Page 1 of 2

გოხნარი

Posted: 19 მაი 2009, 01:29
by Tamari-ch.
თუ იყო გასვლა გოხნარში კარავიდან?

საძიებელში ვერ ვნახე -

ახლა რა ხდება იქ...


89. გოხნარი. ციკლოპური ნაგებობა - ძვ.წ. III-II ათასწლეულები; დარბაზული ეკლესია - XI ს.
http://www.georgianweb.com/history/geo/monuments.htm
სოფელი გოხნარი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ბზისწყლის ხეობაში, ხოლო ციკლოპური ნაციხარი განლაგებული სოფლის მახლობლად მდინარე ალგეთის ხეობაში.

გოხნარი (თეთრიწყაროს რ-ნი)
1.ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული VI.-თბ.,1982.-გვ.10-11.
დარბაზული ტიპის საყდრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება.
2.ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები.I.-თბ.,1964.-გვ.273.
მოკლე ცნობები გოხნარის ეკლესიის შესახებ.
3.გოხნარის ეკლესია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.III.-თბ.,1978.-გვ.240.
გოხნარის ეკლესიისა და ციკლოპური ნაგებობების კომპლექსის შესახებ.
4.თათარაშვილი კ. გოხნარის მიდამოების მოკლე ჰიდროლოგიური მიმოხილვა //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.III.-1925.-გვ.99.
ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის მიერ XI საუკუნეში აგებული ეკლესიის შესახებ.
5.ლომთათიძე გ. გრძელიშვილი ი. თრიალეთში 1949 წელს მივლინების ანგარიში //მიმომხილველი.ტ.III.-1951.-გვ.330-333.
გოხნარის ეკლესიისა და ციხესიმაგრის ნანგრევების შესახებ.
http://www.nplg.gov.ge/publishers/monum ... iew&id=805


საინტერესო იმითაა - რომ იქ არის დოლმენები -
ამ დოლმენების ასაკი რამდენიმე ათასწლეულს სწვდება

საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ციკლოპური კომპლექსია "გოხნარის ლოდოვანი". ეს კომპლექსი შედგება ნაპრალ-გვირაბებისგან, ციხის ნანგრევებისგან, დოლმენებისგან, მენჰირებისგან, ცენტრში აღმართულია დიდი მენჰირი, რომელიც სწორედ თევზს გამოხატავს.
ამ ქვის თევზების კავშირი შუმერთა ენქისთან კარგად არის განხილული წიგნში "ოქროს საწმისი", რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. ამ წიგნის თანახმად, ეს მენჰირები კალმახის კულტს უკავშირდება. ძველად ამ თევზებზე იდო წარწერებიანი სატაძრი ფეტიშები, რომელიც მზეს განასახიერებდა.
ამ წიგნში ასევე მოცემულია ბრინჯაოს ხანის ქართულ არქეოლოგიურ მასალებზე გამოსახული თევზ-კაცები.


არის კიდევ გოხნარის ეკლესია XI საუკუნის - არისო ასომთავრული წარწერები - და უნდა იყოს მოხატულობაც..

გოხნარი

Posted: 19 მაი 2009, 01:40
by Tamari-ch.
ესეც რუკა -

მანგლისთან ყოფილა ახლოს -
ასე რომ მანგლისიც შეგვიძლია ამ გასვლაში ჩავრთოთ -


Image

გოხნარი

Posted: 19 მაი 2009, 15:26
by ნიმფა
Tamari-ch.


ძალიან საინტერესოა, როდის გეგმავთ გასვლას?

გოხნარი

Posted: 19 მაი 2009, 15:29
by Tamari-ch.
ნიმფა
ჯერ ვფიქრობთ...

არაა შორს -
მანგლისთანაა-
და ნებისმიერ დროს შეიძლება.

