Page 1 of 2

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 10:28
by ZVIOSULI
კანიონი ბირთვისებში
აქაურები ნამყოფები არიან ილია მაგალიტად
ორ დღიანი და სულ წყალში მიდიხარ
საჭიროა თოკები კარაბინები და აშ პონტები
ხო - სულ პერმანენტნა წყალში!

და გვინდა ვიცი და მცოდნეებო აბა როის წავიდეთ და ვინ და რა გვინდა და აშ...........

ხო თემაც ვნახე ლაშქრობის მაგვარ ვე მოვაგენი და.........

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 10:53
by Naia
ZVIOSULI

მახსოვს ეგ თემა, თან მაქედან ბირთვისში ნამყოფი არა ვარ. სიამოვნებით წამოვიდოდი... მთავარია გზის მცოდნე გვახლდეს ვინმე :)

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 11:11
by pauna
ძალიან კაი ადგილაი და საინტერესო... გზის მცოდნე გინდათ და ერთი ალპინისტი ნაინც ან ვინც იცის თოკების ადა კარაბინების ამბავი.... და კიდო პატარა გასაბერი ნავი არ დაგავიწყდეთ... ჩანთა რომ დადოთ და გაცუროთ :D

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 11:54
by Wanderer
საკმაოდ რთული მარშრუტია. მთელი დღე ცივ წყალში დგახარ. ბევრგან გაცურვა გიწევს და მთლიანად სველდები. უბრალოდ გაითვალისწინეთ.

პაუნა სწორს ამბობს. ალპინისტი გინდათ ვინმე. ჩანჩქერზე თოკით დაშვება მოგიწევთ. ჩანჩქერი საკმაოდ მაღალია და დაშვების სხვა შანსი არაა...

ისე ჯერ ადრეა: გაიყინებით. ივლისამდე მანდ წასვლა არა მგონია რომ ღირდეს...

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 12:25
by Gio-horus
აუუ რამდენი ხანია მანდ წასვლა მინდა!!!

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 12:36
by QEBURIUS
ძმაო ჰორუს, ქალღმერთ ისიდას ძეო, მზის დიადო ღმერთო ჰოდა წავიდეთ! მე მგონი ივლისის დასაწყისი კარგი დრო იქნება

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 13:12
by Gio-horus
kurush
წავიდეთ იასნია მეფეთ მეფეო... მაგრამ ვინმე გვინდა ვინც იქაურობა აზრზეა) :D :D :D

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 15:44
by აცაბაცა
kurush
Gio-horus
თქვენ ეხლა ამ დაბოღმილ პლებეებში წესიერად მოიქეცით თორემ ჩაგიდგით საკნები სულში!!!! :twisted:

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 15:50
by QEBURIUS
აცაბაცა wrote:kurush
Gio-horus
თქვენ ეხლა ამ დაბოღმილ პლებეებში წესიერად მოიქეცით თორემ ჩაგიდგით საკნები სულში!!!! :twisted:
აცა დბოღმილები შენ ხვალ ნახე, მიტინგის შემდეგ

ბირთვისების კანიონი

Posted: 25 მაი 2009, 15:52
by teo-
kurush
ხვალ რახდება?
რაღაცა საინტერსოააა..კარაველი მთამსვლელები მინდია, ნოდიარი და სასკვას მეგობარი ჩიტა იგივე დათო ხოდა ამათ დავუკავშირდეთ

ბირთვისების კანიონი

Posted: 26 მაი 2009, 02:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს მართლაც საინტერესო ხეობა 1 კგ კაცს აქვს ნანახი - ნიკას, მცხეთის დასუფთავების
აქციაზე თავისი ფილმისთვის რაღაც ფრაგმენტს რომ იღებდა.
მაშინ მეგზურობა ვთხოვე და სიამოვნებითო.
ოღონდ, საამისოდ საუკეთესო დრო ზაფხულის მე2 ნახევარი ყოფილა.
ამ გასვლაზე ბევრი სასარგებლოს თქმა შეუძლია გვალვასაც

ბირთვისების კანიონი

Posted: 26 მაი 2009, 23:53
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
ასევე ილიასაც და ვანდერერსაც

ისინიც იყვნენ რამდენიმე წლის წინ

იქ :)

ბირთვისების კანიონი

Posted: 27 მაი 2009, 02:38
by zura N.
ძალიან ლამაზი და კარგი ადგილია, თუმცა ამავე დროს საკმაოდ რთული...!!!

მანდ წასვლა არცერთი კარავული ლაშქრობის მსგავსი არ იქნება... მანდ სულ სხვა სამყაროა და სხვა სიტუაციაა... :D :wink: აუცილებლად საჭიროა ვინმე ვინც იცის ეგ ხეობა და ნამყოფია მანდ... ასევე იცის თოკების გადაბმა და თოკით დაშვება...

ასევე ძალიან სიფრთხილეა საჭირო სიარულისას სულ სველი ხარ ქვებიც სველია... ძალიან ბევრგან თიტქმის ვერტიკალური ჩასასვლელებია და დიდი შანსია ფეხის დაცურების... თან მანდ რომ რამე მოუვიდეს ვინმეს ვერავინ დაეხმარება საკუთარი თავის გარდა... მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ... ამიტომ ვისაც საკუთარი თავის იმედი არ ექნება მანდ ნუ წავა... :D

პ.ს. აუფ რა დავგრუზე ხალხიი.... :D :oops: :oops: , მარა სიმართლეა... :roll:

შეგიძლიათ ამ თემებს გადახედოთ...

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1341

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=224

ასევე აქ ნახავთ საინტერესო ინფოს ალბათ კანიონებზე...და ხალხს რომელბიც უფრო მეტჯერ არიან ნამყოფები ბირთვისების კანიონში, ვიდრე ლამა ბირთვისების ციხეებზე... :roll: :D :lol: :lol: :lol:

http://2x2.cdn.ge/Forum/ :wink:

ბირთვისების კანიონი

Posted: 27 მაი 2009, 10:09
by QEBURIUS
თუ წავედით რამშტაინის კლიპი რომ არის, ულირიხი თუ რაგაც ამდაგვარი, კაცი რომ ვარდება კლდიდან, მაგის ქართული ვერსია გადაგვიღია და ეგ არის :twisted: :evil: :twisted: :evil: :evil:

ბირთვისების კანიონი

Posted: 27 მაი 2009, 11:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
zura N. wrote: პ.ს. აუფ რა დავგრუზე ხალხიი.... :D :oops: :oops: , მარა სიმართლეა... :roll:
ჰო, ნამდვილად დაგვამძიმე, მაგრამ არც ასეთი სირთულის არის.
უბრალოდ, შედარებით უკეთ მომზადება და სალაშქრო აღჭურვილობაა საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ ლაშქრობებში.
აქვე 1 დეტალიც, ხევში ტელეფონები არ იჭერს