აქაც დაცულია, რადგან ტივზე ქვემოდან არა ერთი არამედ რამოდენიმე(5-10...) ტიკია დამაგრებული და თი ერთი ან ორი დაზიანდა დანარჩენები გააკეთებენ თავის საქმეს. ზოგადად ჯომარდობისათვის(დღევანდელი გაგებით) ჩვენს წინაპრებს ნაკლებად ეცალათ და როგორც ასეთი, რაიმე გართობა ან შეჯიბრი ამ სახით არ არსებობდა. ჯომარდობა ახალი ხილია. ჩქარ წყლებში ჩვენი წინაპრები ნავებით არ ეშვებოდნენ, დაჭიროების შემთხვევაში(გაჭირვებულის ან "წყალწაღებულის" დახმარება და ასე შემდეგ) არსებობდნენ მოცურავენი, რომლებიც ძალიან გამოცდილები იყვნენ ამ საქმეში და მათ შეეძლოთ თავისზე ორჯერ მეტი ტვირთის გამოტანა ჩქარი წყლიდან. როგორც ვიცი ცურვის ამ სტილს ირმული ეწოდება და გულისხმობს გაჭირვებულის გადარჩენას ჩქარ წყალში. ასევე ბრძოლის დროს რაიმე განსაკუთრებული ტვირთის გადატანას მდინარეზე.