გოხნარი

Posted: 20 მაი 2009, 04:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
გოხნარი მანგლისიდან 14-15 კმითაა დაშორებული.
ახლომახლოს დასახლებები არ არის.
თეთრიწყაროს რაიონს ეკუთვნის.
ადვილია მისასვლელად
აგერ, გოხნარის ეკლესია, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ აღდგენილი
Image

Image

გოხნარი

Posted: 20 მაი 2009, 04:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძველი წარწერა 3ხრეთით, შესასვლელთან
Image

და ახალი
Image

გოხნარი

Posted: 20 მაი 2009, 04:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტაძარი შიგნიდან
Image

აღდგენის კვალი
Image

გოხნარი

Posted: 20 მაი 2009, 04:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება სხვა ნაგებობეს - ციხე-სიმაგრეებს, დამხმარე შენობებს, გალავნსა და ა.შ, ახლომახლოს
ისინი არ ჩანს, მაგრამ ტაძრის გარშემო, დაბლობებში ბევრი ძველი დამუშავებული დიდი
ქვა-ლოდია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ადგილებში მნიშვნელოვანი ნაგებობები იყო

Image

Image

Image

გოხნარი

Posted: 20 მაი 2009, 08:17
by Tamari-ch.
GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესოა -
ეს ეტყობა ლიპარიტების ეკლესიაა

მეგალითების სურათები არ გაქვთ?

საუბარია დოლმენებზე რომელიც 4 000 წლით თარიღდება.

თან ბაგრატიონის დისკზე კიდევ რამდენიმე ეკლესიაა აღნიშნული იმ არემარეში -
წმ გიორგის
წმ მარიამიას,
იქვეა ალგეთის წმ მიხეილის ეკლესიაც...

მე ვფიქრობ საინტერესო გასვლა გვექნება

გოხნარი

Posted: 20 მაი 2009, 08:29
by Tamari-ch.
აი რა წერია გოხნარის ლოდოვანზე წიგნებში -


"გოხნარის ეკლესიის მახლობლად არის ძვ. წ - აღ II -I ათასწლეულების ციკლოპური ნაციხარი - ლოდოვანი. ეს ციკლოპური ნაგებობათა ერთ ერთი უდიდესი კომპლექსია საქართველოში. შედგება სამი ძირითადი ნაწლისაგან: ნაპრალ - გვირაბების ქვაყრილის (კარკნალი), ნასოფლარი და ციხისგან.
ციხე გეგმით ოთკუთხაა.
განსაკუთრებით გრანდიოზულია ზღუდის აღმოსავლეთ კედელი. სამხრეთ კედელში ცილინდრული კოშკებია. გოხნარის ლოდოვან ტერიტორიაზე არის რამდენიმე დოლმენისებური ნაგებობა, გვირაბები, გამაგრებული დახურული ბუნებრუვუ ნაპრალები, მენჰირები და სხვ... ცენტრში აღმართულია უზარმაზარი ქვესვეტი - მონოლითი. ვარაუდით განეკუთვნება ადრეულ ბრინჯაოს ხანას..." (ი.ციციშვილი, გ.გაფრინდაშვილი)


იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნათ თუ რაა დოლმენი
გაგÑ„ხსენებთ რომ დოლმენები არის მიმოფანტული მთელს ევროპაში .
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0% ... 0%B5%D0%BD

აი ასეთი სახისაა -

Image

Image

არავინ იცის ვისი აშენებულაი ეს დოლმენები..

სტოუნჰენჯიც მეგალითების რიცხვს განეკუთვნება

დოლმენი (ინგლ. Dolmen) არის მეგალითური ნაგებობა. ის ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან, რომლებიც კედელს ქმნიან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან — ფილებისგან, რომლებიც ახდენენ შიდა კამერის იზოლაციას. დოლმენი თარიღდება ნეოლითის გვიანდელი პერიოდით (ძვ.წ. 4000 — ძვ.წ. 3000). არქიოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ზევიდან მიწას აყრიდნენ, იგებოდა დამკრძალავი კამერების სახით.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93% ... C%E1%83%98

Image

გოხნარი

Posted: 21 მაი 2009, 11:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ საინტერესოა.
ეგ ლოდები არ მინახავს.
თუმცა, გოხნარის გზაზე საგზაოს ხალხმა კლდეები რომ მოჭრეს,
ექსკავატორით ლოდებით რაღაც მაგდაგვარი ააწყეს.
ვიხუმრე კიდეც, რამდენიმე რომ გააკეთონ, უკვე ტურისტული უბანი გაჩნდება-მეთქი.
ვნახოთ, ეგ ადგილები. საინტერესოა

გოხნარი

Posted: 21 მაი 2009, 20:01
by Tamari-ch.
რაღაც ვიპოვე ამ თემაზე...
:D


მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938;
Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
მისივე, Материалы Колхиды, Ñ‚. 1, Тб., 1949;
Равдоникас В. И., История первобытного общества, ч. 2 Л., 1947;
Чайлд Г., У истоков европейской цивилизации, пер. с англ., М., 1952;
ქსე, ტ. 6, გვ. 534-535, თბ., 1983


მელქისეთ-ბეგი, ლეონ
მეგალითური კულტურა საქართველოში : მასალები არქაიკული მონუმენტური ხელოვნების ისტორიისათვის - თბ. : ფედერაცია-ს გამ-ბა და სტ., 1938 - 140,[6]გვ. : [31]ჩართ. ფურც. ტაბულ. ; 23სმ. - გაშლილი თავფურცელი და წინასიტყვაობა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე - რეზიუმე რუსულ ენაზე - ბიბლიოგრ.: "ლიტერატურა" შენიშვნებში. - : 8მ. ყდა 1მ.50კ., 2000ც.[MFN: 51559]

UDC: 904(479.22)
K 16.767/3 -
K 41.973/3 -
K 42.495/3 -
K 52.495/3 -
K 66.399/3 -
K 216.118/3 -
(..22)902.6/მ-543 -
F 1.925/3 -
P 872/1938 -

დაცულია: სპებ

http://www.nplg.gov.ge/ec/catalog.php?l ... &from=3331


ისე კი სამარცხვინოა რომ 1938 წლის მერე ამ თემაზე არაფერი გამოქვეყნებულა

Куфтин, Б.А.
Археологические раскопки в Триалети / Б.А. Куфтин ; [Ред. С. Джанашиа] ; АН ГССР, Ин-т истории - Тб. : АН ГССР, 1941 : Тип. АН ГССР - ; 1941[MFN: 22545]
[Кн.] 1 : Опыт периодизации памятников - , 1941 - 492 с. : табл. - Библиогр.: с.173-201 - : [Б. ц.], 1500 экз.[MFN: 22547]
UDC: 902(479.221.131)
R 5.906/6 -
R 5.204/5 -
R 5.205/5 -
R 5.206/5 -
R 5.065/5 -
R 4.888/3 -
R 4.886/3 -
T 125/5 -


http://www.nplg.gov.ge/ec/search.php?la ... from=22541

გოხნარი

Posted: 22 მაი 2009, 20:34
by Tamari-ch.
გოხნარში და მანგლისში წავიდეთ 7 ივნისს...

მანამდე დავაზუსტებ რაღაც დეტალებს...

გოხნარი

Posted: 22 მაი 2009, 22:31
by GOGONA
Tamari-ch. wrote:[
საუბარია დოლმენებზე რომელიც 4 000 წლით თარიღდება.
:shock: აუ დოლმენები ძალიან საინტერესოა :)

როგორ უნდა მივაგნოთ ნეტავ? :roll: :)

გოხნარი

Posted: 22 მაი 2009, 22:33
by Tamari-ch.
GOGONA
ვეცდები დავაზუსტო მისი ზუსტი ადგილმდებარეობა
გავალ ერთი საჯაროში - იქნებ ვიპოვო რამე...